ყველა ქალი ცდილობს ლამაზად გამოიყურებოდეს და ამისთვის ყველას თავისი მეთოდი აქვს: სილამაზის სალონების სტუმრობა, რეგულარული მანიკური, მოდური ვარცხნილობა, კარგი მაკიაჟი. არის თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ ქალი მოვლილი იყოს? ქალის გარეგნობა ხომ განსაკუთრებულ მიდგომას და გემოვნებას საჭიროებს. სამწუხაროდ, ყველა ქალს არ შეუძლია თავის სწორად წარმოჩენა. არადა, არსებობს რამდენიმე წესი, როგორ გამოიყურებოდე კარგად დიდი დანახარჯის გარეშე. მოდით, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ეს საკითხი განვიხილოთ.არსებობს 3 მთავარი ნაწილი გარეგნობაში: თმები, ფრჩხილები და მაკიაჟი. მათი მდგომარეობით მიხვდებით დახვეწილია ქალბატონი, თუ პროვინციული გემოვნების.
- თმები – ვარცხნილობა პირველივეა, რაც თვალში გვხვდება ადამიანის დანახვისას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მუდამ წესრიგში გვქონდეს.რაც შეეხება, ფორმას, წამოზრდილი თმები შეუიარაღებელი თვლითაც ჩანს, ამიტომ რეგულარულად მიაკითხეთ სილამაზის სალონებს. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, მაშინ შეარჩიეთ ისეთი ვარცხნილობა, რომელიც არ საჭიროებს ხშირ კორექტირებას.ასევე მნიშვნელოვანია თმის ფერი. თუ ჭაღარა გაგიჩნდათ, ეცადეთ თმის საერთო ტონი ერთ ფერში გქონდეთ და ჭაღარა ნაკლებად გამოგიჩნდეთ.
- ფრჩხილები – ქალები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ფრჩხილებს. მე კი გეტყვით, რომ ეს ზედმეტია. გრძელი და სხვადასხვა დიზაინით გაფორმებული ფრჩხილები არ მეტყველებს განსაკუთრებულ მოვლილობაზე. ეს მოდა კარგა ხანია აღარ არის აქტუალური.ფრჩხილები რომ მოვლილი გქონდეთ, საკმარისია საკუთარი ძალები, მაკრატელი, ქლიბი და ნუნების მაკრატელი. ლაქიც კი არ არის აუცილებელი. გქონდეთ ხელები მუდამ დატენიანებული, თუნდაც ყველაზე იაფიანი კრემით.
- მაკიაჟი – იგივე შეიძლება ითქვას მაკიაჟზეც. მკვეთრი იმიჯი საერთოდ არ მიანიშნებს კარგ გემოვნებაზე. ტონალურის სქელი ფენა ჯანსაღი კანის ილუზიას ქმნის, ხოლო მკვეთრი ფერის ჩრდილები და ტუჩსაცხი გამომწვევად გამოიყურება.რაც უფრო შეუმჩნეველია მაკიაჟი, მით უფრო უკეთესი. ნატურალური ტონები ხაზს უსვამს კანის სილამაზეს და ელეგანტურ იმიჯს ქმნის.
დასკვნა: იმისათვის, რომ ელეგანტურად გამოიყურებოდეთ, სულ არ არის საჭირო დაიხარჯოთ ძვირადღირებულ პროცედურებსა თუ კოსმეტიკაზე. საკმარისია იზრუნოთ ჯანმრთელობაზე და ვიზუალზე. დაიმახსოვრეთ, ყველაზე მიმზიდველი სუფთა, ჯანმრთელი ადამიანია. თქვენ როგორ უდგებით მსგავს რჩევებს? ეთანხმებით თუ არა, ზემოთ მოცემულ სიტყვებს?