უდაოდ, ლამაზი და მოხდენილი სხეულის ფორმების მისაღწევად საუკეთესო გზა სწორი კვება და სწორად შერჩეული სავარჯიშო პროგრამაა. თუმცა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სხეულის ფორმების შეცვლა, მისი ტონუსის ამაღლება და ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე ხანმოკლე დროში გაახალგაზრდავება კოსმეტოლოგიის დახმარებით შეიძლება. „პაპარაცი“ შეეცადა იმის გარკვევას, თუ რა პროცედურები არსებობს სხეულის ფორმებს მოდელირებისთვის.
ლაზერული მოდელირება
თუ არა მხოლოდ სხეულის ფორმების შემცირება, არამედ გამაახალგაზრდავებელი ეფექტის მიღწევაც გსურთ, უმტკივნეულო მოდელირების პროცედურა უნდა სცადოთ, რომელიც აპარატით Icoone Laser-ით ტარდება. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ლაზერი ცხიმოვანი უჯრედების დაშლას ხელს უწყობს, ასევე კოლაგენის წარმოებას სტიმულირებს, რაც კანის მდგომარეობას აუმჯობესებს.
მეთოდის უპირატესობა ხანმოკლე დროში ეფექტური შედეგია – უკვე პირველი პროცედურის შემდეგ პრობლემურ ზონაში (დუნდულები, მუცელი, ხელები) 5 სმ-მდე მოცულობის შემცირებას შეძლებთ.
დეტოქს-თერაპია
ოცნების სხეულის მისაღებად კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი – ინტენსიური დეტოქს-თერაპიაა, რომელიც წნევურ თერაპიას და ბანდაჟით შეფუთვას მოიცავს. ამ პროცედურის უპირატესობა მოდელირებული სხეულის ფორმებით აღინიშნება, სისხლძარღვები ძლიერდება და ვენური უკმარისობის პროფილაქტიკა ხდება, კანის ტონუსი იზრდება.
ანტიცელულიტური პროგრამები
ქალების უმეტესობისთვის მთავარ პრობლემას ცელულიტი წარმოადგენს. ხორკლიანი კანი დუნდულებზე, მუცელსა და ბარძაყებზე არა მხოლოდ უშნოა, არამედ დისკომფორტსაც იწვევს, რადგან სიწითლე, ქსოვილების შეშუპება და ტკივილი ახასიათებს. ლოკალური ცხიმოვანი დაგროვების საწინააღმდეგოდ და წონის დასაკლებად რეკომენდებულია ანტიცელულიტური პროგრამების კურსი გაიაროთ. ამის შემდეგ კანი უფრო გლუვი და გამკვრივებული გახდება, შეშუპება კი შემცირდება.
კრიოლიპოლიზი
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროცედურა სხეულის ფორმების გასახდომად. კრიოლიპოლიზი ე.წ. ცხიმოვან ხაფანგებს მოგაშორებთ. ის ამა თუ იმ ადგილას დაგროვებულ ცხიმს მოგაშორებთ. ეს არის გალიფეს ზონა, გვერდითი ზონა, მუცლის ნაკეცები, ბარძაყების შიდა ზედაპირი, მხრების უკანა ზედაპირი. ძირითადი პროცედურა ცხიმის უჯრედებზე დაბალი ტემპერატურით ზემოქმედებას მოიცავს – მათი მოქმედებით ცხიმი იშლება. პროცედურის დროს ქსოვილი გრილდება (პაციენტი მსუბუქ ჩხვლეტას გრძნობს), ხოლო ცხიმოვანი უჯრედები იშლება. პროცედურის ეფექტი იმწამსვე არ ჩანს, ის პირველი თვის განმავლობაში იშლება, ხოლო საბოლოო შედეგი 2-3 თვეში ჩანს.
ლიფტინგის პროცედურა UltraFormer
არაინვაზიური პროცედურა პრობლემურ ზონებში სხეულის მოდელირებისთვის უბრალოდ შეუცვლელია. მეთოდი პრობლემურ ზონაზე მაღალი ინტენსივობის ფოკუსირებულ ულტრაბგერას ეფუძნება. მისი დახმარებით მუხლებს, თეძოების და მხრების შიდა ნაწილებს გააძლიერებთ. ამ ადგილებს დამატებითი მუშაობა ყოველთვის სჭირდებათ, მაშინაც კი, თუ რეგულარულად ვარჯიშობთ. ლიფტინგ ეფექტი იმწამსვე შესამჩნევია, მაგრამ ყველაფერი ორგანიზმის ინდივიდუალურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მისი შედეგი 3-4 თვეში იზრდება.
პროცედურა Body Up
კანის გამკვრივების პროცედურას ეფექტურად უმკლავდება. ასევე მის ელასტიურობას ზრდის და ცელულიტის წარმოქმნას ამცირებს. აპარატული მეთოდი სპეციალური აქტიური შრატით Celltence ხდება. მათი კომპლექსური ზემოქმედება კანს გლუვს და დაჭიმულს ხდის.
აღსანიშნავია, რომ სხეულის ფორმების შესაცვლელად ნებისმიერ პროცედურას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაციონალურად იკვებებით და ბევრს მოძრაობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსების და დროის დახარჯვას აზრი არ აქვს. ჰიპერკალორიული კვება, სუსტი ფიზიკური აქტივობა რამდენიმე თვეში სხეულს ძველებურ მაჩვენებლებს დაუბრუნებს. სწორედ ამიტომ, მიდგომა კომპლექსური უნდა იყოს.