თუ ბოსტანში ცერეცოს ზრდით, აფთიაქში წასვლა არ დაგჭირდებათ. სამკურნალო ცერეცო მრავალი დაავადების საწინააღმდეგოდ

4717

ცერეცოს (დიდი კამა) სამკურნალო თვისებებს ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იყენებენ. თითოეული მკურნალი მას სხვადასხვა საყვარელი თვისებების გამო იყენებდა: ასკლეპიადი ჰიპოკრატესთან ერთად – როგორც შარდმდენი საშუალება; პლიუნის და დიოსკორიდი – როგორც თვალის საშუალება, ავიცენა მას ამოსახველებელი თვისების გამო აფასებდა.

დღეს ხალხურ მედიცინაში მეტეორიზმის, ხველის, უძილობის და მუცლის ტკივილის დროს სხვადასხვა ნაყენებში იყენებენ. განსაკუთრებით პოპულარულია მეძუძურე დედებში, რადგან რძის წარმოქმნას აუმჯობესებს.

ოფიციალურ მედიცინაში დიდი კამა გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

  • ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, ფილტვების ტუბერკულოზი;
  • შარდის ბუშტის ინფექცია, პილეონეფრიტი, ცისტიტი, შარდკენჭოვანი დაავადება;
  • გასტრიტი, ჰეპატიტი, კოლიტი, დისბაქტერიოზი;
  • სტენოკარდია, გულის იშემიური დაავადება, ვეგატატიურ-სისხლძარღვთა დისტონია;
  • ფარინგიტი, სტომატიტი;
  • ალკოჰოლით და ნიკოტინით მოწამვლა;
  • კანის დაავადება და მრავალი სხვა.

ცერეცოს სამკურნალო თვისებები

პლევრიტი

ცერეცო პლევრიტს განვითარების საშუალებას არ მისცემს. 1-2 ჩ/კ დაქუცმაცებულ მცენარის ნაყოფს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 2 საათში გადაწურეთ და 1 ს/კ ნაყენი ჭამამდე 2-4 საათით ადრე დალიეთ. ასე მთელი დღის განმავლობაში დალიეთ. მკურნალობის კურსი – 3-4 კვირა. ყოველდღიურად ახალი სამკურნალო საშუალება მოამზადეთ.

კენჭები ნაღვლის ბუშტში

ცერეცო ნაღვლკენჭოვან დაავადებას ებრძვის. 1 ჩ/კ ცერეცოს თესლს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, დააყენეთ, 2 საათით შეფუთეთ, გადაწურეთ და 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. შეგიძლიათ ფილტვების და სასუნთქი გზების დაავადების დროს ამოსახველებელ საშუალებად გამოიყენოთ.

ცერეცოს სადეზინფექციო თვისებები უდავოა. მისი თესლების ნახარში კონიუნქტივიტის, კანის ჩირქოვანი დაავადების დროს ძალიან ეფექტურია. ამ დაავადების დროს სახვევებს ხშირად იყენებენ.

დიდი კამის თესლი ხველას შესანიშნავად უმკლავდება. ასევე შესანიშნავი საშუალებაა კოლიკის დროს. მეძუძურე დედები მისი დახმარებით ლაქტაციას ზრდიან. ორსულობის ადრე ეტაპზე კამის თესლმა შეიძლება მენსტრუაცია გამოიწვიოს.

ქრონიკული ფარინგიტი

1 ს/კ ცერეცოს ნაყოფი კარგად დააქუცმაცეთ და 2 ს/კ მუხის ქერი, სალბის ფოთლები, მარწყვა-ბალახის და ტუხტის ფესვები დაუმატეთ. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 40 წუთით თავდახურულ ჭურჭელში დააყენეთ, გადაწურეთ. ამის შემდეგ 40 წვეთი ნაყენი 20 %-იან პროპოლისის ხსნარში გახსენით და ამ საშუალებით ყელი გამოივლეთ.

ცერეცოს თესლის წყლის ნაყენი საჭმლის მონელებას აუმჯობესებს. გამწმენდ პროცედურებში და კუჭ-ნაწლავის დაავადების დროს გამოიყენება როგორც მსუბუქი საფაღარათო საშუალება, მუცლის შებერილობის დროს როგორც გაზების გამომყვანი საშუალება, ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს როგორც ამოსახველებელი საშუალება, თირკმლებსა და ნაღვლის ბუშტში კენჭების დროს ცერეცოს თესლი კენჭების დარბილებას და გამოდევნას ხელს უწყობს.

ყაბზობა

60 გრ ხეჭრელის ქერქი, 20 გრ ძირტკბილას ფესვები, 10 გრ ანისულის თესლი და კამის ნაყოფი აურიეთ, 1 ლ წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 10-15 წუთით დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. ½ – ¼ ჭიქა ნაყენი დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ განავლის დასარეგულირებლად დალიეთ.

შეკრულობის დროს ინფუზიაც დაგეხმარებათ. 10 გრ ანისულის თესლი, 20 გრ ხეჭრელის ქერქი, შავი მოცვის ყვავილები და ცერეცოს ნაყოფი დააქუცმაცეთ და აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 10-15 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და სადილის შემდეგ დალიეთ. ნაყენის მიღება ვახშმის შემდეგ გააგრძელეთ.

ყაბზობის დროს 10 გრ ხეჭრელის ქერქი, 20 გრ ცერეცოს ნაყოფი, 30 გრ ძირტკბილას ფესვები და ხეშავის ნაყოფი აურიეთ, 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, 10 წუთით დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ და 1 ჭიქა ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დალიეთ.

კამის წყალი ჩვილ ბავშვებში მუცლის შებერილობას და მტკივნეულ შეგრძნებას გააქრობს.

ცერეცოს ეთერზეთი თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე

ეთერზეთი ორგანიზმის წიდებისა და ტოქსინებისგან გაწმენდის დროს გამოიყენება. განსაკუთრებით პოპულარულია ჭამისა და ალკოჰოლის მოყვარულებში. მსუბუქი საფაღარათო და შარდმდენი თვისებების წყალობით საჭმლის მომნელებელ სისტემას აუმჯობესებს, ყაბზობას, მეტეორიზმს და გულისრევას მოგაშორებთ.

კლიმაქსის პერიოდში ცერეცოს ზეთი საკუთარი ესტროგენის წარმოებას სტიმულირებს. ლაქტაციას ზრდის.

დიდ კამას სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს. ცერეცოს ეთერზეთის შემცველი წყლით შენობების გაწმენდა ატმოსფეროში სოკოს რაოდენობას 5-ჯერ ამცირებს.

დიდი კამას ეთერზეთი ღვიძლის ტოქსიკური დაინფიცირების დროს მდგომარეობას ამსუბუქებს, რადგან ჰეტატო-დამცველი ეფექტი აქვს. ბევრი ადამიანი ზეთის მოხმარების დროს მადის მომატებას აღნიშნავს. ზეთი ბრონქების და საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების მუშაობას სტიმულირებს. კოსმეტიკური მიზნით კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს