კარგი, ნატურალური სასუქი ზაფხულშიც კარგია მცენარეებისთვის, მითუმეტეს თუ ცხელი და მშრალია. გამოცდილი მებაღეები და მებოსტნეები თვლიან, რომ ზაფხულში კარგად უნდა კვებონ მცენარეები, რათა შემოდგომაზე ბევრი ნაყოფი მიიღონ. პაპარაცის რედაქცია დღეს ამ სტატიაში თქვენთან ერთად განიხილავს, თუ რომელი სასუქია იდეალური ყველა მცენარისთვის. გასწავლით მარტივ რეცეპტს, რომელიც კარგად გამოკვებავს თქვენს ბოსტნეულს და ყვავილებს.გამოცდილ მებაღეებს ზაფხულის ყველა თვისთვის მომზადებული აქვთ მცენარეების მოვლის სხვადასხვა საშუალება. მაგალითად, ივლისში მწვანილებს სჭირდება აზოტი. ეს სასარგებლო ნივთიერება დაეხმარება მცენარეს ენერგიის მოკრებაში და უფრო გემრიელი და დიდი ნაყოფის მიღებაში.სპეციალისტები გვირჩევენ, უფრო ხშირად მორწყოთ ნაკვეთი ძროხის გადამწვარი ნაკელის ხსნარით. ეს აწევს მიწაში აზოტის შემცველობას. საკმარისია, გააზავოთ ნაკელი წყალში 1:10 და მორწყოთ ნარგავები. გაითვალისწინეთ, რომ 1 კვ. მეტრ ნაკვეთზე დაგჭირდებათ 500 მლ ხსნარი.
ივლისის გეგმა – სპეციალისტები გვირჩევენ არ დაგვავიწყდეს მინერალური სასუქები. ივლისი ცხელი თვეა და მორწყვის გარდა, ხარისხიანი საკვები უნდა მივცეთ მიწას. ნაკელის გარდა, ორგანულ სასუქად შეიძლება გამოიყენოთ ქათმის ჟიჟა და ნაცარი. განსაკუთრებით მოუხდება ის პომიდორს და კიტრს.ზაფხულში დახმარება დაჭირდება კომბოსტოსაც. მისთვის სპეციალური სასუქი უნდა შეარჩიოთ ზოო მაღაზიაში. ხოლო 2 კვირის მერე უნდა გააფხვიეროთ ნიადაგი დ მოაყაროთ ნაცარი. ამის შემდეგ სისტემატიურად უნდა მორწყოთ კომბოსტოს ნერგები, რათა ნაცარი კარგად შეიწოვოს მიწამ და შედეგად კარგი კომბოსტოს მოსავალი მიიღოთ.
სასარგებლო სასუქი პურის ბაზაზე – გაგიკვირდებათ, როგორ შეიძლება ნიადაგს დავეხმაროთ პურით? სინამდვილეში პური შეიცავს ერთ სასარგებლო ელემენტს მცენარეებისთვის – საფუარს. საფუარი ხელს უწყობს მიწაში აზოტის გამოყოფას, რაც ძალიან სჭირდებათ მცენარეებს. მაგრამ არ გადააჭარბოთ: უკვე ფორმირებული ნაყოფი აღარ საჭიროებს დიდი რაოდენობით აზოტს.საფუარიანი სასუქი ძალიან კარგია ყვავილებისთვისაც. მოამზადეთ 1/3 სათლი მშრალი პურის, 10 ლიტრი წყლის, ახალმოკრეფილი ბალახის და კონცენტრატ “ბაიკალ ემ – 1” ნაყენი. ეს სასუქი შეიცავს ცოცხალ ბაქტერიებს, რომელიც ეხმარება მცენარეს ზრდაში.შეურიე პური, წყალი და ბალახი. დადგით რამდენიმე დღე ბნელ ადგილას, უნდა დაელოდოთ დუღილის პროცესს. მიღებული ნარევი გაფილტრეთ – ბალახი ამოიღეთ და ჩაყარეთ საკომპოსტე ორმოში, დარჩენილ ხსნარს დაუმატეთ კიდევ 2 ლიტრი წყალი და კონცენტრატი, რომლის რაოდენობაზე კონსულტაცია გაიარეთ გამყიდველთან. მიღებული ხსნარით მორწყეთ ყვავილები, კიტრი, პომიდორი, კომბოსტო, ბადრიჯანი, წიწაკები…პურის მაგივრად შეიძლება გამოიყენოთ ჩვეულებრივი ცოცხალი საფუარი. საკმარისია გააზავოთ 10 ლ. წყალში 100 გრ. საფუარი და დადგათ მზეზე. როგორც კი შეამჩნევთ, რომ თავზე გაიკეთებს ბუშტუკებს, შეგიძლიათ მისი გამოყენება. ერთ ძირზე დაგჭირდებათ 500 მლ. ნაყენი. როდესაც მიწა კოქტეილს შეისრუტავს, მორწყეთ უხვად ყველა ბოსტნეული. შემდეგ დღეს გაუთოხნეთ გარშემო.
უხვი მოსავალი შრომისმოყვარე მებაღეებისთვის – ამ მარტივი და სასარგებლო ხსნარებით მიიღებთ საუკეთესო მოსავალს. გადახედეთ თემატურ საიტებს ინტერნეტში. იქ ბევრი მებაღე და მებოსტნე აზიარებს საკუთარ გამოცდილებას. მითუმეტეს, რომ მალე მიიწურება ზაფხული და უნდა მოემზადოთ მოსავლის ასაღებად.გულწრფელად გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმეში. მიწაზე მუშაობა არ არის ადვილი საქმე და გვჯერა, რომ მიიღებთ საუკეთესო მოსავალს. არომატული კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ყაბაყი და კომბოსტო აავსებს თქვენს სამზარეულოს. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.