გაგიგიათ ალბათ, რომ ხესთან ჩახუტება სასარგებლოა ადამიანისთვის. ისინი მუხტავენ მას პოზიტიური ენერგიით, აშორებენ სტრესს და ჯანმრთელობას უმაგრებენ. მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივადაა. აუცილებელია იცოდეთ, რომ არსებობენ ხე-დონორები, მათ მკურნალებსაც უწოდებენ და არსებობენ ხე-ვამპირები.პაპარაცის რედაქცია დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ თემაზე მოგიყვებათ.
ხე-ვამპირები
ის, რომ ხეს ადამიანის განკურნება შეუძლია, ძველთაგანვე სჯეროდათ ადამიანებს. ისინი ტყუილად არ სცემდნენ თაყვანს და უძღვნიდნენ მაგიურ რიტუალებს მათ. თანამედროვე ბიო ენერგეტიკოსები ამტკიცებენ, რომ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს მცენარის ძალა თავის სასარგებლოდ, აივსოს პოზიტიური ენერგიით და მოიშოროს ნეგატივი. მთავარია – იპოვოს ხე სწორად. სიტყვამ “ხე-ვამპირი” არ შეგაშინოთ. არ გეგონოთ, რომ ასეთი ხეებისგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ. სინამდვილეში ასეთი სიფრთხილე არ არის საჭირო, უბრალოდ გარკვეული წესები უნდა დაიცვათ. საქმე იმაშია, რომ მკურნალი ხეები გვაძლევენ თავის ენერგიას, ხოლო ხე-ვამპირები იქეთ იღებენ მოჭარბებულს. მათ უნდა მივმართოთ თავის ტკივილის, ძლიერი სტრესის ან უბედურების დროს. მათ შეუძლიათ წაიღონ დაგროვილი ნეგატიური ენერგია. ყველაზე ძლიერ ხე-ვამპირად ითვლება ნაძვი, ვერხვი, ალვის ხე, წაბლი, ტირიფი და შოთხვი.
ვერხვი – ვერხვი – ძალიან ძლიერი ხეა, ის განსაკუთრებით დადებითად მოქმედებას ადამიანზე ყველაზე უიმედო სიტუაციაშიც. მასთან ურთიერთობა მოუხდებათ მათ, ვისაც ენერგეტიკის გაწმენდა სჭირდებათ. ვისაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და თავს ცუდად გრძნობს. ბიო ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ მ ყოვლისშემძლე ხეს შეუძლია გახსნას საცობები ენერგეტიკულ არხებში, განკურნოს უძილობა, კბილის ტკივილი, ანთებები, ტრავმები. მაგრამ ვერხვთან ურთიერთობაში ზომა დაიცავით, რადგან შეიძლება მოხდეს ენერგეტიკული გამოფიტვა.
ნაძვი – ზოგი თვლის, რომ ნაძვს მხოლოდ წაღება შეუძლია ენერგიის, მაგრამ მთლად ასე არ არის. ზაფხულში ის იკრებს ენერგიას გარემოდან, ამუშავებს და ინახავს შიგნით. ზამთარში კი პირიქით – გასცემს. ის ასხივებს ენერგეტიკულ ტალღებს, რაც პოზიტიურად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. ნაძვი იღებს გადაჭარბებულ ნეგატიურ ენერგიასაც. მიმართეთ მას, თუ გინდათ მოიშოროთ დეპრესია, დაღლილობა, შფოთი, შიშები.
ტირიფი – ტირიფი ითვლებოდა დამცველად თვალის და ჯადოსგან. ის მდედრობითი სქესის ხეა, ამიტომ ეხმარება ქალბატონებს. ის ყველს ხეზე უკეთ აშუშებს სულიერ იარებს, ანეიტრალებს წყენას და ავსებს მომავლის იმედით. ხეს შეუძლია შეამსუბუქოს ახლობელი ადამიანის დაკარგვის ტკივილი, შეაგუოს რეალობას დიდი ტრაგედიის შემთხვევაში. მაგრამ ნუ მიხვალთ ტირიფთან, თუ გაქვთ უსიამოვნებები სამსახურში. ის ემოციური ხეა და ასეთ დროს გაგიმძაფრებთ შეგრძნებებს. საერთოდ, ტირიფთან არ შეიძლება გაჩერდეთ რვა წუთზე მეტხანს.
წაბლი – წაბლი – ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხეა ენერგეტიკულად. ამასთან, ის არ ერევა ადამიანის შინაგან სამყაროში, მხოლოდ მსუბუქად მოქმედებს ბიოველზე, თითქოს კემსავს ბედის დარტყმისგან გაჩენილ ნასვრეტებს. წაბლს შეუძლია გააძლიეროს ადამიანი, მოაშოროს მიჯაჭვულობა და განუახლოს დაკარგული კავშირი სამყაროსთან. მცირეხნიანი კავშირი წაბლთან სასარგებლო იქნება მთთვის, ვინც მიდრეკილია თვითკრიტიკისკენ და საკუთარი თავით უკმაყოფილებისკენ. მაგრამ დიდხანს ამ ხესთან დგომას არ გირჩევთ, რადგან ენერგეტიკული გამოფიტვა შეუძლია.
შოთხვი – შოთხვი კი ითვლება ვამპირად, მაგრამ სინამდვილეში არის ნაზი ხე. კეთილგანწყობილია ახალგაზრდების და შეყვარებულების მიმართ. ის ეხმარება იმედგაცრუების და სასიყვარულო წარუმატებლობის დროს. მის გვერდით ადამიანები ხდებიან კეთილი, მიმტევებლები, მშვიდდებიან. მაგრამ თუ დახმარება სჭირდება სხეულს და არა სულს, შოთხვი დიდად ვერ დაგეხმარებათ.
ალვის ხე – ალვის ხეს გაორებული ეფექტი აქვს. თვლიან, რომ ეს ხე განსაკუთრებით აქტიურად ისრუტავს უარყოფით ენერგიას გარემოდან. ადამიანის მასთან კონტაქტი უნდა იყოს მინიმალური, რადგან უარყოფითთან ერთად დადებითსაც იღებს. მაგალითად, ხალხი, ვისი ფანჯრის ქვეშაც იზრდება ალვის ხე, ხშირად უჩივიან თავის ტკივილს. იმისათვის, რომ ალვის ხეს მისცეთ თქვენი უარყოფით ენერგია, მიდით მასთან ჩრდილოეთის მხრიდან და მიეყრდენით ხეს ზურგით. თუ იგრძნობთ თავის ტკივილს ან რაიმე დისკომფორტს, ეს ხე თქვენი შესაფერისი არ არის და მოშორდით. დაიმახსოვრეთ, ხე-ვამპირებტან კონტაქტი არ შეიძლება იყოს ხანგრძლივი, რადგან ნეგატივის აღების მერე წაიყოლებენ დადებითსაც.
ხე-დონორები
თუ გრძნობთ, რომ არ გყოფნით ენერგია და ხართ სუსტად, მიმართეთ ხე-დონორებს. მათ უნდა მიუახლოვდეთ სამხრეთიდან. დადექით ხის წინ, მიეყრდენით მკერდით და შუბლით. ჩაეხუტეთ ხეს ორივე ხელით, გონებაში სთხოვეთ დახმარება, მიიღეთ ენერგია და ძალა მადლიერებით. თუ სურვილი გექნებათ, ილაპარაკეთ ხმამაღლა ან გულში, შეგიძლიათ დაუსვათ კითხვები და პასუხები თქვენს გონებაში გაჩნდება. საუკეთესო ენერგეტიკულ დონორად ითვლება ნეკერჩხალი, მუხა, მსხალი, ბალი, ვაშლი, აკაცია, ცირცელი, სოჭი, ფიჭვი. აქ უკვე მთავარია ხე იყოს ჯანსაღი, კარგად განვითარებული, რც ისე ახალგაზრდა. ის უნდა იყოს ლამაზი, სასიამოვნო შესახედი. ხანდახან ხე თავად ირჩევს ადამიანს. შეგიძლიათ ჩაეხუტოთ და შეიგრძნოთ რამდენიმე ხე მანამდე, სანამ თქვენს ხეს იპოვით.
თქვენ გჯერათ ხე-ვამპირის და ხე-დონორის არსებობის? როგორ ფიქრობთ, ისინი ნამდვილად ფლობენ განსაკუთრებულ ძალას და ნამდვილად ისრუტავენ ენერგიებს? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრება.