იასამანს ვახმობ და ნაყენს ვამზადებ – ასე მძიმე დაავადებებს მოიშორებთ

881

მაისის დასაწყისში იასამანი აქტიურ ყვავილობას იწყებს. მისი დახმარებით რამდენიმე დაავადების თავიდან მოშორებას შეძლებთ.

ართრიტის, ართროზის, წელის ტკივილის დროს თეთრი იასამნის 3 აყვავებულ ტოტს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 3 დღე მაცივარში შეინახეთ, გადაწურეთ და 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. კურსი – 45 დღე. 3 თვიანი შესვენების შემდეგ სამკურნალო კურსი გაიმეორეთ. შემდეგ უკვე ნაყენი აუცილებლობის შემთხვევაში მიიღეთ. იასამნის ყვავილობა ხანმოკლეა, ამიტომ ყვავილები გაახმეთ და შეინახეთ.

ნებისმიერი ბრონქიტი იასამნის ნაყენით განიკურნება. მინის ქილა ყვავილებით აავსეთ, ბოლომდე არყით გაავსეთ და 10 დღე ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე დააყენეთ. 30 მლ ნაყენი 1 ჭიქა ჩაიში გახსენით და საღამოს, ძილის წინ მცირე ყლუპებით დალიეთ. მკურნალობის კურსი – 3 დღე. ნაყენით სავსე ქილა თავდახურულ ჭურჭელში შეინახეთ.

ძალიან ბევრ ადამიანს კოჟრები და ნახეთქები აწუხებს. ამ დროს იასამანი დაგეხმარებათ. იასამნის მწვანე ფოთლებს დარბილებული საპონი წაუსვით და პრობლემურ ადგილას დაიდეთ, სახვევით დააფიქსირეთ. კომპრესი ყოველდღე გამოცვალეთ და მდგომარეობის გაუმჯობესებამდე გამოიყენეთ.

იასამნის ჩაი კბილის ტკივილს მოგაშორებთ. ხმელ ან ახალ იასამნის ტოტებს 3-6 ფოთლით 1 ლ წყალი დაასხით, რამდენიმე წუთით თავდახურულ ჭურჭელში ადუღეთ, დააყენეთ სანამ თბილ მდგომარეობამდე არ გაგრილდება, გადაწურეთ და 5-10 წუთით პირის ღრუში გამოივლეთ.

იასამნის ყვავილების ნაყენს რევმატიზმის, მარილების დაგროვების, ქუსლის დეზის დროსაც იყენებენ. ხმელ ყვავილებს 40%-იანი სპირტი 1:10 პროპორციით დაასხით, 8-10 დღე დააყენეთ, შემდეგ დღეში 2-3-ჯერ 30 წვეთი დალიეთ. ამავდროულად, მტკივნეულ ადგილას ნაყენის კომპრესი გაიკეთეთ.

გაზაფხულზე ყვავილებით ქილა გაავსეთ და 40%-იანი არაყი დაასხით. 2 კვირა თბილ ადგილას დააყენეთ. რადიკულიტის დროს შესაზელად გამოიყენეთ, ხოლო გაციების დროს 20-30 წვეთი ნახევარ ჭიქა წყალში გახსენით და დღეში ერთხელ დალიეთ.

ძლიერი სახსრების ტკივილი. „ვიმედოვნებ, ჩემი გამოცდილება გამოგაგდებათ. მე საშუალო სამედიცინო განათლება აქვს. 1993 წლის ივნისიდან პენსიაზე ვიმყოფები. ერთხელ, შემოდგომაზე ფეხის სახსრები ძლიერ ამტკივდა. ტკივილი, შუადღის შემდეგ განსაკუთრებით მწვავდებოდა. დახმარებისთვის ყოფილ კოლეგებს მივმართე. მათ „ფელორანის“ აბების დალევა, ასევე „ბუტადიონით“, „ამიდოპირინით“ და „ინდომეტაცინით“ მკურნალობა მირჩიეს. სამწუხაროდ, მკურნალობამ მხოლოდ დროებითი შედეგი გამოიღო. გაზაფხულამდე ძლივს მოვითმინე. შემდეგ კი, აყვავილებული იასამინი მოვკრიფე, ხუთი სამლიტრიანი ქილა გავავსე, თითოეული ბოლომდე სამოგონით გავავსე და 21 დღე დავაყენე. ამის შემდეგ ყოველ დღე, 1 წლის განმავლობაში, 1 ს/კ ნაყენს დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ვსამდი. ასეთი მკურნალობის შედეგად უკვე 7 წელია სახსრები აღარ მაწუხებს. მისი დახმარებით წნევაც დამირეგულირდა. თუმცა 2002 წლის დასაწყისში სახსრების ტკივილმა კვლავ თავი იჩინა, მაგრამ იასამნის ნაყენმა შედეგი აღარ გამოიღო. როგორც ჩანს, ორგანიზმი მას მიეჩვია.“

ხალხურ მედიცინაში იასამნის ნაყენი გამოიყენება ყურებში შუილის, ხველის, კუჭის წყლულის, დიარეას, ფილტვის ტუბერკულოზის, ეპილეფსიის და თირკმლებში კენჭების დასაშლელად. 1 ს/კ ხმელ, დაქუცმაცებულ თანაყვავილედს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 15-20 წუთში გადაწურეთ და 1 ს/კ დღეში 3-4-ჯერ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე დალიეთ.

იმპოტენცია. 2 ს/კ ახალ (ან 1 ს/კ ხმელ) ყვავილს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 30 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. ნაყენი 2 დღისთვის მოამზადეთ და მაცივარში შეინახეთ. გამოყენების წინ 1/3 ჭიქა ნაყენს ცოტა მდუღარე წყალი დაასხით.

ფილტვის ტუბერკულოზი. დაქუცმაცებული იასამნის ფოთლები და კრაზანას ბალახი თანაბარი პროპორციით აურიეთ. ერთლიტრიანი ქილის 2/3 ამ ნარევით აავსეთ და 1 ლ არაყი დაასხით. 1 კვირა დააყენეთ და გადაწურეთ. 1 ს/კ დღეში 2-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.

ეპილეფსია. 1 ჩ/კ ყვავილებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 15-20 წუთით დააყენეთ, ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ დალიეთ.

ვარიკოზი. ყვავილებით სავსე მინის ქილა არყით ბოლომდე გაავსეთ. 1 თვე დააყენეთ. ამ ნაყენით კომპრესები და ცივი სახვევები გაიკეთეთ. (არ შეიზილოთ!).

კუჭის პოლიპები. 2 იასამნის ღეროს ყვავილებით და ფოთლებით 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 10-12 საათით დააყენეთ. ნახევარი ჭიქა ნაყენი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. 2 თვე დალიეთ. ღეროები ყვავილებიანად და ფოთლებიანად შემდეგი გამოყენებისთვის შეგიძლიათ გაახმოთ. ამ შემთხვევაში რატომღაც თეთრი იასამანი გამოიყენება.

უკუჩვენება

იასამნით მკურნალობის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – ცნობილი არაა, თუ როგორ შემოგიბრუნდებათ. მაგალითად, ცნობილია, რომ ყვავილების ნაყენი უკუჩვენებულია ამენორეას (ქალებში მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლივად შეჩერება) დროს. თირკმლის ზოგიერთი ანთებითი დაავადების დროს მცენარეს იყენებენ, მაგრამ ქრონიკულ თირკმლის უკმარისობის და გლუმერულონეფრიტის დროს მისი მიღება არ შეიძლება. უნდა გახსოვდეთ, რომ იასამნის ყვავილები დიდი რაოდენობით შხამიანია და სჯობს ფოთლები და კვირტები გამოიყენოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს