ზაფხულში დაბადების დღის აღნიშვნა, სოფელში, არ იყო კარგი იდეა

491

რა შეიძლება იყოს უკეთესი ზაფხულში დაბადების დღის აღნიშვნაზე სოფელში? ნებისმიერი სუფრა ბუნებაში, ეს არის დასვენება სულისთვის და სხეულისთვის. ხდება ხოლმე, რომ ყველაზე სასურველი დღესასწაული შეიძლება გააფუჭოს რაღაცამ ან ვიღაცამ. მაგალითად, ამჯერად რძალმა. ასე თვლის ჩვენი დღევანდელი გმირის დედამთილი. რა მოხდა სინამდვილეში პაპარაცის რედაქციის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.

დაბადების დღე სოფელში

“გასულ კვირას ჩემს დედამთილს დაბადების დღე ჰქონდა. მას 60 წელი შეუსრულდა და იუბილეს გადახდა სოფელში გადაწყვიტა. რა არის ზაფხული ხმაურიანი სუფრის გარეშე? მაგრამ მე არსად არ მინდოდა წასვლა და დარწმუნებული ვარ ჩემს გარეშე ყველაფერი უკეთ იქნებოდა.ვეძებდი მიზეზს, სახლში დასარჩენად. ქმარი კი ამბობდა, რომ არ შეიძლებოდა წაუსვლელობა, რადგან დაგპატიჟეს, უნდა შეძლო და წამოხვიდეო. დედამთილთან არ მაქვს ცუდი ურთიერთობა, მაგრამ მისი ქცევა ხანდახან მაოცებს.საქმე იმაშია, რომ დედამთილი ძალიან ამაყობს ჩემი შვილით, ანუ თავისის შვილიშვილით, ყველას ეტრაბახება, რომ ბავშვმა 4 წლის ასაკში იცის ყველა ასო, ბევრი ლექსი, შეუძლია ანგარიში. ეს ყველაფერი კი იმის დამსახურებაა, რომ მე და ჩემი ქმარი ბავშვთან დიდ დროს ვატარებთ და ვასწავლით ამ ყველაფერს.ბებია კი იშვიათად ნახულობს შვილიშვილს 3-4-ჯერ წელიწადში. ზაფხულობით დაკავებულია სოფლის საქმით, ზამთარში მეგობრებით.სამაგიეროდ, ყველას ეუბნება, რომ შვილიშვილს თითქმის ყოველ დღე ნახულობს. და იცით, როგორ? ვიდეო თვალით! ქმარი ურეკავს ხოლმე დედას ყოველ საღამოს და ბავშვსაც ეძახის ტელეფონთან. აი ეს არის მათი შეხვედრა.მე კი ვთვლი, რომ ეს არ არის ნორმალური. ბებიას მეტი კავშირი უნდა ჰქონდეს შვილიშვილთან, მიიღოს მის აღზრდაში მონაწილეობა რეალურ ცხოვრებაში და არა ინტერნეტით. ჰოდა, არ მინდა სოფელში წასვლა და ამ სპექტაკლში მონაწილეობის მიღება. კიდევ არის რამდენიმე მიზეზიც.

შემთხვევა სოფელში – მე უბრალოდ არ მომწონს ეს აგარაკი. იქ არ არის არანაირი პირობები. წყალი ჭიდან უნდა ამოიღო და ისე გარეცხო ჭურჭელი.დედამთილს ეს სულაც არ ადარდებს. მას ძალიან უყვარს იქაურობა და მთელს შვებულებას იქ ატარებს. დაბადების დღისთვის სახლიდან წაიღო საგვარეულო სერვიზი, უამრავი ჭურჭელი, ტილო, ხელსახოცები…სტუმრად მოვიდა 20 კაცამდე. ჩვენ საჩუქრად მივეცით ფული და დიდი, ლამაზი თაიგული. ყველაფერი კარგად იყო, სანამ დედამთილმა ჭურჭლის გარეცხვა არ მთხოვა.მე კი არ შემიძლია ჭიდან წყლის თრევა და გაყინულ წყალში რეცხვა. ბევრჯერ მისაუბრია დედამთილთან ამ თემაზე. ჩემმა უარმა ის გაანაწყენა, უფრო მეტიც, მან ეს ყველაფერი სტუმრებს მოუყვა. საბოლოო, ყველა ჭურჭელს რეცხავდა. ნუ, ცირკი!მას შემდეგ დედამთილი აღარ მელაპარაკება. ის თვლის, რომ სტუმრებთან შევარცხვინე საკუთარ დაბადების დღეზე. არ უნდა წავსულიყავი საერთოდ!

რედაქციისგან: როგორც ჩანს, რძალი დიდი ხანია აგროვებს წყებას გულში. მას არ მოსწონს ბებიის დამოკიდებულება შვილიშვილის მიმართ. ამიტომ ყველა წვრილმანი აღიზიანებს. მის ადგილას, შეიძლებოდა უბრალოდ დალაპარაკებოდა დედამთილს და ეპოვნათ ოქროს შუალედი. შეიძლება დედამთილი უბრალოდ ვერ ხვდება რაშია სინამდვილეში პრობლემა.

თქვენ როგორ მოიქცეოდით მსგავს სიტუაციაში? სწორად იქცევა რძალი ან დედამთილი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს