როგორ უნდა გააკეთო ყველაზე რთული არჩევანი ცხოვრებაში და მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც გვერდით არავინ გყავს ისეთი, ვინც რჩევას მოგცემს ან სულაც მორალურ მხარდაჭერას გაგიწევს? ღირს თუ არა, 40 წლის ასაკში ბავშვის გაჩენა იმისთვის, რომ მარტო არ იგრძნო თავი? სწორედ ეს კითხვები აწუხებს პაპარაცის დღევანდელი სტატიის გმირს.
რთული არჩევანი
ვარ 44 წლის და ვარ ფეხმძიმედ. ბავშვის მამამ, როგორც კი ეს ამბავი გაიგო, უარი თქვა ურთიერთობის გაგრძელებაზე. ამიტომ ჩიხში აღმოვჩნდი და აღარ ვიცი როგორ მოვიქცე, რა იქნება სწორი გამოსავალი ამ სიტუაციიდან…ქმართან ერთი წლის დაშორების შემდეგ შეხვდა მარიამი ბესოს. გაყრამ მშვიდობიანად ჩაიარა, სკანდალების და კონფლიქტების გარეშე. ორივემ კარგად გავაცნობიერეთ, რომ ერთად აღარ უნდა ვყოფილიყავით. თითქოს, მივეჩვიეთ ერთმანეთს, მაგრამ მაინც ასე ჯობდა.
დაშორების შემდეგ კარგა ხანი დეპრესია მქონდა, რადგან არასდროს მიგრძვნია თავი ასე მარტო. ბესოს გაცნობამ კი თავიდან გამომაცოცხლა და გამაბედნიერა. თითქოს, შანსი გამიჩნდა ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დამეწყო და ეს ძალიან მახარებდა.ერთანეთს მალე დავუახლოვდით. გაცნობიდან 2 კვირაში ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ, მალე მისმა ოჯახმა რძლად მიმიღო. მეგონა, რომ საბოლოოდ ვიპოვე ადამიანი, რომელთანაც სიბერეს გავატარებდი, გავუზიარებდი ჩემს სიხარულს და მწუხარებას.როდესაც ფეხმძიმობის შესახებ გავიგე, ერთი წუთით არ დამიხევია უკან, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის გაჩენა ჩემს ასაკში დიდი რისკია..
სიტყვებით შეუძლებელია იმ იმედგაცრუების გადმოცემა, რაც ბესოსთან საუბრის მერე განვიცადე. მან კატეგორიული უარი თქვა ბავშვზე. ეხლაც მტკივნეულია ჩემთვის ამის გახსენება: როდესაც ტესტის პასუხი მივიღე, მაშინვე სამსახურში დავურეკე, რომ მეხარებინა ახალი ამბავი. მან კი ცივად მიპასუხა, რომ ეს მის გეგმებში არ შედიოდა და ყურმილი გამითიშა. იმ საღამოს არც კი დაბრუნებულა სახლში…უკვე ნათელი იყო, რომ ურთიერთობის გაგრძელება აღარ ღირდა. როგორ უნდა იცხოვრო ადამიანთან, რომელსაც არ უნდა იყოს არც ქმარი და არც მამა? რამდენიმე დღეში საბოლოოდ დავშორდით.ეხლა კი ძალიან დაბნეული ვარ. კიდევ უფრო ძლიერად დაბრუნდა მარტოობის შეგრძნება. შეიძლება ბავშვმა ეს საშინელი გრძნობა დამაძლევინოს, მაგრამ რამდენად სამართლიანი ვიქნები მის წინაშე? მამის გარეშე შვილის აღზრდა უდიდესი პასუხისმგებლობაა და მეშინია, რომ ვერ გავუმკლავდები. შვილი კი ძალიან მინდა…
თქვენ რა რჩევას მისცემდით ამ ქალბატონს? როგორ ფიქრობთ, გააჩინოს უნდა ბავშვი, მიუხედავად რისკების? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.