ზამთრისთვის ხილის და ბოსტნეულის შენახვა და დაკონსერვება ძველი ტრადიციაა, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას. სეზონურ პროდუქტებს ინახავენ სხვადასხვა სახით, რათა არ გაფუჭდეს და მიირთვან ზამთრის ცივ სეზონზე. რამდენიმე დღე იშრომებ და გექნება საახალწლოდ გემრიელი მურაბები, ან ბოსტნეულის მარინადები. კი, მოსახერხებელია, კარგია და გემრიელი, მაგრამ რამდენად ჯანმრთელია?
კონსერვები ზამთრისთვის
სახლის კონსერვაცია არა მარტო პროდუქტების მარაგია ოჯახში, არამედ დიასახლისებისთვის შრომის შემსუბუქებაა. იმის მაგივრად, რომ მთელი დღე დაკარგო სადილის მომზადებაზე, შეგიძლია მოხარშო ფაფა ან კარტოფილი, გახსნა კიტრის სურნელოვანი მარინადი და თავისუფლად ამოისუნთქო.მაგრამ დიეტოლოგები გვირჩევენ ასეთი კონსერვები ნაკლებად მოვიხმაროთ, რადგან ისინი შეიცავენ ბევრ მარილს, შაქარს და ძმარს. რაც იწვევს წყლის და მარილის ბალანსის შეცვლას ორგანიზმში, იტვირთება კუჭ-ნაწლავის სისტემა, თირკმელები, ღვიძლი. შედეგად თავს იჩენს შეშუპება, ხოლო ზედმეტი შაქრის მავნებლობაზე აღარაფერს ვამბობთ.დიეტოლოგები გვირჩევენ დავიჭიროთ ოქროს შუალედი. ვიცით, რომ ხილი და კენკრა ზამთარში ძალიან ძვირი ღირს და არომატიც სხვანაირი აქვს. ამიტომ უმჯობესი, რამდენიმე კონტეინერს თუ გაყინავთ და ისე შეინახავთ. თუ სწორად გააკეთებთ ყველაფერს, პროდუქტები იქნება ახალივით და შეინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას შაქრის გარეშეც.ნებისმიერ კონსერვს ჭირდება თერმული დამუშავება, რის შედეგადაც იკარგება ვიტამინები და სასარგებლო ნივთიერებები. რაც უფრო დიდხანს მუშავდება თერმულად, მით უფრო ნაკლები რჩება ვიტამინი და უჯრედისი. აი, ბუნებრივად ფერმენტირებული, ნატურალურად დამარინადებული ბოსტნეული, პირიქით, ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის.
კონსერვები მაღაზიიდან – ჯანმრთელობისთვის არანაკლებ სახიფათოა კონსერვები მაღაზიის დახლებიდან. მაგრამ ბევრს ყავს თავისი ფავორიტი, მაგალითად, ლობიო, ან მუხუდო. უფრო მარტივია მისი ყიდვა და მომზადება, ვიდრე საათობით ხარშვა და მერე კეთება. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა მწარმოებელი არ არის კეთილსინდისიერი. ეკონომიის მიზნით ისინი ქილაში არც ისე ხარისხიან პროდუქტს არ ათავსებენ, უმატებენ კონსერვანტებს და საღებავებს. ამიტომ სანამ შეიძენთ, კარგად დაფიქრდით.მიაქციეთ ყურადღება შემადგენლობას. კონსერვებში დიდ რაოდენობით უმატებენ გემოს გამაძლიერებლებსაც. რაც უფრო ნაკლები იქნება ასეთი პროდუქტი თქვენს რაციონში, უკეთესი იქნება. კვირაში ერთხელ ნამდვილად ვერაფერს დაგიშავებთ, მაგრა ყოველდღიურად მოერიდეთ. იყავით ჯანმრთელად და აკონტროლეთ თქვენი რაციონი.
თქვენ ხუფავთ პროდუქტებს ზამთრისთვის? გაგვიზიარეთ კომენტარებში.