ყოველ თვე ფულს ვაძლევ ხოლმე მშობლებს, მიუხედავად იმისა, რომ დახმარებას არ მთხოვენ. უბრალოდ, ვთვლი, რომ მათთვის ეს ზედმეტი ნამდვილად არ იქნება. ვიცი, რომ ყველა არ იზიარებს ჩემს შეხედულებას, ამიტომ დღეს პაპარაცის ამ სტატიაში ვიმსჯელოთ, ღირს თუ არა დავეხმაროთ მშობლებს.
ფინანსური მხარდაჭერა მშობლებს
“მშობლები თუ გთხოვენ ფულს, რა უნდა ქნათ? მისცემთ – მოაკლებთ თქვენს ოჯახს, არ მისცემთ – თავს უმადურ შვილად იგრძნობთ – გისაყვედურებენ – ჩენ გაგზარდეთ, ყველაფერი მოგეცით, შენ კი წყალსაც არ მოგვაწვდიო. როდესაც გაქვთ არჩევანი მიცემა-არმიცემას შორის, ყოველთვის რთულია გადაწყვეტილების მიღება. რატომ ხდება ასე და რა შეიძლება რომ გააკეთოთ? უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ოჯახში ურთიერთობები სხვადასხვაგვარად ეწყობა. ბევრო რამე დამოკიდებულია მატერიალურ მდგომარეობასა და ერთმანეთთან კონტაქტის უნარზე. არაერთი ისტორია არსებობს იმაზე, რომ უკვე ზრდასრული შვილები ისევ მშობლების კისერზე სხედან.ისინი რატომღაც დარწმუნებულნი არიან, რომ მშობელი ვალდებულია მთელი ცხოვრება არჩინოს.არის შემთხვევები, როცა ყველაფერი პირიქითაა. მშობლებს აქვთ ზეწოლა შვილებზე და ითხოვენ დახმარებას. ხოლო თუ შვილი ვერაფერს გაუკეთებს, მაშინვე უმადური ხდება.
კონტაქტი მშობლებთან – გასაგებია, რომ ზემოთ მოყვანილი ორივე მაგალითი უკიდურესი შემთხვევაა, მაგრამ სამწუხაროდ, ორივე რეალობიდან არის აღებული. პირველ შემთხვევაში მშობლები ზედმეტად ათამამებდნენ შვილს, ხოლო მეორე შემთხვევაში დედაც და მამაც მშობლის როლიდან საკმაოდ შორს არის. უსაყვედურო საკუთარ შვილს და დაავალდებულო მთელი ცხოვრება, არ არის ღირსეული საქციელი. ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან ჰარმონიულ და მშვიდ გარემოში, ძალიან ცოტაა. გაცილებით მეტია ისეთები, სადაც პატივისცემასა და სიყვარულზე საერთოდ არ საუბრობენ. იდეალურ სამყაროში მშობლებს და შვილებს ესმით ერთმანეთის. მათ არ ჭირდებათ ლოდინი, როდის დაუძახებენ დასახმარებლად. ისინი თავად სთავაზობენ ხოლმე თანადგომას, რადგან ყოველთვის გრძნობენ, რომ მათ ახლობელს რაღაც რიგზე ვერ აქვს.ჩვენი რეალობა შორს არის იდეალურისგან. ამიტომ რაც არ უნდა დიდები გახდნენ შვილები ასაკით, უნდა ისწავლონ მშობლებთან სწორი ურთიერთობა მთელი ცხოვრების მანძილზე და იგივე უნდა გააკეთოს მშობელმაც. არაფერია ცუდი იმაში, რომ შვილს მატერიალური დახმარება სთხოვოს მშობელმა. ცუდია, როდესაც ეს ზეწოლის შედეგად ხდება. სხვისი საზღვრების უპატივცემულობა არ შეიძლება და არ აქვს მნიშვნელობა ეს არის თანამშრომელი, ქმარი თუ ღვიძლი დედა.მე ფულს ვაძლევ მშობლებს მოვალეობის გრძნობის გამო. ჩემს შემთხვევაში ეს სიყვარულის და პატივისცემის გამოხატულებაა, რადგან ემოციების სიტყვებით გამოხატვა ძალიან მიჭირს.
თქვენ რას ფიქრობთ ამს საკითხზე? ეხმარებით ხოლმე მშობლებს მატერიალურად და რატომ? გაგვიზიარეთ კომენტარებში