ბოსტნეულის წვენები არც ისე პოპულარულია, როგორც ხილის ან კენკრის. ამასთან, ისინი არანაკლებ მარგებელია, შეიცავს ნაკლებ შაქარს და გაცილებით მეტ საკვებ ნივთიერებას. თუ სხვადასხვა ბოსტნეულის წვენების შერევით კოქტეილს მოამზადებთ, ის საკუთარ თავში ყველა სასარგებლო თვისებას გააერთიანებს.ჭარხლის, სტაფილოს, ვაშლის წვენების ნარევი ჯინჯერის და ლიმონის დამატებით წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, ანორმალიზებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ამაღლებს განწყობას. მოცემულ სტატიაში სწორედ ამ სამკურნალო კოქტეილის რეცეპტს გთავაზობთ.
ბოსტნეულის წვენი
ინგრედიენტები
- 3ც. სტაფილო
- 2 მწვანე ვაშლი
- 1ც. ჭარხალი
- 0,5 კანგაცლილი ლიმონი
- ცოცხალი ჯინჯერის ნაჭერი
მომზადება
- გარეცხეთ ჭარხალი და სტაფილო. გააცალეთ ბოსტნეულს კანი.
- თუ გაქვთ წვენსაწური, გამოწურეთ მათგან წვენი. სხვა შემთხვევაში, გახეხეთ ბოსტნეული სახეხელაზე და გაცხრილეთ საცერზე. სტაფილოს და ჭარხლის წვენები განსხვავებულ ჭურჭლებში ჩაასხით. დააყენეთ ისინი სულ მცირე 2 საათი.ნედლი ჭარხალი შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას და უჯრედისს. წვენების შერევისას იხელმძღვანელეთ შემდეგი თანაფარდობით: 1/3 ჭარხლის წვენი, დანარჩენი 2/3 კი- სტაფილოს.
- ვაშლებისა და ლიმონისგან გამოწურეთ წვენი და დაუმეტეთ იგი მიღებულ კოქტეილს.როგორც ცნობილია, ლიმონი მდიდარია C ვიტამინით და იცავს იმუნიტეტს. ვაშლი კი უხვად შეიცავს ქოლესტერინის დამშლელ პექტინებს.
- წვრილად გახეხეთ ჯინჯერი და დაუმატეთ სასმელს. სამკურნალო ძირი ანორმალიზებს წნევას და აუმჯობესებს ჭამის მადას.
- კოქტეილი მიირთვით დღეში ერთხელ მაინც, უმჯობესია უზმოზე. დალიეთ საკვების მიღებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე.
- გახადეთ ეს ჯანსაღი წვენი თქვენი რაციონის განუყოფელი ნაწილი.
- გემრიელად მიირთვით, ჯანმრთელობას გისურვებთ!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს