შარშანდელი ზამთრის ნივრით კმაყოფილი ვარ, ვთესავ აგვისტოში

182

მებოსტნეებმა თითქმის ყველა საიდუმლო იციან სასარგებლო ბოსტნეულის მოსაყვანად მაგრამ ხშირად დაობენ, როცა საუბარი ეხება კითხვას: როდის დავრგოთ ზამთრის ნიორი? აქ აზრები იყოფა და ამისთვის არსებობს თავისი მიზეზები. ზამთრის ნივრის დარგვას შემოდგომაზე თავისი უპირატესობები ააქვს.ადამიანები ცხოვრობენ სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილში. შესაბამისად, მათ აქვთ ჰაერის სხვადასხვა ტემპერატურა, მიწა, ნიადაგის მოსავლიანობა და თესლის ხარისხი. ზოგიერთი ჯიუტად ამტკიცებს, რომ ნიორი იზრდება მხოლოდ აგვისტოში ან ივლისში. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში შევეცდებით ვისაუბროთ მითებზე და ნათელი მოვფინოთ სიტუაციას.

ზამთრის ნივრის დარგვა შემოდგომაზე

რაშია განსხვავება – არსებობს ნივრის ორი სახეობა ზამთრის და გაზაფხულის. ზაფხულის ნიორი ითესება ადრეულ გაზაფხულზე, ხოლო ზამთრის – შემოდგომაზე. ეს ორი სახეობა ერთმანეთისგან ვიზუალურადაც განსხვავდება. მაგალითად, გაზაფხულის ნიორს აქვს პატარა კბილები და უფრო მძაფრი გემო. ზამთრის ნიორი იზრდება უფრო დიდი და აქვს მიწისზედა წვეროები. ის ძალიან სასარგებლოა და მასზე მოგიყვებით. მწვანე წანაზარდიანი ნიორი შეგიძლიათ გაამრავლოთ, არა მარტო კბილით არამედ თავად წვეროებით. ეს ძალიან მოსახერხებელია, თუ ნიორი ასაკის მომატებასთან ერთად “იპარება”, ხოლო სხვა ჯიშის ყიდვა არ გინდათ.ამას გარდა, ნივრის წვერებით შეგიძლიათ გემრიელი ვახშამი მოამზადოთ მათ ჭრიან საშუალო სიგრძეზე და წვავენ ტაფაზე.ასევე შეგიძლიათ შეწვათ ბანალურად და მოასხათ კვერცხი. გამოვა შეუდარებელი ომლეტი. თუ ნივრის მწვანე ნაწილს დააბლენდერებთ, დაამატებთ ცოტა ზეთს და მარილს მიიღებთ უგემრიელესს სოუსს რომელიც ძალიან უხდება ხორცსა და თევზს.ასევე შეგიძლიათ ნივრის ბოლოები დაამარინადოთ, გაყინოთ, ზამთრისთვის, ან მოამზადოთ პომიდორთან, სოიოს სოუსთან და ხორცთან ერთად.

დათესვა აგვისტოში – რატომ თესავს ზოგიერთი მებაღე ნიორს აგვისტოში? ამისთვის არსებობს რამდენიმე მიზეზი:

  1. აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის დასაწყისში დათესვის დროს კარგი ამინდებია და გაქვთ ბევრი თავისუფალი დრო. ზამთრის ნიორი არსად დაიკარგება.
  2. ამოვა თუ არ ამოვა, აი თურმე რაშია საქმე. თუ თბილი ამინდები დიდხანს გაგრძელდება, ამოვა და ნივრის ნაზი ფესვები მომავალში გაიყინება.
  3. თუ ნიორი მაინც ამოვა, ის კარგ საფუძველს შექმნის მომავალი თესლისთვის.
  4. მსხვილი ღერო და ძლიერი წანაზარდები პირდაპირ კავშირშია კარგ, ძლიერ, უხვ მოსავალთან

რატომ ჯობია გვიან დათესვა – დარგვამდე უნდა დააცალკევოთ ნივრის კბილები, აარჩიოთ მათ შორის ყველაზე მსხვილები. შედეგად, მოსავალი უფრო ხარისხიანი იქნება. ყურადღება მიაქციეთ ნივრის ძირს და ძირზე ფირფიტას, რომელიც ხელს უშლის ფესვების გამოსვლას. დარგვამდე ის აუცილებლად მოაცილეთ.ნიორი უნდა ჩარგოთ ნეიტრალურ გრუნტზე, რომელიც გაჯერებული იქნება ჟანგბადით. დარგვამდე მიწა მინიმუმ ერთი თვის დასვენებული უნდა იყოს. მცენარისთვის კარგი წინაპარია გოგრისებრი და პარკოსანი მცენარეები.დასარგავად იდეალური დროა სექტემბრის ბოლოდან, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. არსებობს ნივრის დათესვის 3 წესი, რომელიც საუკეთესო შედეგს იძლევა და ადგილის ეკონომიას აკეთებს

  1. კლასიკური მეთოდი. ნიორს რგავენ რიგებად, 25 სმ დაშორებით. კბილებს რგავენ 4 სმ. სიღრმეზე 14 სმ დაშორებით. არ დატკეპნოთ ძალიან, რადგან უყვართ სასუქი. მულჩირებას უკეთებენ ნაკელით და კომპოსტით.
  2. ეს უფრო რთული მეთოდია. ვაკეთებთ ღრმა ორმოებს, დაახლოებით 14 სმ. ვდებთ ნიორს, შემდეგ 7 სმ. ვაყრით მიწას და იმავე ორმოში ვამატებთ მეორეს. ეს მეთოდი კარგ ეკონომიას უკეთებს ადგილს და მოგცემთ უხვ მოსავალს პატარა ადგილზეც.
  3.  ნივრის დარგვა შეიძლება ასევე შახმატის პრინციპით. დაშორებები იგივეა ოღონდ რიგებად კი არ ვანაწილებთ, არამედ როგორც გურებს აწყობენ. ცოტა რთულია, მაგრამ სამაგიეროდ არნახულ მოსავალს მიიღებთ.

პანდემიამდეც ზამთარში ნიორი ყოველთვის ძვირი ღირდა. საკვების გარდა, მას უამრავ ხალხურ საშუალებებში იყენებენ სამკურნალოდ. წარმატებას გისურვებთ, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს