“წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, არ ვახალგაზრდავდებით. მე უკვე დავრწმუნდი ამაში, ჩემი ჯანმრთელობის ხარჯზე და მივხვდი, რომ უნდა ვიფიქრო ჩემი ოჯახის მომავალზე. მყავს ორი შვილი, რძალი და შვილიშვილი. ყველანი ცხოვრობენ ჩემთან ერთად. ისინი ვერც წარმოიდგენენ, რომ ბოლო დროს სულ ვფიქრობ, როგორ გავყო მემკვიდრეობა შვილებს შორის სწორად.” – გვწერს პაპარაცის ერთგული მკითხველი.
როგორ გავყოთ მემკვიდრეობა შვილებს შორის
4 ადამიანი ერთ ბინაში – მოკლედ, მყავს ქალიშვილი და ვაჟი. ვაჟი დაქორწინებულია, ხოლო ქალიშვილი კარიერით არის დაკავებული და 33 წლის ასაკში ჯერ ოჯახი არ შეუქმნია.ოჯახს მხოლოდ მე და ქალიშვილი ვარჩენთ. ვაჟი დიდი ხანია უკვე უმუშევარია, რძალი კი ბავშვების მოვლით არის დაკავებულ. ხანდახან მძახლები ჩამოდიან ხოლმე ბავშვების სანახავად. მათთან ურთიერთობა მე და ჩემს ქალიშვილს არ აგვეწყო.
კონფლიქტი რძლის ოჯახთან – საქმე იმაშია, რომ 33 წლის ასაკში გაუთხოვრად ყოფნა მათთვის საკვირველი საქმეა და ყოველ წუთში ახსენებენ, რომ “უნდა გათხოვდეს”. არ აქვს მნიშვნელობა სად და როდის – დღესასწაულებზე, სტუმრების წინაშე… უკვე ორი წელია ამ კითხვით თავს გვაბეზრებენ და არ ვიცით როგორ გავაჩუმოთ. ნუთუ შეიძლება აწყენინო ადამიანს ოჯახური სტატუსის გამო? ნ იქნებ საქმე სხვა რამეშია?მეშინია, რომ ერთ დღესაც, მე რომ აღარ ვიქნები, ჩემი ქალიშვილი არ გაასახლონ ბინიდან. ძმა არასდროს არ უდგას დას გვერდით, ბინა კი ჭირდებათ…
როგორ გავყოთ მემკვიდრეობა შვილებს შორის – მე დიდხანს ვფიქრობდი, რა უნდა მექნა ბინისთვის და გადავწყვიტე, რომ მთლიანად ქალიშვილს დავუტოვებ. ვაჟი კი ადგეს და თავად მოიწყოს თავისი ბუდე, იშოვოს სამსახური და მიხედოს ოჯახს.მინდა, დარწმუნებული ვიყო, რომ მე რომ რამე მომივიდეს, ჩემს შვილს არავინ დატოვებს გარეთ, თითონ კი ვიცი, რომ ძმას არ გააგდებს და დაეხმარება ახალი სახლის მოწყობაში. იმედი მაქვს, სწორად ვიქცევი
დასკვნა: სწორია ბინის დატოვება იმ შვილისთვის, რომელსაც მეტი ბავშვი ყავს? როგორ აღვკვეთოთ შეურაცხმყოფელი რეპლიკები ნათესავებისგან? უნდა ავიტანოთ თუ არა მსგავსი დამოკიდებულება? გაგვიზიარეთ კომენტარებში.