კიტრის მარინადი ბულგარული წიწაკით, შეგიძლიათ წვნიანად მიირთვათ

1109

ჩვენი დიასახლისები სიამოვნებით ხუფავენ ზამთრისთვის კიტრს და წიწაკას. მაგრამ ყველამ არ იცის ჰარმონიულად როგორ შეუხამოს ერთმანეთს ეს ორი ერთ ქილაში. ამიტომ დღეს პაპარაცის რედაქცია გასწავლით როგორ გააკეთოთ კიტრის და წიწაკის მარინადი ისე, რომ რეზულტატი მთელს ოჯახს მოეწონოს.ასეთი შეხამება გამოდის ძალიან გემრიელი და პიკანტური, საუცხოო მარინადით. კიტრები ქილიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუტერბროდებში, სალათებში, მაგალითად, ოლივიეში. ხოლო მომზადების სიმარტივე ახარებს ყველა კულინარს.

კიტრის მარინადი ბულგარული წიწაკით

ინგრედიენტები

  • 2 კგ ახალი, პატარა კიტრი
  • 1 კგ ბულგარული წიწაკა
  •  2 ლ. წყალი
  • 1, 5-2 ს/კ შაქარი
  • 2 ს/კ მარილი
  • 200-250 მლ. ძმარი
  • 1,5-2 ს/კ ზეთი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში ჩაყარეთ კიტრები ძალიან ცივ წყალში. დაუმატეთ მწიკვი მარილი და დატოვეთ ასე რამდენიმე საათი.
  2. გაჭერით კიტრები სიგრძეზე თხელ ნაჭრებად, 5-7 მმ სისქეზე.
  3. კარგად გარეცხეთ ბულგარული წიწაკა, გაასუფთავეთ, მოაცილეთ ყუნწი და გული, შემდეგ დაჭერით წვრილ ზოლებად (1-2 სმ). აავსეთ ბოლომდე წინასწარ გასტერილებული ქილები კიტრით და ბულგარულით.
  4. რაც შეეხება, მარინადს, მის მოსამზადებლად უნდა აიღოთ განიერი ჭურჭელი, ჩაასხათ წყალი და გახსნათ შიგნით მარილი და შაქარი. შემდეგ დაუმატეთ ძმარი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ბოლოს ჩაასხით ზეთი და ადუღეთ რამდენიმე წუთი.
  5. ჩააასხით მარინადი ბოსტნეულიან ქილებში, დაახურეთ თავზე და დადგით 5-10 წუთი. ამის შემდეგ ჩადგით ქილები მდუღარე წყლიან ქვაბში გასასტერილებლად. დაიმახსოვრეთ, რომ ნახევარ ლიტრიან ქილებს ყოფნის 10-12 წუთი, ერთ ლიტრიანებს – 12-13 წუთი, ორლიტრიანებს – 15-20 წუთი. სტერილიზაციის შემდეგ ამოიღეთ ქილები, მოხუფეთ და დადგით ამობრუნებული. შეფუთეთ თბილად.

არ არის აუცილებელი ზამთარს დაელოდოთ იმისათვის, რომ გასინჯოთ ეს საოცრება. გახსენით და მიირთვით რამდენიმე დღეში, რათა დატკბეთ შედეგით. იმედი გვაქვს, ეს რეცეპტი გამოგადგებათ და მოამზადებთ ზამთრისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს