ადამიანების უმრავლესობა მიჩვეულია, რომ მათ მაგივრად ვიღაც რაღაცას წყვეტს. თავიდან ეს არის დედა და მამა, შემდეგ მასწავლებლები, უფრო გვიან კი სახელმწიფო. თუმცა, ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსვლის უფლება ჩვენთვის არავის წაურთმევია. პიროვნება უნდა იქცეოდეს ისე, როგორც სურს: გარისკოს, იფიქროს არასტანდატულად, წავიდეს ვა-ბანკზე.ზოგს მოსწონს მწყობრში დგომა. ისწავლოს ის, რასაც ეტყვიან, იმუშაოს იქ, სადაც მიუთითებენ, შემდეგ ოჯახი, კრედიტი, ბავშვები… ვიღაცას მეგობრების წრეში ყოფნა ურჩევნია, ვისაც ფული აქვს, პირად ფსიქოლოგს ქირაობს. ყველას ერთი პრობლემა აქვს: რაღაც გამოტოვეს, რაღაცა არ ყოფნით. როგორ მოვიქცეთ? არ ვიცით. იქნებ პაპარაცის ამ სტატიაში გავცეთ კითხვას პასუხი?
წასვლის უფლება
ბავშვობა-ყრმობა – და აი, ბავშვი. ის უკვე დადის, ლაპარაკობს, კითხულობს, ანგარიშობს. მშობლები კიდებენ ხელს და მიყავთ მაღაზიაში. ყიდულობენ უდს, რომ არ შესცივდეს. როგორს? თბილს რა თქმა უნდა. შენ იზრდები ქუდი კი თანდათან პატარავდება. ის ცოტა იწელება, მაგრამ დისკომფორტს გრძნობ და გიჭერს. ეუბნები: დედა, მამა, ეს ქუდი მიჭერს და აღარ შემიძლია მისი ტარება. მაგრამ მშობლები ყურადღებას არ გაქცევენ. ეხლა ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. ან უნდა ატარო ქუდი და მოითმინო, ან მოიხადო. ზოგიერთს ამ ასაკში ახლის ყიდვაც გამოსდის. ეს სიმბოლურად აღვწერეთ ზრდის პროცესი. ზოგიერთი ამ ქუდს 30 წლის ასაკშიც ატარებს, ზოგი კი მთელი ცხოვრება.
სამსახური – შენ გაიზარდე და სამსახურში წახვედი. ის ქუდი შენ თვითონ მოგწონს. ცხოვრობ ცალკე, საკუთარ თავზე თავად აგებ პასუხს. სამუშაო არ არის ცუდი, თუმცა არც კარგია. მაგრამ ტყუილად ხომ არ ისწავლე? კარგად იცი რა და როგორ უნდა გააკეთო.ეხლა უკვე უფროსი “გაჯილდოვებს” თავისი ვალდებულებებით და მასზე ხდები დამოკიდებული. შენთან ერთად კი მთელი ოჯახი. გამომუშავებული ფული ხომ მხოლოდ შენ არ გეკუთვნის? ცდილობ შეუჩერებლად იმუშაო. შენი შრომა დრო და დრო ფასდება და ფულად იქცევა.დგება მომენტი, როცა ხვდები, რომ გაიზარდა ის ადგილი, სადაც შენ იმყოფები, მაგრამ არ გაიზარდა ხელფასი. უფროსებისთვის ამის თქმას აზრი არ აქვს. ისინი გეტყვიან: საქმეს მიხედე, თუ არ მოგწონს, წადი!” შენ უბრუნდები სამუშაოს, მაგრამ რაღაც რიგზე ვერ არის. ცდილობ განდევნო ცუდი აზრები, მაგრამ ეს შენს ძალებს აღემატება. შენ მიდიხარ… ეხლა შენ შენი თავის უფროსი ხარ. მოგინდება მსგავს ან უკეთეს კანტორას იპოვი, მოგინდება – საკუთარს გახსნი.
შიდა სამზარეულო – და აი, შენ ლამაზი ქუდით აღარავისზე აღარ ხარ დამოკიდებული. შენი ყოფილი უფროსი ტუჩებს იკვნეტს და დასტირის თავისი ფირმის ვალების სიას. ცუდია, რომ დიდი დრო დაგჭირდა იმის მისახვედრად, რომ წასვლა შეგეძლო. მაგრამ არაუშავს, მაინც ბევრის გაკეთება შესძელი და მიაღწიე წარმატებას.რაღაც კიდევ ვერ არის რიგზე. სახლში ბავშვები თამაშობენ, ნახევარ კედელზე ტელევიზორი კიდია და ულამაზესი ცოლი გელოდება. მაგრამ ის შენს მიმართ გაცივდა. გასაგებიცაა, შენ არ გეცალა მისთვის სანამ ოჯახის სარჩენ ფულს შოულობდი.უყვები მას შენს გრძნობებზე, როცა მარტო რჩებით. ის ოხრავს და ქვემოდან გიყურებს. ჯერ მისი ტუჩები, შემდეგ ქუთუთოები იწყებენ თრთოლვას. ცრემლები ოსდის. ხვდები, რომ სხვა ყავს და უკვე დიდი ხანია. არაუშავს, არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი.იცი არც უნდა გააკეთო: დარჩე ადამიანთან, რომელმაც გიღალატა ბავშვების და მოვალეობის გამო თუ წახვიდე? გაქვს არჩევანის უფლება!
დასკვნა: დამოუკიდებელი, თავისუფალი ადამიანები ყოველთვის მოძებნიან საშუალებას სიტუაციის გამოსასწორებლად. ზოგიერთი არაფერს შეცვლის და დინებას გაყვება. ორივე შემთხვევაში თავისუფალი ნება უნდა ქონდეს და გააკეთოს ის, რაც უნდა და არა ის, რაც საჭიროა. მაშინ იქნება ადამიანი ბედნიერი. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.