ოთხ ფოთლიანი სამყურა ცნობილია, როგორც წარმატების სიმბოლო. ბევრი დაწერილა მის შესახებ მხატვრულ ლიტერატურაში. ამბობენ, თუ მას იპოვი, აუცილებლად აგისრულდება სურვილები, მაგრამ არავის არ უნდა აჩვენო, რადგან ძალას დაკარგავსო. მართლა საინტერესოა, რას წარმოადგენს სამყურა. პაპარაცის რედაქცია დღეს მასზე მოგიყვებათ.
რა არის სამყურა
ოთხ ფოთლიანი სამყურა იშვიათად თუ შეგხვდებათ. სტანდარტულად არის სამ ფოთლიანი. მისი სახელწოდებაც ხომ ამას გვეუბნება, ასევეა ლათინური სახელიც – Trifolium. არსებობს სამყურას 250-დე სახეობა. ის ლამაზად ყვავის, აფრქვევს სურნელს და იზიდავს ფუტკრებს, უყვარს საქონელსაც.როგორც ხედავთ, საკმაოდ მეგობრული მცენარეა. ამას გარდა, ამბობენ, რომ მოაქვს წარმატება, თუ აქვს ოთხი ფოთოლი. ეხლა გადავინაცვლოთ მისტიკაში, ტრადიციებსა და ცრურწმენებში, რათა გავერკვეთ სამყურას ჯადოსნურ თვისებებში.
სამყურა სხვადასხვა ქვეყანაში – მაგალითად, ქრისტიანობაში არის ლეგენდა იმაზე, რომ როდესაც ადამმა და ევამ დატოვეს სამოთხე, ევა, უზრუნველი ცხოვრების სამახსოვროდ თან ოთხ ფოთლიანი სამყურა წამოიღო. ამიტომ ოთს ფოთლიანი სამყურა – ეს არის სრული ბედნიერების სიმბოლო. მართლმადიდებლობაში ის აგრეთვე ასოცირდება ახალ აღთქმასთან და მის ოთხ ევანგელესთან.ძველი სლავებს სჯეროდათ, რომ თუ ისინი იპოვიდნენ ძლევამოსილ თილისმას ოთხ ფოთლიანი სამყურას სახით, მოიპოვებდნენ სიმდიდრეს, ფულს და კეთილდღეობას ოჯახში. შეყვარებულები იყოფდნენ ხოლმე ორად, რათა სამყურას მათი სიყვარული სამუდამოდ შეეკავშირებინა.ეგვიპტეში ეს მცენარე იყო სარიტუალო დანიშნულების. მათ სჯეროდათ, რომ სარკე იყო სამყაროებს შორის გადასვლის საშუალება. ამიტომ სარკის მიღმა მყოფი სულებს შეეძლოთ ადამიანისთვის ზიანის მოყენება. თავსი დაცვის მიზნით სარკეებზე ხატავდნენ სამყურას ფოთლებს.მსგავსი შეხედულება ჰქონდათ ინდოეთშიც. ისინი სამყურას აქსოვდნენ ორნამენტებში, რათა სახლი დაცული ყოფილიყო ბოროტი სულებისგან. ამას გარდა, ოთხ ფოთლიან სამყურას ქარგავდნენ ტანსაცმლის ორნამენტებშიც. მონადირეებს შორის იყო რწმენა, რომ თუ ამოტვიფრავდნენ სამყურას ხეზე ტყეში, წარმატებული ნადირობა ექნებოდათ.
რას ნიშნავს სამყურა – რაც არ უნდა იყოს, ოთხ ფოთლიანი სამყურა საერთო ჯამში ითვლება წარმატების მომტან სიმბოლოდ. იპოვე – ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დაელოდე სასიამოვნო სიახლეებს, ხელფასის მატებას ან უბრალოდ ახალ ცხოვრებისეულ სიხარულს. ასე სჯერათ თანამედროვე სამყაროში და ამიტომ ხვდებით ხშირად მის გამოსახულებას. ზოგი ტატუსაც იკეთებს, რომ პოზიტივი მიიზიდოს თავისკენ.ზოგი დარწმუნებულია იმაში, რომ უნდა ადგეს და სპეციალურად წავიდეს ოთხ ფოთლიანი სამყურას საძებნელად. ის დაიმალება, მგრამ თუ პოვნა გიწერია, აუცილებლად იპოვი. თუ მოახერხებთ პოვნას, შეინახეთ, რადგან ის წარმატებას მოგიტანთ. ამბობენ, რომ არ შეიძლება სხვისთვის ჩვენება, რადგან ძალას დაკარგავს.
- იმისათვის, რომ საბედოს მალე შეხვდნენ, გოგოები ათავსებენ სამყურას ფეხსაცმლის ლანჩის ქვეშ.
- იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ფინანსური მდგომარეობა, ოთს ფოთლიან სამყურას ატარებენ საფულეში ფულთან ერთად.
- იმისათვის, რომ განდევნონ უიმედობა და მოწყენილობა, ახვევენ სამყურას ხელსახოცში ან ნაჭერში და ატარებენ სხეულთან ახლოს.
- სცადეთ სახლის დაცვა ინდური წესებით. მცენარე უნდა ჩასვათ რაიმე ჩარჩოში და მიაკრათ კარებთან. ეს იცავს ოჯახს ავი თვალის და ჯადოსგან.
- კეთილდღეობის მოსატანად ოჯახში უნდა დადოთ ოთხ ფოთლიანი სამყურა ღია ფერის ნაჭერზე და დამალოთ სახლის შესასვლელთან, ამ საძირკველის ქვეშ.
ადამიანები ხშირად ცდილობენ “მოიტყუონ” წარმატება. ამიტომ სამყურას გამოსახულება ფიგურირებს სამკაულებშიც. თუმცა მათ არ გააჩნიათ ბუნებრივი ენერგეტიკა და ძალა. მაგრამ თუ ვერ იპოვეთ ნამდვილი სამყურა და სამკაული მისი გამოსახულებით გმატებთ თავდაჯერებულობას, ის მაინც დაგეხმარებათ.
რედაქციისგან: ჩვენ გავიგეთ, როგორ მოვექცეთ სამყურას თილისმას. მაგრამ არ უნდა ველოდოთ წარმატების თავისით მოსვლას. თუ იპოვით ოთხ ფოთლიან სამყურას, არ რის აუცილებელი მისი მოწყვეტა. რადგან იპოვეთ, ეს უკვე კარგის ნიშანია. თუ იპოვით, გაგვიზიარეთ თქვენი დაკვირვების შედეგები. მოიტანს თუ არა ის წარმატებას თქვენს ცხოვრებაში და შეიცვლება თუ არა რაიმე საერთოდ.