არ ვხარჯავ ზედმეტ ფულს, ვალაგებ ყველაფერს სოდით, ვაშორებ ნადებს და ცუდ სუნს ოთახში

996

სოდა უკვე კარგა ხანია, არის საშუალება, რომელიც სპატიო ადგილას მიდევს. მას ვიყენებ გასარეცხად, გასაწმენდად, ლაქების ამოსაყვანად, უსიამოვნო სუნის გასაქრობად. ეს არის ბიუჯეტური საშუალება, რომელიც მავნე და ძვირიანი ქიმიური საშუალებების მაგივრად წესრიგს ამყარებს ყველგან.

სოდის გამოყენება

  • რბილი ავეჯის გაწმენდა – მატრასები და რბილი ავეჯი რთული გასაწმენდია, მაგრამ აუცილებელი. რბილი ავეჯი იგროვებს მტვერს, ჩნდება მტვრის ტკიპები. იმისათვის, რომ გააახლოთ თქვენი ნივთები, მოაყარეთ სოდა დივანს, სავარძლებს, მატრასს. ის შეიწოვს მტვერს და უსიამოვნო სუნს. რამდენიმე საათის შემდეგ აიღეთ მტვერსასრუტით. კარგად უმკლავდება ცხოველებისგან დატოვებულ ლაქებს – წაუსვით სარეცხი საპონი “დანაშაულის” ადგილს და დააყარეთ სოდა. ცოტა ხანში მტვერსასრუტით გაწმინდეთ. ამ მეთოდით შეიძლება ხალიჩების გაწმენდაც.
  • ლაქების საწინააღმდეგო საშუალება – სოდით შეგიძლიათ გაწმინდოთ სამზარეულოს ნებისმიერი ზედაპირი. ის კარგად აშორებს ყვავილების ქოთნების, მელნის, ცხიმის ლაქებს. მოამზადეთ ფაფისებრი მასა სოდისგან და წყლისგან, წაუსვით ზედაპირს და გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ გაწმინდეთ სველი ტილოთი.
  • პროდუქტების და ჭურჭლის რეცხვა – სოდა აწკრიალებს ჭურჭელს ცივი წყლითაც კი. შეიძლება მისი გამოყენება ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც, აშორებს ნადებს ჩაიდანში. კარგია თუ სოდიანი წყლით გარეცხავთ ხილს და ბოსტნეულს. ის ბოლომდე აშორებს ქიმიურ საშუალებებს, რომლთაც მუშავდება პროდუქტები.
  • სარეცხი – სოდის გამოყენებით ქრება ტანსაცმლიდან ოფლის სუნი და ლაქები. ამისათვის გააკეთეთ 200 გრ. სოდის და თბილი წყლის ნაზავი, დაასველეთ ლაქებიანი ტანსაცმელი და დატოვეთ მთელი ღამე. ეს მეთოდი არ არის სწრაფი, მაგრამ ეფექტურია. ცხიმის ლაქებს დაასხით ჭურჭლის სარეცხი ჟელე და დააყარეთ სოდა. 15 წუთის შემდეგ გარეცხეთ. სარეცხიდან უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად, დაუმატეთ სარეცხ ფხვნილს 1 ს/კ სოდა.
  • სარეცხი მანქანის გაწმენდა – სარეცხ მანქანასაც ჭირდება გარეცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუჩნდება უსიამოვნო სუნი და ობი. ჩაყარეთ 200 გრ. სოდა, შეაგდეთ სუფთა პირსახოცი და ჩართეთ რეცხვის რეჟიმი მაღალ ტემპერატურაზე. სოდა მოაშორებს უსიამოვნო სუნს და ბაქტერიებს.
  • აბაზანა – სოდა საუკეთესოდ წმენდს კაფელს და კერამიკულ ზედაპირებს. ადეზინფიცირებს მათ და აშორებს ობს. ის ალაპლაპებს აბაზანის ნიჟარას, უნიტაზს, კაფელის კედლებს, იატაკს. ობის ამოსაყვანად წაუსვით ზედ და დატოვეთ 30 წუთი. შემდეგ გახეხეთ ჯაგრისით და გაწმინდეთ.
  • სავარცხლების გაწმენდა – სავარცხელზე ხშირად გროვდება მტვერი და თავის კანის ცხიმი, მრავლდება ბაქტერიები. ამიტომ ჭირდება ხოლმე საგულდაგულო გასუფთავება. დააყარეთ სავარცხელს სოდა და დატოვეთ 20 წუთი, შემდეგ გარეცხეთ გამდინარე თბილი წყლით.
  • სოდა მცენარეებისთვის – იმისათვის, რომ თქვენმა ყვავილების თაიგულმა ლარნაკში დიდხანს გაძლოს, ჩაუმატეთ წყალში 1 ჩ/კ სოდა. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სასუქის სახით ბოსტანში. ის დაიცავს თქვენს ნარგავებს პარაზიტებისგან. ჭიანჭველების საწინააღმდეგოდ აურიეთ სოდა და მარილი 1:1 და მოაყარეთ იქ, სადაც გაჩნდებიან.
  • სუფთა ცხოველები – ცხოველების დასაბანად არ არის აუცილებელი მათი აბაზანაში ჩასმა. კატების მოყვარულებმა იციან ამ რთული პროცედურის შესახებ. გასწავლით ერთ კარგ ხერხს: აიღეთ 500 მლ. წყალი, 2 ს/კ სოდა და მიასხურეთ თქვენს ცხოველს ბეწვზე, მოარიდეთ თვალებს და პირს. შემდეგ კარგად დავარცხნეთ . ამ პროცედურის შემდეგ თქვენს ფისოს გაუქრება უსიამოვნო სუნი და იქნება სუფთა ყველანაირი სტრესის გარეშე.
  • სილამაზისთვის – სოდა საუკეთესო შინაური საშუალებაა სახეზე შავ წერტილებთან საბრძოლველად. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ტანის სკრაბადაც კვირაში ერთხელ. აქვს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება და რეგულარული გამოყენების შედეგად შეგიმცირდებათ პიგმენტური ლაქები და გამონაყარიც.

სოდა – შეუცვლელი საშუალებაა სახლის დასასუფთავებლად და ტავის მოსავლელად, მაგრამ უნდა გამოიყენოთ სწორად. თქვენ როგორ იყენებთ მას?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს