როგორ მოვამზადოთ ყველა ბავშვის საყვარელი ტკბილეული, ნუტელა შინ.

793

ნუტელა არის მსოფლიოში ცნობილი იტალიური ბრენდი, სავაჭრო ნიშნით ფერერა რომელიც უკვე 50 წელია ამზადებს შოკოლადის პასტას სხვადასხვა ქვეყნებში.

2016 წლის მაისში ევროპის პროდუქტების უსაფრთხოების სააგენტომ (EFSA) განაცხადა, რომ მეცნიერებმა “ნუტელაში” აღმოაჩინეს ნივთიერება გლიციდოლი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ონკოლოგიური დაავადება. EFSA -ს ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ამ სუბსტანციის მცირე დოზით მიღებაც კი აზიანებს ბავშვების ჯანმრთელობას.

ნუტელას რეცეპტი ადვილი დასამზადებელია, სახლის პირობრბში ის ბევრად გემრიელია, მარგებელია და იაფია, ვიდრე მაღაზიისა, რაც მთავარია სახლის პირობებში დამზადებულში ვერ ნახავთ კანცეროგენულ პალმის ზეთს, კონსერვანტებს და საღებავებს.

სახლში მომზადებული შოკოლადის პასტა “ნუტელა” ეს არის სიამოვნება ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე. რთულია ასეთი გემოს შერწყმისაგან თავი შეიკავოთ : ნაზი თეთრი პური. არომატული “ნუტელა” და ჭიქა ყავა.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა რძე
  • 1,5 სადილის კოვზი ფქვილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 2 ჩადილის კოვზი კაკაო
  • 1 სადილის კოვზი კარაქი
  • 3 სადილის კოვზი კაკალი ან თხილი

მომზადების წესი:

1. მოათავსე ჯამში ფქვილი შაქარი და კაკაო

2. პატარ პატარა პორციებად დაუმატე რძე და მოურიე ძალიან კარგად

3. მიიყვანე ნაერთი ადუღებამდე დაბალ ცეცხლზე, ისე რომ არ მიიწვას

4. მოხალე კაკალი, დააბლენდერე ან გახეხე

5. მიღებულ პასტას ჩაუმატე კაკალი და კარაქი

6. ადუღე დაბალ ცეცხლზე სანამ არ მიიღებ არაჟნის კონტიტენციას.

7. გააცივე, გადაიღე ქილაში და შეინახე მაცივარში

გემრიელად მიირთვით

სახლში მომზადებული შოკოლადის პასტა “ნუტელა” არ შეიცავ ს დანამატებს ამიტომ შეგიძლიათ ბავშვებს თავისუფლად გაუმასპინძლდეთ და არ შეგეშინდეთ, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს