როგორ გამოიყურება სინამდვილეში მოვლილი ქალი? მიუხედავად იმისა, რომ მოდა მუდმივად იცვლება, ყოველთვის არ არის საჭირო უამრავი ფულის ხარჯვა იმისათვის, რომ გამოიყურებოდეთ ლამაზად და მოვლილად. არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს წინ უბრალოდ უგემოვნო ადამიანია და რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავუშვათ ასეთი სამწუხარო შეცდომა? მოდით ერთად გავერკვეთ პაპარაცის რედაქციის დღევანდელ სტატიაში.
- მოვლილი ქალი – მოუვლელი ქალის შემჩნევა საზოგადოებაში არც ისე რთულია. საკმარისია მიაქციოთ ყურადღება იმ სამ ფაქტორს, რაზეც ამ სტატიაში იქნება საუბარი. ამასთან გასწავლით თუ როგორ გამოასწოროთ მდგომარეობა, თუ თქვენს თავში აღმოაჩენთ მსგავსებას.
- ლამაზი მანიკური – ხელები – ერთ-ერთი მთავარი ელემენტია ქალის გარეგნობაში. მოუწესრიგებელი, ჭუჭყიანი ან მოკვნეტილი ფრჩხილები ყველას ცუდად მოხვდება თვალში. სუფთა, მოწესრიგებული მანიკური საუკეთესო გამოსავალია.არავინ გაძალებთ, რომ იდეალური მანიკურის კეთებაში ფული დახარჯოთ ძვირადღირებულ სალონებში, ხოლო საეჭვო დაწესებულებებში, სადაც იაფიან და სწრაფ მანიკურს გპირდებიან, ჯობია არ გარისკოთ შესვლა. გრძელი ფრჩხილები და შთამაგონებელი ნახატები მასზე, არ არის თანამედროვე მოდა. საკმარისია, გქონდეთ სუფთა, მოწესრიგებული ფრჩხილები, რისთვისაც საჭიროა მხოლოდ ქლიბი და გამჭვირვალე ლაქი.
- პერსონალური არომატი – ერთ-ერთ ჟურნალში ქალებისთვის იყო ასეთი რჩევა: “ეცადეთ იპოვოთ თქვენი სუნამო. ის ხაზს გაუსვამს თქვენს ინდივიდუალურობას და მოგიმატებთ თავდაჯერებულობას.” ეს ნამდვილად კარგი რჩევაა, მაგრამ გაითვალისწინეთ: აქ უპირატესობა მიანიჭეთ ხარისხს. იაფფასიანი სუნამო იმ საქმეს ვერ გააკეთებს, რასაც ელით. ჯობია მოაგროვოთ თანხა და იყიდოთ უფრო მაღალი დონის.
- პარფიუმერები გვირჩევენ სუნამოზე ეკონომია არ გავაკეთოთ, რადგან ხარისხიან არომატს შეუძლია დატოვოს თქვენს შემდეგ მკვეთრი, სასიამოვნო შლეიფი, რომელიც მოხიბლავს მამაკაცებს და დააინტერესებს სხვა მანდილოსნებს, თუ რა გესხათ.
- ხარისხიანი ფეხსაცმელი – ჩვენ დიდად არ ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას ხარისხს. მთავარი ყურადღება ეთმობა დიზაინს და ფასს. გეთანხმებით, ხარისხიანი ფეხსაცმლის შესაძენად ყოველთვის არ არის საკმარისი ფულადი სახსრები, მაგრამ ძალიან იაფიანი გაურკვეველი წარმოშობის ფეხსაცმელი ბევრ პრობლემას შეგიქმნით.
- ასეთი ნივთი არა მარტო გაფუჭდება ძალიან მალე, დაიხევა ან დაიშლება. მან შეიძლება შეღებოს თქვენი წინდები ან კოლგოტი, ჩაგიხუროთ ფეხი და გააჩინოს სუნი. ამიტომ იზრუნეთ, რომ გეცვათ არა მარტო ლამაზი, არამედ ხარისხიანი, ნატურალური მასალის ფეხსაცმელი.
- ლამაზი კანი – თქვენი კანი თქვენი სავიზიტო ბარათია. სწორედ კანის მდგომარეობას აქცევენ ადამიანები ყურადღებას. თუ თვლით, რომ გაქვთ კანის გარკვეული პრობლემები, მიმართეთ სპეციალისტს. ექიმი გაარკვევს პრობლემის მიზეზებს და დაგეხმარებათ მის მოგვარებაში.არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი კანი ერთგვარი დამცავი ბარიერია და სწორედ ის იღებს მთავარ დარტყმას გარემო პირობებიდან. ას შეიძლება იყოს მტვერი, ულტრაიისფერი დასხივება, ბინძური წყალი… კანზე ისევე უნდა იზრუნოთ, როგორც ის ზრუნავს თქვენზე. გაანებივრეთ ის მკვებავი ნიღბებით, ხარისხიანი კოსმეტიკით, ან სალონში ვიზიტებით. თქვენ ამას იმსახურებთ.
როგორ უნდა გამოიყურებოდეს მოვლილი ქალი? – რა თქმა უნდა ზემოთ ჩამოთვლილის შესრულება ყველასთვის არ არის აუცილებელი, მაგრამ მოვლილი და მოწესრიგებული გარეგნობა – ეს მუდმივი მუშაობის შედეგია. ეცადეთ მცირედი მაინც გაიმეტოთ საკუთარი თავისთვის. უკეთ გექნებათ არა მარტო სხეული, არამედ შინაგანი მდგომარეობაც. თითოეულ ქალში ნამდვილი ქალღმერთი იმალება და აღმოაჩინეთ და შეიყვარეთ ის.
როგორ უნდა გამოიყურებოდეს მოვლილი ქალი? რას ფიქრობთ თქვენ ამის თაობაზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.