არ შეიძლება სველი ზეწრების გაშრობა ოთახში, იცოდით რატომ?

1776

თბილ ამინდებში ჩვენ ვრეცხავთ და გარეცხილ სარეცხს ჰაერზე ვაშრობთ. ზაფხულში ყველაფერი რამდენიმე საათში შრება, მაგრამ ცივ სეზონზე სახლში გაშრობა გვიწევს რადიატორებზე ან საშრობზე. ამას აქვს გარკვეული დადებითი და უარყოფითი მხარეები. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.სახლში სარეცხის გაშრობა გამოუვალი მდგომარეობის გამო ხდება. ზამთარში ნივთები გარეთ არ გაშრება, ზოგჯერ კი ზაფხულში, წვიმიან ამინდშიც პრობლემაა მათი გარეთ გაფენა.

გარეცხილი სარეცხი

ადრე არავინ ფიქრობდა იმაზე, სად გაეშროთ ნივთები. სარეცხს ფენდნენ გაზქურის თავზე, აბაზანაში ან ოთახში. ბოლო მეცნიერული კვლევებით დადგინდა, რომ ეს არის სწორი. ზოგიერთი ფიქრობს, რომ სახლში ნივთები მალე შრება, იმატებს ტენიანობა ოთახში. გათბობის სეზონზე ხომ გამომშრალია სახლის ჰაერი.სანიტარული ნორმების თანახმად, ჰაერის ტენიანობა შენობაში არ უნდა აღემატებოდეს 60%, ხოლო ზაფხულში 45%. თუ ტენიანობის მაჩვენებელი მაღალია, არსებობს სოკოვანი მიკროორგანიზმების წარმოქმნის, შენობის დანესტიანების რისკი.ამას გარდა, ჩვენ ვიყენებთ სარეცხ ფხვნილს და სახვა საშუალებებს, რომლებიც რჩება ქსოვილზე. შედეგად, სარეცხის გაშრობასთან ერთად ოთახში ვრცელდება ფხვნილის სუნი და ქიმიკატების ნარჩენები. ის აღიზიანებს სასუნთქ გზებს და შეიძლება გახდეს ალერგიული რეაქციების მიზეზი. სარეცხი ფხვნილის მიკრონაწილაკები პირიდან და ცხვირიდან ხვდება ადამიანის და ცხოველის ორგანიზმში. ამის ფონზე შეიძლება განვითარდეს დერმატიტი.ტექნიკის არასწორი მოვლის შედეგად სარეცხ მანქანაში შეიძლება გაჩნდეს ობი. ის შემდეგ ხვდება გასარეცხ ნივთებზე. თუ ამ ნივთებს გავაშრობთ ოთახში, დადგება დამახასიათებელი, უსიამოვნო სუნი. ხანდახან გარეცხილ ნივთებს შეიძლება იატაკის ტილოს სუნი აუვიდეს, ეს სუნი კი მთელს სახლში დგება. ამიტომ, თუ არ გაქვთ საშუალება, რომ სარეცხი გაფინოთ გარეთ, შეარჩიეთ შესაფერისი ადგილი.

ადგილი სარეცხის გასაშრობად – საძინებელი არ შედის ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, სამზარეულოში საჭმელების სუნია, აბაზანაში ნესტია. პატარა ბინაში შეგიძლიათ გაფინოთ აივანზე, თუნდაც პატარა ადგილზე. აივანი კარგად ნიავდება, შეგიძლიათ დაამონტაჟოთ საკიდი საშრობი, რომელიც ცოტა ადგილს დაიკავებს.სიცივეში შეგიძლიათ ნივთები ჯერ აივანზე გაფინოთ და საბოლოოდ გააშროთ სახლში. თუ არ გაქვთ საშუალება სარეცხის გარეთ გაფენის, მაშინ ეცადეთ გამოიყენოთ საბავშვო სარეცხი ფხვნილი ან ნატურალური ეკოლოგიური საშუალებები, მაგალითად სარეცხი საპონი, რომელიც ზიანს არ მოგაყენებთ. არ დაგავიწყდეთ ყოველდღიურად გაანიავოთ ოთახები და აუთოვოთ ნივთები.

თქვენ როგორ და სად აშრობთ სარეცხს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს