მრავალძარღვას სიროფი ყველაზე მძიმე დაავადებების წინააღმდეგ: წამალი მთელი ოჯახისთვის

9337

მრავალძარღვა მოკრძალებული ბალახია. მას მრავალი წლის განმავლობაში უწოდებდნენ “მეგზურს”. იგი მართლაც თან დაჰყვება ადამიანს – სადაც არ უნდა იყოს იგი – გარდა არქტიკული ზონებისა. მრავალძარღვას გარეგნული მახასიათებლების აღწერა ამაო იქნება, რამდენადაც ყველას დაუდია იგი ბავშვობაში ნატკენ მუხლზე, ერთხელ მაინც.

ამ მცენარისგან დამზადებულ პრეპარატებს ანთებისსაწინააღმდეგო, შემხორცებელი, სისხლის აღმდგენი, შარდმდენი, ჰიპოტენზური მოქმედება აქვს. მათ ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის, სასუნთქი ორგანოების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს გამოიყენებენ: მრავალძარღვას ფოთლების წვენი და ნაყენი შესანიშნავი ამოსახველებელი საშუალებაა. მცენარეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, მწვავე და ქრონიკული ენტერიტის, წყლულოვანი კოლიტის დროს იყენებენ.

თუ ხალი აგტკივდათ, მასში პულსირება იგრძნობა და იგი სიმსივნესავით იზრდება – მრავალძარღვას ნაყენის, წვენის ან თაფლის 40-დღიანი კურსი დაგიცავთ უბედურებისგან. გაიმეორეთ კურსი პროფილაქტიკისთვის, წელიწადში ერთხელ.

ქრონიკული სპასტიკური კოლიტის დროს, მოამზადეთ 1 კგ მრავალძარღვა. ფოთლები კარგად გარეცხეთ, გააშრეთ, დაალაგეთ ფენებად, მოაყარეთ 1 კგ შაქარი(1 ფენა ფოთლები, 1 ფენა შაქარი) ემალირებულ ქვაბში. შეახვიეთ, დადგით ბნელ ადგილას 3-4 კვირით. მიიღებთ მუქ-ჭაობისფერ მასას. გადაწურეთ და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ დღეში სამჯერ, თითო ს.კ. ჭამამდე 30 წუთით ადრე.

კანცერული სიმსივნეების დროს, შეგიძლიათ მრავალძარღვას სველი კომპრესები გამოიყენოთ, ხოლო ფილტვებისა და კუჭის კიბოსთვის – მიიღოთ იგი შინაგანად. ამისთვის, წვრილად დაქუცმაცებული ფოთლები თანაბარი რაოდენობით შეურიეთ შაქრის ქვიშას, დააყენეთ თბილ ადგილას ორი კვირით. მიღებული მასა მიირთვით დღეში 3-4-ჯერ, თითო ს.კ. ჭამამდე 20 წუთით ადრე.

მრავალძარღვას წვენი თაფლით

მეთოდი 1: გარეცცხილი უმი ფოთლები დანაყეთ, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი და გაათბეთ ადუღებამდე. არ გადაწუროთ, უხვად დაუმატეთ თაფლი. ხველისა და ტემპერატურის დროს მიიღეთ 1 ჩ.კ. წვენი ყოველ 1 საათში.

მეთოდი 2: კარგად გარეცხილი ფოთლები დაჭერით, დაჭყლიტეთ, გამოწურეთ წვენი, შეურიეტ იგი თანაბარი რაოდენობით თაფლს და ხარშეთ 20 წუთით. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, გასტრიტის, კოლიტისა და კოლიკების დროს. შეინახეთ მჭიდროდ დაცულ ჭურჭელში, გრილ ადგილას. ზამთარში წვენს დაასხით არაყი თანაბარი პროპორციებით.

მუცლის მწვავე ტკივილების დროს, შემდეგნაირად მოიქეცით: მოკრიფეთ დიდი რაოდენობით მრავალძარღვა, გარეცხეთ ბევრჯერ. შემდეგ დაჭერით, გაატარეთ ხორსაკეპში და წვენი დაწურეთ მარლის გავლით. დაუმატეთ თანაბარი რაოდენობით შაქარი, შედგით მაცივარში. 7 დღის განმავლობაში ურიეთ, სანამ შაქარი არ გაიხსნება. შემდეგ მიირთვით ჭამამდე 30 წუთით ადრე, თითო ს.კ. . თუ დისკომფორტი ან ტკივილი ისევ შეგაწუხებთ, დალიეთ მრავალძარღვას წვენი და მაშინვე გაგივლით.

გასტრიტი ბევრს აწუხებს, ამიტომ გთავაზობთ მისი მკურნალობის ხალხურ მეთოდს, მრავალძარღვას გამოყენებით.

წვენის მისაღებად, მოკრიფეთ მრავალძარღვა ღეროებიანად, ყვავილობის პერიოდში, გზებისგან შორს, კარგად გარეცხეთ ცივ, გამდინარე წყალში, დაფერთხეთ, დაალაგეთ ფოთლები სუფთა, თეთრ ქაღალდზე ან ზეწარზე გასაშრობად. 2-3 საათით გაანიავეთ ჩრდილში, გადააბრუნეთ 2-3-ჯერ. გამშრალი ფოთლები გაატარეთ ხორცსაკეპში, დაწურეთ წვენი მარლით და შეურიეთ თაფლს ან შაქარს(1ლ წვენზე 1 კგ შაქარი ან 0.7 ლ თაფლი). კარგად მოურიეთ ხის კოვზით ან ნიჩბით ემალირებულ ან შუშის ჭურჭელში. მასა ჩაასხით სუფთა სამლიტრიან ქილაში, კარგად დაახურეთ და დადგით ბნელ ადგილას. შეანჯღრიეთ დღეში ორჯერ. ორ კვირაში წამალი მზადაა,

მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭაამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსისთვის საჭიროა არანაკლებ 2 ლ სითხე. ამ პერიოდში გამორიცხეთ რაციონიდან შემწვარი, მარილიანი, შებოლილი საკვები, ძეხვეული, სიგარეტი და ალკოჰოლი. სრული გამოჯანმრთელების დროს, გაიმეორეთ კურსი მომდევნო წელსაც.

დაავადებული ფილტვებისა და ქრონიკული ხველის მკურნალობა ასე შეიძლება: 500 გ შაქარი, 400 გ მრავალძარღვას ფოთლები და 0.5 ლ წყალი შეურიეთ, დადგით ნელ ცეცხლზე, (ფოთლები მაქსიმალურად წვრილად უნდა იყოს დაჭრილი), თუშეთ მანამ, სანამ იგი ღია ყავისფერი არ გახდება. ჩაასხით მიღებული სითხე ქილაში, მიიღეთ 1 ს.კ. დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ოღონდ აუცილებლად მშიერ კუჭზე. წამალი ძალიან სასიამოვნოა გემოთი, ამიტომ მისი მიღება არ გაგიჭირდებათ.

უკუჩვენებები

უარი თქვით მრავალძარღვათი მკურნალობაზე, თუ მიდრეკილი ხართ თრომბების წარმოქმნისკენ. აღნიშნულია, რომ ამ მცენარის წვენი განსაკუთრებით ავიწროვებს სისხლძარღვებს. არასასურველია იგი მაღალი მჟავიანობის გასტრიტის დროსაც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს