დღეს „პაპარაცი“ ნაძვის ხის და ფიჭვის წიწვების სამკურნალო თვისებებზე გიამბობთ.
ფიჭვის კვირტებიდან შეგიძლიათ გემრიელი საშუალება მოამზადოთ, რომელიც სურდოს, ბრონქიტის, ხველის, ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზის და ფილტვების ანთების განკურნებაში დაგეხმარებათ. ახალ მოკრეფილი კვირტები გამდინარე წყალში გარეცხეთ. ემალის ქვაბი ცივი წყლით აავსეთ ისე, რომ ნედლი პროდუქტი ზემოდან 1-1,5 სმ-ით დაიფაროს. ადუღებამდე მიიყვანეთ და თავდახურული დაბალ ცეცხლზე 20 წუთით ხარშეთ. ამის შემდეგ ერთი დღით დააყენეთ, მეორე ემალის ქვაბში გადაწურეთ. 1 ლ ნახარშს 1 კგ შაქარი დაუმატეთ, კვლავ ადუღებამდე მიიყვანეთ, ქაფი მოაშორეთ და მინიმუმ ნახევარი საათით ხარშეთ. ბოლოს ნახარში წითელ ჟოლოსფერს მიიღებს. ჯერ კიდევ ცხელი მინის ქილებში გადაანაწილეთ და პოლიეთილენის თავსახური დაახურეთ. ფიჭვის თაფლი ოთახის ტემპერატურაზე დიდი ხნით ინახება. ზემოთ აღნიშნული დაავადების დროს 1 ს/კ თაფლი დღეში 3-ჯერ დალიეთ მანამ, სანამ მდგომარეობის გაუმჯობესებას არ იგრძნობთ. თაფლს შეგიძლიათ ცხელი ჩაი ან რძე დააყოლოთ.
ნაძვის ხის წიწვის წვენი წარმოუდგენლად სასარგებლოა. ახალგაზრდა კვირტები საღამოს ცივ წყალში კარგად გარეცხეთ, გააშრეთ, პირსახოცზე დააწყვეთ, შემდეგ მინის ქილებში წიწვები ჩააწყვეთ, ზემოდან ამავე სიმაღლის შაქრის ფენა მოაყარეთ და ასე ფენებად ქილა აავსეთ. ბოლო ფენა შაქრის უნდა იყოს. ღამით დააყენეთ, დილით კი ხის კოვზით აურიეთ, ქილა სუფთა სელის ქსოვილით შეკარით, ფანჯრის რაფაზე შემოდეთ და 10 დღე მზეზე გააჩერეთ. ამ დროში წიწვები ზემოთ ამოვა, ხოლო წვენი ქვემოთ დაილექება. მე-11 დღეს მინის ბოთლებში გადაასხით, კარგად შეფუთეთ და მაცივრის კარზე შეინახეთ. აუცილებლობის შემთხვევაში წიწვის წვენი 2 ს/კ (ბავშვებისთვის 1 ს/კ) დილით, უზმოზე დალიეთ. ამ წვენით შესანიშნავად მკურნალობენ პოდაგრას, ბრონქულ ასთმას, ტუბერკულოზს, ფილტვების ანთებას, ბრონქიტს, ტრაქეიტს. ის სისხლძარღვებს და გულის კუნთებს აძლიერებს, იმუნიტეტს ზრდის და თირკმლებიდან კენჭების გამოდევნას ხელს უწყობს.
წიწვოვანი ნახარშით სავსე აბაზანა რეგულარულად მიიღეთ და დალიეთ, როგორც ჩაი. ახალი წიწვის ნაყენი ორგანიზმს წიდების, მარილებისა და რადიონუკლიდებისგან წმენდს. შარდის გაწმენდა ნიშნავს, რომ ორგანიზმი სრულად გაიწმინდა.
იმუნიტეტის გასაძლიერებლად 2 ს/კ გარეცხილ, დაქუცმაცებულ ფიჭვის ან ნაძვის წიწვს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 5 წუთით დაბალ ცეცხლზე ადუღეთ, 15 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. 30 წვეთი ნახარში 1 ს/კ თბილ, ანადუღარ წყალში გახსენით და დღეში 3-ჯერ დალიეთ.
იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ძალების აღსადგენად და ქრონიკული დაღლილობის მოსაშორებლად 5 ს/კ წიწვი, 2 ს/კ ასკილის ნაყოფი და ხახვის ფურცლები დააქუცმაცეთ და აურიეთ. 1 ლ წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, 10 წუთით დაბალ ცეცხლზე ხარშეთ, შეფუთეთ და 7 საათით დააყენეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ.
ბრონქიტი უკან დაიხევს, თუ 1 ს/კ ნაძვის წიწვებს 1 ჭიქა მდუღარე წყალს დაასხამთ, 10 წუთით აადუღებთ, შემდეგ 10 წუთით დააყენებთ, გადაწურავთ, 1 ჩ/კ თაფლში გახსნით და ყლუპებით მთელი დღის განმავლობაში დალევთ.
ავიტამინოზის დროს 1 ს/კ დაქუცმაცებულ ფიჭვის წიწვს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 15 წუთით დააყენეთ და როგორც ჩაი კვების მიღებებს შორის დალიეთ.
ნებისმიერი სურდოს განკურნებას წიწვოვანი პასტით შეძლებთ. ნაძვის ან ფიჭვის წიწვები ღეროს მოაშორეთ, ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ. ყოველ მიღებულ 100 გრ მასას 1-2 ს/კ თაფლი დაუმატეთ, კარგად აურიეთ. შემდეგ ამ პასტით ინჰალაცია და მკერდზე კომპრესები რეგულარულად გაიკეთეთ. ნახევარ ლიტრიან ქილაში ჩაასხით და მაცივრის ქვედა თაროზე შეინახეთ.
ფიჭვის წიწვების, ღეროების და გირჩებისგან გაჯერებული ნახარში გამოდის, რომელიც აბაზანას უნდა დაუმატოთ. ის უძილობას დაამარცხებს, კანს გაწმენდს და სახსრების ტკივილს მოგაშორებთ. სასურველია ასეთი აბაზანა კვირაში 2-3-ჯერ, 1 თვის განმავლობაში მიიღოთ.
კანის გასაწმენდად 2 ს/კ ნაძვის ხის წიწვს 200 მლ არაყი დაასხით, 1 კვირა ბნელ ადგილას დააყენეთ, გადაწურეთ. ნაყენი მდუღარე წყალში გახსენით და დაბანის ნაცვლად სახე ამ ხსნარით გაიწმინდეთ. კანის ზედაპირის გაჯანსაღებას თვითნაკეთი ტონიკით შეძლებთ. 1 ს/კ დაქუცმაცებულ წიწვს თერმოსში 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 2 საათით დააყენეთ, გადაწურეთ, 4-5 ს/კ ზეითუნის ზეთი და 1 წვეთი ვარდის ეთერზეთი დაასხით, კარგად აურიეთ, შემდეგ სხეულზე შეიზილეთ.