მებოსტნეები ხშირად კითხულობენ ხოლმე: “როდის შეიძლება ნივრის დათესვა ზამთარში, უკვე დროა თუ ჯერ კიდევ ადრეა? დათესვის სწორი დრო კარგი მოსავლის წინაპირობაა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით პერიოდებს, რომელიც დაგეხმარებათ ამ საკითხში.
როდის შეიძლება ნივრის დათესვა
მნიშვნელოვანია სწორ დროს დათესვა. თუ ის არასწორად იქნება შერჩეული, ნიორი ან გაიყინება, ან ცუდად დაფესვიანდება. ასეთ შემთხვევებში კარგი მოსავლის იმედი არ უნდა გქონდეთ. ნიორმა დაფესვიანება ყინვებამდე უნდა მოასწროს, მაგრამ არ უნდა გაიზარდოს გაზაფხულამდე. სწორედ ეს არის მთავარი ამოცანა.უხვი მორწყვა და ტენი გაზაფხულზე ვერაფერს უშველის, თუ დათესვის დროს იქნა დაშვებული შეცდომები. ყველაზე სათუთი მოვლაც ვერ მოგცემთ შედეგს, თუ ნიორმა ვერ მოასწრო საკმარისი ფესვების გამოღება.
როგორ განვსაზღვროთ სწორი დრო: ძირითადად, ნიორს თესავენ აცივების მერე – ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე, რომ შემოდგომის პირველი სიცივეების შემდეგ უცებ, დათბება. ამ დროს ნიორი ზრდას დაიწყებ, ამოიწვერება და ზამთარში გაიყინება. მაშინ, რა შეიძლება გავაკეთოთ? როგორ არ შევცდეთ დათესვის დროს? აღმოჩნდა, რომ არსებობს ერთი უნივერსალური ხერხი, რომელიც გვასწავლის, თესვის ზუსტ დროს. ეს არის ჭილყვავების ქცევა. დიახ, ჩვენი წინაპრები სწორედ ბუნებას ანდობდნენ თავის კითხვებზე პასუხის გაცემას და არასდროს ცდებოდნენ.უნდა დააკვირდეთ ჩიტების ქცევას. ჩვეულებრივ, ჭილყვავები ყინვების დაწყებამდე ერთი თვით ადრე იკრიბებიან. ზაფხულში გაფანტულები არიან, მაგრამ შემოდგომით იწყებენ საკვების ძებნას ერთად, რათა კარგად გამოიკვებონ თბილ ქვეყნებში გაფრენამდე.თუ ჭილყვავების გუნდს შეამჩნევთ თქვენს ახლო-მახლო, შეგიძლიათ დაიწყოთ ნივრის დათესვა. ეს იქნება გარანტია იმისა, რომ ნიორს ექნება დაფესვიანების დრო და მერე მიწის ქვეშ მშვიდად გამოიზამთრებს.
ამ ხერხს იყენებდა ჩემი ბებია, ეხლა კი ასე იქცევა დედაც. ჭილყვავების ქცევაზე დაკვირვებით, არასდროს გაგვცრუებია იმედი. ასევე საინტერესოა, იხვების მინიშნებაც. მათი გადაფრენა – ეს არის ნივრის დათესვის უკანასკნელი დრო. აღარ დააყოვნოთ, ყინვები ახლოს არის. გისურვებთ წარმატებას და უხვ მოსავალს.