ველოდები მოცხარის დიდ მოსავალს, რადგან მის ბუჩქებს ოქტომბერში განსაკუთრებული ხსნარით ვრწყავ

62

მოცხარის კვება შემოდგომით – ეს არის სწორი ნაბიჯი მომავალი წლის უხვი მოსავლისთვის. ზაფხულში მცენარემ დახარჯა დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებ, ამიტომ საჭიროა ნიადაგის განოყიერება. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით, რა საშუალებები ჯობია გამოიყენოთ და როგორ კვებოთ სწორად.

მოცხარის კვება შემოდგომით

იმისათვის, რომ მომავალ წელს მიიღოთ შავი ან წითელი მოცხარის კარგი მოსავალი, შემოდგომით უნდა გამოკვებოთ მისი ბუჩქები. არსებობს უამრავი საშუალება და ოქტომბერი კარგი დროა ამ საქმისთვის.

კვება სახამებლით – სახამებელი ერთ-ერთი საუკეთესო სასუქია. ის შეიცავს კალიუმს, რომელიც საგრძნობლად ამაღლებს მოსავლიანობას.ათუ შემოდგომით ნიადაგში შეიტანთ სახამებელს, გაზაფხულზე მოცხარი გრუნტიდან ყველა სასარგებლო ნივთიერებას აითვისებს. კალიუმი გააუმჯობესებს მოსავლის ხარისხს და გაამაგრებს ბუჩქს ზამთრისთვის.

ინგრედიენტები:

  • 200-300 გრ. კარტოფილის სახამებელი
  • 13 ლ. წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:

  1.  3 ლიტრ წყალში გახსენით სახამებელი
  2. წამოადუღეთ და ჩაასხით 10 ლიტრ წყალში, კარგად აურიეთ.
  3. ეს რაოდენობა საკმარისია 4 დიდი ბუჩქისთვის – 3 ლიტრი თითოეულისთვის.

კვება ქათმის ნაკელით: კიდევ ერთი საუკეთესო ორგანული სასუქი – ის შეიძლება შეიტანოთ მშრალი სახით (0,8 – 1 კგ. თითოეულ ბუჩქზე), ხსნარის სახით(1 კგ/15ლ). მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნება.მოგვიანებით უნდა დაუმატოთ: 1 ს/კ კალიუმის მარილი, 2 ს/კ სუპერფოსფატი თითოეულ ბუჩქზე. აგრეთვე შეგიძლიათ მოამზადოთ თხევადი სასუქი – იმავე რაოდენობის ნივთიერებები გახსენით 10 ლიტრ წყალში.

ფოსფორ-კალიუმის ხსნარი – ფოსფორ-კალიუმიანი სასუქი ხელს უწყობს ბუჩქის ზრდას და ფესვთა სისტემის გამაგრებას, ასევე გამძლეს ხდის ყინვის და დაავადებების მიმართ.

ინგრედიენტები:

  • 30-40 გრ. ამოფოსტი (52% ფოსფორი, 12 % აზოტი)
  • 1-2 ს/კ ნაცარი
  • ერთი სათლი წყალი

მოხმარების და გამოყენების წესი:

  1. ერთ სათლზე აიღეთ დაახლოებით 2 ს/კ სასუქი. თავიდან ჯობია გახსნათ ცალკე ჭურჭელში ცხელ წყალში.
  2. დაუმატეთ ხის ნაცარი – დაახლოებით 1-2 ჭიქა და კარგად აურიეთ.
  3. ბუჩქის ასაკიდან გამომდინარე – 1-2 ლიტრი ხსნარი დაუსხით ფესვებთან. თუ მოცხარის ბუჩქი ძალიან დიდია, მაშინ 5 ლიტრიც შეგიძლიათ დაუსხათ.
  4. შემდეგ შემოუბარეთ მიწა, გაუფხვიერეთ და მულჩირება გაუკეთეთ, რომ მიწის ზედაპირი არ გარქოვანდეს.

კვება მინერალური სასუქებით – კიდევ ერთი საუკეთესო ვარიანტი – თხევადი სასუქი მინერალებით.

ინგრედიენტები

  • 1/2 ს/კ სელიტრი
  • 1 ს/კ კალიუმის სულფატი
  • 2 ს/კ სუპერფოსფატი

მომზადების და გამოყენების წესი:

1 . ერთ სათლ წყალში გახსენით 7-10 გრამი სელიტრი, ჩაუმატეთ კალიუმის სულფატი და სუპერფოსფატი.

2 . ახალგაზრდა ბუჩქებს დაუსხით 1-2 ლიტრი ხსნარი, თუ ბუჩქი დიდია 3-5 ლიტრი. ბოლოს შემოუბარეთ მიწა და გაუკეთეთ მულჩირება.

თქვენ რა ხერხს იყენებთ მოცხარის ბუჩქის მოსავლელად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს