აღარ ვაშორებ კლუმბას სარეველებს, ველური დანდურიც ვეღარ შეგვაშინებს.

158

ყვავილების ან მარადმწვანე მცენარეების კლუმბა – ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია, მაგრამ როგორც არ უნდა უვლიდეს მებაღე მას, სარეველები მაინც ჩნდება. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გავიგებთ, როგორ მოვაშოროთ სარეველები კლუმბადან.

როგორ მოვიშოროთ სარეველები

კლუმბა სისტემატიურად უნდა გასუფთავდეს სარეველებისგან. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა, ამიტომ შეიძლება სხვა ხერხით ჩავანაცვლოთ. სარეველებისგან კლუმბის დაცვა უკვე დასაწყისშივე შეიძლება. მებაღეები იყენებენ მულჩირების მეთოდს. ეს ხერხი ხელს უშლის სარეველების ამოსვლას და აუმჯობესებს კლუმბის მცენარეების მდგომარეობას. მულჩირება არ არის რთული საქმე.

კლუმბა ხრეშით – მულჩირებისთვის საჭიროა ხრეში, სქელი გეოტექსტილი და მსხვილი მავთული. ნაკვეთის მულჩირებამდე გაასწორეთ გრუნტი და დააფინეთ ზედ გეოტექსტილი. გადააბით ტექსტილის გვერდები მყარი მავთულის სარჭებით.შემდეგ, გეოტექსტილზე დაყარეთ ხრეში და მოასწორეთ. გეოტექსტილი საჭიროა იმისთვის, რომ ხრეში არ შეერიოს მიწას. ასეთი კლუმბა თავის იერსხეს წლობით შეინარჩუნებს. თუ მოგინდებათ ახალი მცენარეების ჩარგვა, საკმარისი იქნება გაჭრათ გეოტექსტილი და ჩარგოთ ის.თუ მოხდება ისე, რომ ხრეში მიწას შეერევა, შეაგროვეთ, გარეცხეთ და ისევ გამოიყენეთ. ასეთ მიწაზე სარეველები იშვიათად ამოდის და თუ ამოვა, სუსტი და პატარა. კლუმბა ხრეშით ძალიან ლამაზად გამოიყურება და მებაღეს შრომას უმსუბუქებს.

ხის ნაფოტები – ხის ნაფოტები უფრო თბილ და მყუდრო იერსახეს აძლევს ნაკვეთს. ასეთი მულჩა პოპულარულია ქალაქის პირობებში. შემოდგომით მებაღეები აგროვებენ ნაფოტებს და მისი საშუალებით მცენარეებს ფესვებს უთბობენ. ხის ნაფოტი ხელს უშლის სარეველების გაჩენას და უნარჩუნებს მიწას ტენიანობას.გაზაფხულზე ხის მულჩას ხვეტავენ მიწიდან და რგავენ ახალ მცენარეებს. ნაფოტი მიწაზე შეიძლება დაიყაროს გეოტექსტილის გარეშე. ამ შემთხვევაში, ის თანდათან დაიწყებს მიწის კვებას სასარგებლო მიკროელემენტებით და 3 წელიწადში აღარ იქნება.თუ გსურთ, მეტი დრო გაძლოს ნაფოტების მულჩამ, დაუფინეთ გეოტექსტილი. მის გარეშე ხრეშის და ნაფოტის მულჩაზე მაინც ამოვა სრეველა. ამიტომ ჯობია თავი დაიზღვიოთ გეოტექსტილით.

გეოტექსტილი აჩერებს სარეველების ზრდას, ათბობს მცენარის ფესვებს სიცივეში და იცავს სიცხისგან. თქვენ რა მასალას ანიჭებთ კლუმბის მულჩირებისთვის? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს