ქალიშვილს პოლონეთში წასვლა უნდა ვიღაც მამაკაცთან, ბავშვებს ჩემს იმედზე ტოვებს, მე კი საზღვარგარეთ ვმუშაობ.

1170

საზღვარგარეთ სამუშაოს ძებნა ჩვეულებრივი მოვლენაა ჩვენს დროში. ადამიანები ტოვებენ სამშობლოს უკეთესი ცხოვრების საძებნელად. ზოგი დროებით მიდის, ზოგი კი სამუდამოდ რჩება.ხანდახან ისეც ხდება, რომ ოჯახის წევრის საზღვარგარეთ წასვლის სურვილი უსიამოვნების მიზეზი ხდება. სწორედ ასეთ სიტუაციაში მოხვდა პაპარაცის დღევანდელი სტატიის გმირი ლიკა. ის 20 წელია იტალიაში სამუშაოდ არის წასული და ქალიშვილმა დაბრუნება მოსთხოვა. რა გახდა ამ კონფლიქტის მიზეზი, სტატიიდან გაიგებთ.

სამუშაო საზღვარგარეთ

“ქმართან ერთად ბედნიერად ვცხოვრობდი. ერთად ვზრდიდით სამ პატარას და ფეხზე დავაყენეთ, მაგრამ როდესაც უმცროსი გოგონა სკოლას ამთავრებდა, ქმარმა მიმატოვა და სხვა ქალთან წავიდა. მაშინ 45 წლის ვიყავი.ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. სხვა მამაკაცზე ფიქრიც არ მინდოდა. ვხვდებოდი, რომ ფული მჭირდებოდა შვილების სარჩენად, ამიტომ გადავწყვიტე საზღვარგარეთ წასვლა სამუშაოდ. გამიმართლა და მალე ვიპოვე კარგი სამსახური იტალიაში. გამომადგა ექთნის გამოცდილება და სამედიცინო განათლება.გადავედი მილანში ქალთან, რომელსაც ესტერი ერქვა. მაშინ ის 80 წლის იყო, ცხოვრობდა მარტო და მომვლელი სჭირდებოდა, რაც ძალიან კარგად გამომივიდა. ვფიქრობ, ჩემი დამსახურებით იცოცხლა მან 15 ბედნიერი წელი. ბოლო დროს ხშირად ამბობდა, რომ თავის ქონებას დამიტოვებდა, რადგან არავინ არ ჰყავდა, მე კი მართლა ერთგულად ვემსახურებოდი.სიმართლე გითხრათ, მისი სიტყვები სერიოზულად არ მიმიღია და არც ყოფილა მემკვიდრეობა ჩემი მიზანი. თუმცა, მისი გარდაცვალების შემდეგ დამირეკა იურისტმა… ეხლა მაქვს 3 ოთახიანი ბინა მილანში, მაგრამ ეს არ მაძლევდა უფლებას არ მემუშავა. მე ხომ შვილებს უნდა დავხმარებოდი? ყველაზე მეტად კი პატარა ქალიშვილს.უფროსი შვილი ევროპაში ცხოვრობდა და წარმატებული პროგრამისტი იყო, შუათანა გოგო ცოლად ბიზნესმენს გაჰყვა და თავად კერძო კლინიკაში მუშაობდა. უმცროსი გოგონა მარტო დარჩა ჩვენს სახლში ქმართან ერთად, ყავდა ტყუპები, მაგრამ მოულოდნელად მისი ქმარი ტრაგიკულად დაიღუპა.

ქალიშვილის მოულოდნელი ზარი – ერთხელ უმცროსმა ქალიშვილმა დამირეკა და სახლში დაბრუნება მთხოვა. მთელი ცხოვრება მუშაობ და დაისვენეო, თუმცა ნამდვილი მიზეზი სხვა იყო. აღმოჩნდა, რომ მას საზღვარგარეთ უნდა წასვლა ვიღაც მამაკაცთან, რომელიც მზად არის მის მისაღებად, ოღონდ ბავშვების გარეშე.არ ვიცი როგორ მოვიქცე. ერთი მხრივ, მინდა ჩემს ოჯახში, მაგრამ მეორე მხრივ, არ ვარ მზად სახლში დასაბრუნებლად. ამიტომ ქალიშვილს შევთავაზე, რომ თუ საზღვარგარეთ წასვლა უნდოდა, ჩამოსულიყო ბავშვებით ჩემთან, მაგრამ მას სულ სხვა რამე უნდა. როგორ მოვიყვანო გონზე?

რედაქციისგან: ლიკას თავისი შვილის დახმარება უნდა და ეს სრულიად ნორმალურია. მაგრამ მთელი ცხოვრება ასე ხომ არ იქნება? შვილი ზრდასრული ადამიანია და თავის საქციელზე პასუხი უნდა აგოს, მაგრამ დედისთვის მოთხოვნის წაყენება, რომ მიატოვოს ყველაფერი და შვილიშვილების მომვლელად ჩამოვიდეს, არასწორი და ეგოისტური საქციელია.თქვენ როგორ მოიქცეოდით ლიკას ადგილას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს