როგორ ვებრძოლოთ გამონაყარს სახეზე: რჩევები და ხრიკები

0
2078

კანის ანთება ნებისმიერს გამოიყვანს მწყობრიდან. განსაკუთრებით, თუ სახის მოვლაზე უამრავ ძალისხმევას ხარჯავთ. შესაძლოა, უბრალოდ ყოველდღიური ჩვევების გადახედვა და ახალი პროდუქტების გამოყენება გჭირდებათ?

სუფთა კანი: როგორ მივიღოთ?

ანთება და აკნე – ეს ყოველთვის არასწორი მოვლის შედეგი არაა. კრიტიკური დღეების ან მუდმივი სტრესის პერიოდში, კანი შეიძლება ასე რეაგირებდეს, ნუ, არასწორი კვებაც თავისას იღებს და გამონაყარს იწვევს.

გამონაყარის მიზეზი, ძირითადად, ქონის ჯირკვლების ჩახერგვაა, ხოლო უშუალოდ ეს პროცესი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ზოგიერთი მათგანის(კომედოგენური კოსმეტიკა, დაუბალანსებელი კვება) დარეგულირება დამოუკიდებლად შეგიძლიათ, ხოლო მეორე ნაწილი(ჰორმონალური დისბალანსი, გენეტიკა, სტრესი) თქვენზე არაა დამოკიდებული.

და თუ ანთება უკვე გაჩნდა, მას სწორად უნდა ებრძოლოთ. ჩვეულებრივ, სპეციალური საშუალებები ადგილობრივად გამოიყენება, კანის მთელი ზედაპირი ძლიერმოქმედი პრეპარატებით რომ არ დაიფაროს. ხოლო სპეციალური საშუალებების სწორად შერჩევას შემდეგი რჩევებით შეძლებთ.

სწორი ინგრედიენტების შერჩევა

აკნესთან ბრძოლაში კარგადაა გამოცდილი სალიცილის მჟავა და ბენზოილეროქსიდი. პრაქტიკულად ყველა კარგ პროდუქტში შეხვდებით ამ ინგრედიენტებს. სალიცილის მჟავა გვაშორებს კანის ზედმეტ ქონს და ახმობს გამონაყარს, ხოლო ბენზოილის ზეჟანგი ხსნის ფორებს და შლის მავნე ბაქტერიებს.

რეგულარული დატენიანება

დამატენიანებელი კრემის უგულებელყოფის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია შიში იმისა, რომ ანთებითი პროცესი პროგრესირდება. რეალურად, გამომშრობი საშუალებებით გატაცება კანის საერთო მდგომარეობას გააუარესებს. მშვიდად გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი, მთავარია, იგი კომედოგენური არ იყოს.

ზომიერების დაცვა

ნუ იფიქრებთ, რომ რაც უფრო მაღალი ინქბეა აქტიური ინგრედიენტების კონცენტრაცია, მით უფრო სწრაფად დადგება გაუმჯობესება. აქ ძალიან მარტივად ხდება სარგებლიდან ნეგატიურ შედეგებამდე მისვლა. მაგალითად, ბენზოილის 2.5%-იანი ზეჟანგი სავსებით საკმარისია შედეგის მისაღწევად. ასეთ რაოდენობას შეხვდებით Neutrogena-ს პროდუქტებში (ღირებულება დაახლოებით 8$/23 ლარი).

ხოლო რაც შეეხება სალიცილის მჟავას, საკმარისია 2%. ასეთ კონცენტრაციას ვხვდებით Clean & Clear Advantage-ს პროდუქტში(ღირებულება დაახლოებით 6$/17 ლარი).

დამატებითი მოვლა

გარდა აქტიური გამომშრობი და ანტიბაქტერიული ინგრედიენტებისა, არ დაგავიწყდეთ დამატებით მოვლა სხვა დამატენიანებელი პროდუქტით. სასარგებლო იქნება მცენარეული ექსტრაქტის შემცველი პროდუქტები, რომლებსაც დამამშვიდებელი და დამატენიანებელი მოქმედება აქვს. ასევე, გაღიზიანებულ კანზე კარგად იმოქმედებს ალოესა და წითელი წყალმცენარეების ექსტრაქტი.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი