მარტივი ხერხი ბროწეულის კურკიდან გასაზრდელად

908

სინამდვილეში, მცენარეების უმეტესობის გახარება ძალიან იოლია. დღეს ჩვენ მოვამზადეთ მარტივი ინსტრუქცია, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ ბროწეულის გახარებას შინაურ პირობებში. ცნობილია, რომ ამ მცენარეს სახლში დადებითი აურა შემოაქვს. აუცილებლად უნდა მოსინჯოთ!

როგორ გავახაროთ ბროწეული ფანჯრის რაფაზე

1. გაფცქვენით მწიფე ბროწეული. მიირთვით მარცვლები, კურკები კი დატოვეთ. ლარგად გარეცხეთ და გააშრეთ დღე-ღამის განმავლობაში.

2. შემდეგ ჩაალბეთ ოთახის ტემპერატურის წყალში 48 საათის განმავლობაში. დაახლოებით ყოველ 12 საათში წყალი უნდა გამოცვალოთ.

3. ყვავილის ოთანში ჩაყარეთ ქვიშისა და ტორფის ნარევი პროპორციებით 1:1

4. მორწყით გრუნტი, ჩარგეთ კურკები 2 სანტიმეტრის სიღრმეში. დააფარეთ ცელოფანი. ნუ დაგავიწყდებათ საფარის ახდა დღეში 15 წუთით მაინც, ყოელდღე.

5. როდესაც ნიადაგი გაშრება, დაატენიანეთ. მცენარემ საკმარისი რაოდენობით სინათლე უნდა მიიღოს.

6.  მცენარე პირველ ფესვებს უკვე ერთ კვირაში გაიდგამს. მაგრამ ხდება ისეც, რომ მივიწყებული კურკა ნახევარ წელიწადში ხარობს.

7. პირველი ყლორტების გაჩენის შემდეგ, გადარგით მცენარე უფრო დიდ ქოთანში, ჩაყარეთ უნივერსალური გრუნტი.

ბროწეული 9 თვეში აყვავდება. კიდევ 3 თვის შემდეგ კი პირველ ნაყოფს მოისხამს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს