მივიღოთ თუ არა უმაღლესი განათლება? ასე სვამს საკითხს ზოგიერთი თანამედროვე მოღვაწე და თვითონვე პასუხობენ ამ კითხვას. მათ ტონში ისმის კრიტიკა იმაზე, რომ ამ ეტაპზე უმაღლესი განათლების ღირებულება გადაფასებულია. რა უნდა ვთქვათ ამის შესახებ? მოდით, ჯერ გავერკვეთ მათ დასკვნებში, რასაც ისინი გვთავაზობენ. პაპარაცის რედაქციისთვის ცნობილია მოსაზრება, რომლის მიხედვით, უმაღლესზე შეგიძლია უარი თქვა, ოღონდ, ცოდნის მიღებაზე კი არა, იმ განათლებაზე, რომელიც შეიძლება ჩამორჩეს ტექნოლოგიურ სიახლეებს. პარადიგმების გამოწვევებში მაღალი კლასია სპეციალისტს მთელი ცხოვრება უწევს სწავლა და განვითარება.
მივიღოთ თუ არა უმაღლესი განათლება
ამერიკელი ბიზნესმენები საუბრობენ იმაზე, რომ თუ დაიანგარიშებთ განათლების საფასურს, მიხვდებით, რომ სტუდენტები ძალიან ბევრს იხდიან. კიდევ ერთი მომენტი – ყველა დარწმუნებულია, რომ აუცილებელია კლასიკური უმაღლესი განათლების მიღება, როგორც წარმატების ბეჭედი. თუ ჩადებ უამრავ თანხას უნივერსიტეტში და გაქვს დიპლომი – შენ უკვე მნიშვნელოვანი ხარ.ამას გარდა, ადამიანები მზად არიან აიღონ კრედიტები, ვალები, რათა მოიპოვონ ეს სასურველი საბუთი. პრინციპში ყველა ასე იქცევა, მაგრამ თუ დაფიქრდებით, აიღოთ კრედიტი, გადაიხადოთ სწავლის ფული, იმისათვის, რომ მიიღოთ უმაღლესი განათლების დიპლომი, ეს ნამდვილად სერიოზული სტრატეგიული შეცდომაა.სანამ უმაღლესში ჩააბარებთ, სცადეთ შეაფასოთ რაში მდგომარეობს ამ განათლების მიზანი. ზოგი იტყვის, რომ სტუდენტური წლები ადამიანებს უფრო მოაზროვნეებს და ნასწავლებს ხდიან. ნაწილ-ნაწილ, მაგრამ მაინც იღებ რაღაც ცოდნას, რომელიც მომავალში გამოგადგება.სხვები იტყვიან, რომ უნივერსიტეტი არჩევს ნიჭიერ ადამიანებს, ხოლო ყველა დანარჩენისთვის ეს შანსია გამოსცადონ საკუთარი მიზანმიმართულობა, დაგეგმვის უნარი, ნებისყოფა, რაზეც ძირითად ყურადღებას ამახვილებს დამსაქმებელი. და მაშინ ეს ფრთიანი გამონათქვამი რაღაა: “დაივიწყეთ ყველაფერი, რაც ინსტიტუტში ისწავლეთ.”?
მივიღოთ თუ არა უმაღლესი განათლება – თუ დაფიქრდებით, მიხვალთ დასკვნამდე, რომ თანამედროვე განათლება ძალიან გაძვირდა. მაგრამ ამაში არ უნდა ჩაიდოს საკუთარი მომავალი. დაამთავრეთ სკოლ და იმის მაგივრად, რომ დაიწყოთ ახალი ჰორიზონტების აღმოჩენა, დებ ფსონს უმაღლეს განათლებაზე და აძლევ უფლებას კიდევ 4 წელი შენს მაგივრად იფიქროს. და რა გამოდის? თანამედროვე სამყარო თავისი განვითარების ტემპის დამსახურებით, გვთავაზობს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულსაც. საოცარია სტატისტიკა. ის გვატყობინებს, რომ ოფისში მომუშავე სპეციალისტი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალო მშრომელი ან მშენებელი. ზოგი სპეციალობა კრიზისს განიცდის., რადგან უპირატესობა პრესტიჟულ ფაკულტეტებს ენიჭება. მეეჭვება, რომელიმე მშობელს უხაროდეს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ისევ თითონ რომ უწევს შვილის რჩენა. გზა ერთია – ყველგან ითხოვენ გამოცდილებას და ხარისხს, რომელიც ეხმარება ადამიანს სამუშაოს ორგანიზებაში. თქვენ გაქვთ დიპლომი? ძალიან კარგი!რა თქმა უნდა, არსებობს სპეციალობები, რომელსაც ვერ შეითვისებ სპეციფიკური ცოდნის გარეშე. ეს ეხება, მაგალითად მედიცინას. ადამიანი, რომელიც მიდის კლინიკაში, აუცილებლად უნდა დახვდეს იქ კვალიფიცირებული სპეციალისტი.
რედაქციისგან: რაც შეგვეხება, ჩვენ არ დავიწყებთ იმის ქადაგებას, რომ უმაღლესი განათლება არ გვჭირდება. ლოგიკა ასეთია: ახალგაზრდამ უნდა მოასწროს ფორმირება თავისი ზოგადი განათლების და გაიღრმავოს ცოდნა. თუ არ არის მოთხოვნა, თამამად მიყევით ცხოვრებას სიახლეების მისაღწევად, შეიძლება, სწავლა მართლაც მთელი ცხოვრება დაგჭირდეთ!
ალბათ იკითხავთ, როგორ უნდა გააკეთო ყველაფერი ეს პრაქტიკულად, რათა ბავშვმა შეძლოს საკუთარი პოტენციალის შეფასება? მოგვწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ამ საკითხზე.