ორქიდეებში ჩაფლული მამაკაცი გვიყვება, რომელი ქოთნები უნდა მოვიშოროთ, ფესვებმა რომ ისუნთქონ

123

როგორი ქოთნებია ორქიდეებისთვის ყველაზე ცუდი? მეყვავილეებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ ქოთანი ორი ფრაქციით ძალიან ცუდია. ის ჰაერის ვენტილაციას უშლის ხელს ქვემოდან, რაც კატეგორიულად არ შეიძლება მცენარისთვის. მართალია თუ არა ეს? მოდით, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ერთად გავერკვეთ.

როგორი ქოთანია ყველაზე ცუდი ორქიდეისთვის

ეს მოსაზრება სადავოა, რადგან აზრი ორად იყოფა. ორმაგმა ქოთანმა შეიძლება დააზიანოს მცენარე, მიზეზი კი ის არის, რომ თავისებური ფორმის გამო, ამ ქოთანში ფესვები არ მომარაგდება ჟანგბადით. ამიტომ ძირს და ქოთანს შორის უნდა გაკეთდეს დამატებითი ღრიჭო, რათა თავისუფლად მოხდეს ჟანგბადის ცირკულაცია.

ექსპერტების აზრი – ექსპერტები კი თვლიან, რომ ორქიდეას აფუჭებს არასწორი მოვლა და მორწყვა და აქ ქოთნის ფორმა არაფერ შუაშია. მაშინ რატომ ფიგურირებს აზრი ქოთნის ხარისხზე?ორქიდეები მშვენივრად ხარობენ და იზრდებიან დახურულ ქოთნებშიც. საკითხი უფრო გრუნტს ეხება. ქოთანი ნებისმიერი შეიძლება გამოიყენოთ. ორქიდეა შეგიძლიათ ჩარგოთ გრუნტის გარეშე, ოღონდ ეს უფრო იმ შემთხვევაში, თუ პატარა ნერგისთვის ფესვების გაზრდაა საჭირო.

სწორი მოვლა – ექსპერტები გვირჩევენ ყურადღება მივაქციოთ მორწყვის რაოდენობას და სიხშირეს. ფესვებმა უნდ მიიღონ საკმარისი წყალი, ხოლო დახურულ ქოთნებში ჰაერი კარგად იმოძრავებს, რადგან ორქიდეა თავს კარგად გრძნობს მსხვილ სუბსტრატში. მაგალითად, კერამზიტი, ნახშირი, ხის ქერქის ნატეხები…ორქიდეა კარგად ვითარდება დახურულ სისტემაშიც, ოღონდ პლასტიკატის ან შუშის ჭურჭელში. არ არის რეკომენდებული მუქი ქოთანი. ფესვებს სჭირდებათ საკმარისი მზის სინათლე. უპირატესობა შეაჩერეთ გამჭირვალე ქოთნებზე და აკონტროლეთ ტენიანობა ნიადაგზე. ტრადიციულად, მცენარის ზრდისთვის საჭირო მომენტები: მოვლა, გრუნტის შემადგენლობა, წყლის რაოდენობა.

რომელი ქოთანი ყველაზე ცუდი ორქიდეისთვის და არ უნდა გამოიყენოთ ის – როგორც ხედავთ, ქოთანს არ აქვს ისეთი მნიშვნელოვანი როლი. უფრო მნიშვნელოვანია, რა ყრია თავად ქოთანში. მთავარია, ფესვებს ქონდეთ სუნთქვის საშუალება, ამიტომ უნდა ეყაროს მხოლოდ ძალიან მსხვილი სუბსტრატი.
გისურვებთ ჯანსაღი ორქიდეების ყოლას და მის უხვ ყვავილობას. გაგვიზიარეთ თქვენი ყვავილების მოვლის საიდუმლო კომენტარებში, ჩვენი მკითხველისთვის ეს ძალიან საინტერესო იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს