ზამთრისთვის ყველანაირი კონსერვის გაკეთება შეიძლება ეხლანდელ დროში. ნივრით და მწვანილებით ფარშირებული პომიდორი – ეს ნამდვილი აღმოჩენაა! გემრიელი, წვნიანი, არომატული და რაც მთავარია, მარტივი გასაკეთებელი.ეხლა ზუსტად პომიდვრის სეზონია, მკვრივი, მწიფე და ფერადი ბოსტნეული პირდაპირ გინდა, რომ სახლში მიიტანო. მოკლედ, გადავიდეთ მომზადების მეთოდზე:
ნივრით ფარშირებული პომიდორი
ინგრედიენტები
ფარში:
- 1 თავი ნიორი
- 100 გრ. ოხრახუში
- 3-4 ღერი რეჰანი
- მწარე წიწაკა გემოვნებით
ქილაში:
- ცერეცო ან კამა
- დაფნის ფოთოლი
- 1 ჩ/კ სურნელოვანი წიწაკა
- 0,5 ჩ/კ ქინძის მარცვალი
მარინადი:
- 2 ლ. წყალი
- 200 გრ. შაქარი
- 2 ს/კ მარილი
- 200 მლ ძმარი
- 1,5 კგ. პომიდორი
მომზადების წესი:
1 . მოამზადეთ პომიდორი: ჯერ კარგად გარეცხეთ, გასერეთ ოთხად ძირამდე.
2 . მოამზადეთ ფარში – ნიორი, ოხრახუში, რეჰანი და წიწაკა დააჩოფერეთ საშუალო დონეზე, არ გადააქციოთ ფაფისებურ მასად. დაიწყეთ პომიდვრის ფარშირება.
3 . თითოეული ერთ ლიტრიანი ქილის ძირზე ჩაყარეთ ცერეცო, დაფნის ფოთოლი, პილპილი და ქინძის მარცვალი. ზემოდან დააწყვეთ უკვე ფარშირებული პომიდვრები და დაასხით მარინადი.
4 . მარინადის მომზადება ძალიან მარტივია. ჩაასხით წყალი, შაქარი, მარილი და ძმარი ქვაბში. მიიყვანეთ ადუღებამდე და ჩაასხით პომიდვრიან ქილებში. შემდეგ ქილებს დაახურეთ თავზე და ჩადგით წყლიან ქვაბში სტერილიზაციისთვის. სულ ეს არის. სტერილიზაციის შემდეგ არ არის საჭირო ქილების არც თავდაყირა დადება და არც პლედით შეფუთვა.
ეს გემრიელი დასაყოლებელი მთელი წელი მოთხოვნადი იქნება, განსაკუთრებით კი ზამთარში. რატომაც არა, ცოტა ხანში საოცარ სურნელს და გემოს შეიძენს და ვინაიდან არ შეიცავს ზეთს, მსუბუქი და სასიამოვნო საჭმელი იქნება.
ეს მარინადი კარგად ინახება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. არ ხდება გაზების გამოყოფა, რაც გამორიცხავს მის გაფუჭებას. სულ ეს არის, სცადეთ თქვენც და გაგვიზიარეთ შედეგები კომენტარებში.