არ აქვს მნიშვნელობა რამდენი მეგობარი და ნათესავი გყავს გარშემო ან როგორი დამოკიდებულება აქვს მათ შენს მიმართ. თუ ადამიანს სულიერი მარტოობა აწუხებს, მისი შინაგანი პათოლოგია არ მისცემს საშუალებას დატკბეს ცხოვრებით, იყოს ბედნიერი და თვითკმარი. ბუნებრივია, გარე ფაქტორებსაც შეუძლია ადამიანი მიიყვანოს სულიერ სიცარიელემდე. აღზრდა, ირგვლივ მყოფი ადამიანები, ფინანსური მდგომარეობა და სხვა – მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ ვერავინ შეძლო გაეცა პასუხი კითხვაზე: ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას, თუ ცნობიერება განსაზღვრავს ყოფიერებას? ყველა თავისი გზით მიდის პასუხამდე.
სულიერი მარტოობა
დედაჩემი ტიპიური ხანშიშესული ქალია, რომლის გულის მოგება არ არის მარტივი. აქ საქმე იმაში არ არის, რომ მუდამ აკრიტიკებს ჩემს გარეგნობას და ქცევას. არა, რადგან მე უკვე ჩამომიყალიბდა ჩემი შეხედულებები და აზრები, უკვე 31 წლის ვარ. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების მანძილზე არცერთი ტკბილი სიტყვა დედისგან.მთელი ახალგაზრდობა ბინიდან ბინაში გადადიოდა. ჯერ, გათხოვდა 18 წლის ასაკში, 4 თვეში კი უკვე მე გავჩნდი. პატარძალი უკვე ფეხმძიმედ იყო და კარგად მოფიქრებულს ამ ნაბიჯს ვერ დაარქმევდით. ასეც მოხდა: 3 წლის ვიყავი, როდესაც ისინი დაშორდნენ. ბუნებრივია, მე დედასთან დამტოვეს და ვცხოვრობდით მისი მშობლების სახლში.დედის მეორე ქორწინებაც სუსტი გამოდგა. ხშირად ჩხუბობდნენ, მერე რიგდებოდნენ. ეგ პერიოდი ცუდად მახსოვს, მაგრამ მიზეზი ყოფითი ინტრიგები და სხვა სისულელეები იყო დედისგან. მოკლედ, ქმარმა ვეღარ გაუძლო და დაშორდნენ.ისევ ბებიასთან გადავედით საცხოვრებლად. რთული პერიოდი იყო. ბებიას საკმაოდ რთული ხასიათი ჰქონდა. მას აშკარად არ ესიამოვნა ჩვენი დაბრუნება. მისი გაგება რაღაც მხრივ შეიძლება, მაგრამ მე ხომ არაფერი დამიშავებია? რამდენიმე წელში სასწავლებლად გადავედი დედაქალაქში. კარგად ვსწავლობდი და პერსპექტივა მქონდა მომავალში. მეორე კურსიდან უკვე ერთ კარგ ფირმაში ვმუშაობდი, სადაც ერთ წელიწადში ამერიკაში წასვლა შემომთავაზეს. რა თქმა უნდა, დავთანხმდი და ასე გავატარე მთელი 10 წელი უცხოეთში.
დედა ხშირად ჩიოდა, რომ ამქვეყნად საკუთარი მშვიდი კუთხე არ აქვს. ბინის ქირაობა ვერ მოახერხა, ხოლო ბებიასთან მშვიდად ცხოვრება შეუძლებელი იყო. ამის გამო შემოეცალა ძველი ნაცნობები და დაეწყო ნერვებთან დაკავშირებული პრობლემები. როგორი ასატანია, რომ ზრდასრული ქალი ხარი ოჯახში არასასურველი შვილი და თან ასრულებ სულელურ კაპრიზებს.გადიოდა წლები. ჩემი კარიერა კარგად მიდიოდა. ერთხელაც გადავწყვიტე სახლში დასასვენებლად ჩასვლა, დედის მონახულება და მისთვის საჩუქრის ყიდვა. მინდოდა მეყიდა მისთვის სახლი სადმე გარეუბანში.ასეც მოვიქეცი. მე და დედა ვსეირნობდით ქუჩაში, ვუზიარებდით ერთმანეთს ამბებს. მას უკვე თავისი სახლი ჰქონდა. მართალია, ჯერ ავეჯის და ბევრი საჭირო ნივთის გარეშე, მაგრამ ხომ მისი იყო? ერთი თვე გაიწელა სახლის მოწყობის პროცესი.დედამ კი მალე ისევ დაიწყო წუწუნი ცხოვრებაზე. ახალი მოწყობილი სახლი მას აღარ მოწონდა. მეგობრების დაბრუნება სცადა, მაგრამ არ გამოვიდა. იმათაც თავისი პრობლემები ჰქონდათ და ვერ მოიცალეს. დედამ მოიწყინა და დეპრესიული გახდა. ისევ მე მომიწია მასთან დროის გატარება და ვეღარ ვტოვებდი.ჩემი გეგმები სხვანაირი იყო. მე მინდოდა განვითარება, სეირნობა საინტერესო მამაკაცთან. კაფეში და რესტორანში სიარული მასთან ერთად, მაგრამ არ გამოვიდა. ვერ შევხვდი ასეთ მამაკაცს. დედასთან ერთად ტელევიზორთან ჯდომაც მომბეზრდა.ერთი თვის მერე სამსახურიდან დამირეკეს და შემახსენეს, რომ მალე უნდა დავბრუნებოდი სამუშაოს. მალე გავფრინდი ამერიკაში მცირე სინანულით და სუფთა სინდისით. დედას არც გავუცილებივარ, იქეთ იყო განაწყენებული რომ ვტოვებდი.ალბათ ასეა მოწყობილი ადამიანი. დადებითი ცვლილებები არ არის საკმარისი მისი აზროვნების შესაცვლელად. მე ჩემი საქმე გავაკეთე და არ ვარ ვალდებული ამიტომ მთელი ცხოვრება დავკარგო. ნახვამდის დედა! იმედი მაქვს, მალე შევხვდებით და მაშინ შენ ბედნიერი იქნები.