კარგია ბავშვებისთვის ისეთი ადგილი ზაფხულში, სადაც ისინი უსაფრთხოდ არიან და შაბათ-კვირას მიდიხარ სანახავად და მოსაკითხად. რაღაც მსგავსის ორგანიზება შეიძლება საყვარელ ბებიასთან ერთად, მაგრამ ბავშვების მოვლა მთლიანად მას დააწვება კისერზე. ეს უფრო რთული იქნება, თუ ერთად ხუთი ონავარი მოიყრის თავს, ბებია კი ერთი იქნება. პაპარაცის რედაქციის დღევანდელი ისტორია ცოტა სხვანაირია. ბებია ყოველთვის მზად არის ჩვენს დასახმარებლად, მაგრამ ჩვენ როგორ ვექცევით ხოლმე მას? ვიღაცა ალბათ ამოიცნობს თავს ამ ამბავში.
ბავშვების მოვლა
იმაზე, თუ როგორ ვაზროვნებთ და აღვიქვამთ სამყაროს, დამოკიდებულია ჩვენი ცხოვრების ხარისხი. სხვათა შორის, ბავშვების აღზრდაც, ერთი შეხედვით, რა მოხდა, თუ ბებიას დავუტოვებთ ბავშვებს მოსავლელად? ხანდახან პატარა წვრილმანს აქვს კოლოსალური მნიშვნელობა.
“ამ ზაფხულში ბავშვების გაგზავნას საზაფხულო ბანაკში ვერ შევძლებდით, ძალიან ძვირი გვიჯდებოდა. ამიტომ მოველაპარაკეთ დედამთილს, რომ პატარებს არდადეგებზე მასთან დავტოვებდით. სანამ სკოლა, სამეცადინო და სხვა საქმე ქონდათ, დაკავებულები იყვნენ და ართმევდნენ თავს დამოუკიდებლად სანამ ჩვენ სამსახურში ვიყავით. მაგრამ ზაფხულში მათი სახლში ხანგრძლივად დატოვება არ გამოვიდოდა.მოკლედ, გავგზავნეთ ბავშვები დედამთილთან სოფელში. ის დაგვთანხმდა დახმარებაზე. არ გვინდოდა მისი შეწუხება, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. ბავშვებს დავუბარეთ, რომ ბებიას ყველაფერში მიხმარებოდნენ. ჩვენ ყოველ შაბათ-კვირას პროდუქტებით დატვირთული მანქანით ჩავდიოდით. ბებიას ხომ მხოლოდ პენსია ქონდა შემოსავალი და ბავშვების უზრუნველყოფას ვერ შეძლებდა. მოკლედ, საკვებით ვამარაგებდით, გამზადებული სადილების ჩატანასაც ვახერხებდით და ფულსაც ვუტოვებდით. რაც შეგვეძლო, ვცდილობდით შეგვემსუბუქებინა ბებოსთვის შრომა.
ბავშვების მოვლა – ამასობაში ჩემი ქმრის ძმასაც მოუნდა ბებიასთან ბავშვების დატოვება. დაურეკა დედას და თვისი ორი შვილის მოვლა სთხოვა. დედამთილს უარის თქმა არ შეეძლო. მანაც ჩაუყვანა, დაემშვიდობა და წამოვიდა.არ დაუტოვებია არც ფული, არც პროდუქტი. არადა მის ბავშვებს ისევე უნდათ იოგურტი, შოკოლადი, კარაქიანი ბუტერბროდი, როგორც ჩემებს. ბებია ყველაფერს თანაბრად უნაწილებდა ხოლმე ბავშვებს ყველაფერს, მაგრამ ერთი პატარა ოთხი წლის არის და მას სულ სხვა მენიუ ჭირდება. დედამთილს არაფერი უთქვამს, მაგრამ ჩვენ ვამჩნევდით, რომ უჭირდა ამდენი ბავშვის მოვლა ფიზიკურადაც და ფინანსურადაც, რადგან ჩვენი დატოვებული პროდუქტი და ფული ოთხ ბავშვზე მალე იხარჯებოდა. გავიდა ასე ორი კვირა, მერე მთელი თვე და მაზლს და რძალს ბავშვები არც უნახავთ. ვეღარ მოვითმინე და მაზლს დავურეკე: “რატომ არ მოინახულე შვილები? როგორ შეიძლება მოხუცს რომ მიუყარე და ყველანაირი პასუხისმგებლობა დაივიწყე? პროდუქტი ან ფული მაინც გაუგზავნე, რომ ბავშვები გამოკვებოს” მან კი მიპასუხა: “დიდი ამბავი, ბებიაა და მოახერხოს შვილიშვილების მოვლა. ადრე რძე და პური ყოფნიდათ ბავშვებს, ეხლა ათასნაირ დელიკატესებს რომ ატენით, სულაც არ არის საჭირო!”
რედაქციისგან: ადამიანურობიდან გამომდინარე, ბებიას ნადვილად ჭირდებოდა დახმარება. ეხლანდელ ბავშვებს სხვანაირი პრეტენზიები და მოთხოვნილებები აქვთ და ბებოს პენსია არ ეყოფა ამას.
ამასთან, ბავშვების მოვლა – არ არის მარტივი საქმე. მათ ხომ იმდენი ენერგია სჭირდებათ. თქვენ როგორ ფიქრობთ, თუ ბავშვები ბებიასთან არიან ზაფხულში, საჭიროა თუ არა პროდუქტების და ფულის გაგზავნა? ველოდებით კომენტარებს.