ასაკოვანი ნათესავები ხშირად იწვევენ ნეგატივს და ტვირთი ხდებიან ახლობლებისთვის

1638

სამწუხაროა, როცა მოხუცი ადამიანი ტვირთად გადაიქცევა ოჯახისთვის, უფრო ცუდია, როცა ახლობლები თავის საკეთილდღეოდ იყენებენ მას და საბოლოოდ ყველაფრის გარეშე ტოვებენ. ასეთ სიტუციაში აღმოჩნდა ქალბატონი ნინა, 75 წლის მოხუცი, რომელიც მთელი ცხოვრება სოფელში ცხოვრობდა. რა მოხდა და რით დამთავრდა მისი ამბავი, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

ასაკოვანი ნათესავები

იმ დღეს ჩვეულებრივზე ადრე გავიღვიძე, თავს უცნაურად ვგრძნობდი. ჩემი ქალიშვილი უნდა მოსულიყო სტუმრად. მათ მოსვლამდე ბოსტნეულის წვნიანის მომზადება გადავწყვიტე, მაგრამ ვერ მოვასწარი. ბოსტანში ვიყავი ჩასული, როცა ჩემი გოგოს ხმა გავიგე. მაშინვე ვიგრძენი, რომ ის ტყუილად არ მოსულა:”გამარჯობა, დედა. მე და ნიკოლოზმა პროდუქტები მოგიტანეთ ქალაქიდან” – შემომძახა მან. ქალიშვილი ხშირად მანებივრებს  საჩუქრებით და თავს უხერხულად ვგრძნობ ხოლმე როცა ამდენ ფულს ხარჯავს. “შვილო, რამდენი რამე მოგიტანია, ეს შვიდ კაცს ეყოფა, მე კი მარტო ვარ!” ამ დროს შვილიშვილმა მოირბინა: “ბებო, მე დაგეხმარები, დღეს შენთან ვრჩებით!”არ მახსოვს, ბოლოს როდის დარჩა ჩემი ქალიშვილი ჩემთან ღამისთევით და გამიკვირდა, ცოტა ავნერვიულდი. საღამოს ჩემი ღელვა გამართლდა. თინიკომ მითხრა, რომ სერიოზულად უნდა გვესაუბრა:”დათოს მეორე შვილის ყოლა უნდა, ჩვენი სახლი კი ძალიან პატარაა. ამიტომ ვიფიქრეთ გავყიდოთ ბინა, ასევე თუ ნებას მოგვცემ, შენი სახლიც. ერთ დიდ ბინას ვიყიდით და ჩვენთან გადმოდი საცხოვრებლად. რას იტყვი?”კი მაგრამ, როგორ უნდა ვიცხოვრო მათთან? მე უკვე მოხუცი ვარ, ისინი ახალგაზრდები. მე ჩემი სახლი მიყვარს, აქ მთელი ცხოვრება გავატარე. ხომ არ შეიძლება ავდგე და ყველაფერი მივატოვო? ჩემმა არგუმენტებმა თინიკო ვერ შეაჩერა. ის მიმტკიცებდა, რომ ქალაქში ცხოვრება ძალიან მომეწონებოდა. სოფელში დროთა განმავლობაში მარტოს გამიჭირდებოდა ყოფნა.

ცხოვრება ახალ პირობებში – “დედა, მოიფიქრე და დილამდე გადაწყვიტე” – მითხრა ქალიშვილმა. ავწონ-დავწონე ყველაფერი და ვიფიქრე, რომ არ იყო ცუდი აზრი. დავთანხმდი. სანამ ახალი ბინის საკითხი გადაწყდებოდა, ცოტა ხნით ჩემს ბიჭთან გადავედი. შემდეგ კი, ყველაფერი რომ დალაგდა, ქალიშვილმა თავისთან წამიყვანა.მაგრამ ყველაფერი ისე ლამაზად არ აეწყო, როგორც თინიკო დამპირდა. ზუსტად ერთ თვეში დაიწყო საყვედურები ჩემს მიმართ: ხან თეფში შევინახე არასწორად, ხან სარეცხი მანქანის რეჟიმი ჩავრთე სხვა. ერთხელ კი ისეთი რამ გავიგე, რომ დავმუნჯდი. სიძე წუწუნებდა, რომ ჩემთან ცხოვრება შეუძლებელი იყო!ამის მოთმენა ნამდვილად არ მინდოდა. გამოვედი ოთახიდან და ვუთხარი: ” სანამ სახლი და ფული მიიღეთ, სხვანაირად მომიხსენიებდით, ეხლა კი, როცა თქვენსას მიაღწიეთ, აღარ მოგწონვართ და ყველაფერს მიწუნებთ. მე 75 წლის ვარ! თქვენ მოისურვეთ ჩემი აქ გადმოყვანა, თავიდანვე გეფიქრათ შედეგებზე!”თინიკომ კი უხეშად მიპასუხა: “თუ რამე არ მოგწონს ჩვენთან, არავინ გაძალებს. წადი შენს საყვარელ შვილთან!” იმ წუთში ლაპარაკის უნარი დავკარგე. როგორღა უნდა დავრჩენილიყავი იქ? გადავწყვიტე მეზობელ ქალთან მივსულიყავი ჩემს სოფელში, მაგრამ როდესაც ჩავედი, აღმოჩნდა, რომ ის ცოტა ხნის წინ გარდაცვლილიყო. რა საშინელებაა! ძალაგამოცლილი მივედი ჩემს სახლთან. ფანჯრებიდან შუქი გამოდიოდა. საშინლად მომინდა მივსულიყავი კარებთან და დამეკაკუნებინა.

საქმის საინტერესო შემობრუნება – კარი შუა ხნის მამაკაცმა გამიღო. როცა გაიგო, რომ სახლის ყოფილი პატრონი ვიყავი, მაშინვე შემიპატიჟა. ყველაფერი თავის ადგილას დამხვდა! მან ჩაი შემომთავაზა, მე კი ცხელ გულზე, თავი ვეღარ შევიკავე და ყველაფერი მოვუყევი…”ოჰ, ქალბატონო ნინა, ეს რა მოგსვლიათ? თქვენი ბრალი არ არის, რომ შვილი ასე მოგექცათ. მოხუცი მშობლები ზედმეტი ტვირთია ბევრი შვილისთვის. მოდით, ასე მოვიქცეთ: დარჩით აქ რამდენი ხანიც გინდათ. მე ამ სახლში არ ვცხოვრობ. ხანდახან ჩამოვდივარ ხოლმე ბუნებაში დასასვენებლად. ძალიან დამავალებთ, თუ ოჯახს და სახლს მიხედავთ.”ამაზე უარის თქმა როგორ შემეძლო, სახლის ახალი პატრონი წესიერი და სასიამოვნო ადამიანი ჩანდა. უკვე ორი თვეა იქ ვარ. ქალიშვილს არცერთხელ არ მოვუკითხივარ.

რედაქციისგან: გვინდა გვჯეროდეს, რომ ქალბატონი ნინა შეძლებს აპატიოს შვილს. როგორ ფიქრობთ, რატომ იწვევენ მოხუცი ადამიანები ასეთ ნეგატივს ახლობლებში? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს