ბებია მარიგებდა, რომ სახის კანის მოვლისთვის რეგულარულად მეკეთებინა შინაურული ნიღბები, რათა სიბერე ახლოსაც არ გამეკარებინა

1965

ბევრი ადამიანისთვის სახის კანის მოვლა ასოცირდება ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროცედურებსა და საშუალებებთან. სინამდვილეში, საჭირო საკვები ნივთიერებების პოვნა ბუნებრივ კომპონენტებშიც შეიძლება. მაგალითად,ჩვეულებრივი კვეცხის ცილაში. მოცემულ სტატიაში მოგითხრობთთ, თუ რა სასწაულების მოხდენა შეუძლია მისგან მომზადებულ ნიღაბს.

კვერცხის ცილისგან მომზადებული სახის ნიღაბი

ამ გამაახალგაზრდავებელ სახის ნიღბის მომზადება სწრაფად  შეიძლება სახლის პირობებში. დაგჭირდებათ ყველაზე მარტივი ინგრედიენტები, რომელიც ოჯახში თითოეულ დიასახლისს მოეპოვება. კანის ტიპის მიხედვით შეგიძლიათ შეცვალოთ ნიღბის შემადგენლობა.რითაა სასარგებლო კვერცხის ცილა სახის კანისთვის? იგი შეიცავს პროტეინებს და მიკროელემენტებს, რომლებიც კვებავს, წმენდს და აახლებს კანს. თუ ეძებთ ბიუჯეტურ და უსაფრთხო ლიფტინგ-საშუალებას, მაშინ აუცილებლად სცადეთ კვეცხის ცილის გამოყენება. ასეთი ნიღაბი ჭიმავს კანს და ასწორებს წვრილ ნაოჭებს.ამის გარდა, კვერცხის ცილა აცხრობს ანთებით პროცესებს, ეფექტურად ებრძვის გამონაყარს, გაფართოებულ ფორებს და ცხიმოვან ბზინვარებას. გთავაზობთ ცილოვანი ნიღბის რამდენიმე ვარიანტს სხვადასხვა ტიპის კანისთვის.

ცილოვან-ლიმონიანი ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის – ეს ნიღაბი აქრობს ანთებას და აახლებს კანს. ლიმონის წვენი შტოშით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ, რომელიც მსაგვსი თვისებებით ხასიათდება.

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხსი ცილა
  • 1ჩ.კ ლიმონის ან შტოშის წვენი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი ათქვიფეთ აქაფებამდე, შეურიეთ მას ლიმონის ან შტოშის წვენი.
  2. მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე 2-3 ეტაპად 4-5 წუთიან შუალედებში.
  3. ნიღაბი მოიშორეთ ჩაიში დატენიანებული ბამბის დისკებით, ასევე შეგიძლია ჩამოიბანოთ იგი ცივი წყლით.

ცილოვანი ნიღაბი სახამებლით პრობლემური კანისთვის – ნიღაბი შეიცავს ჩაის ხის ეთერზეთს, რომელსაც ანტისეპტიკური თვისებები აქვს. იგი აქტიურად ებრძვის მუწუკებს.

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხის ცილა
  • 1ს.კ სახამებელი
  • 2 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი

მომზადების წესი:

  1. ცილას შეურიეთ სახამებელი და ეთერზეთი.
  2. მზა ნიღაბი დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთი. მოიშორეთ იგი წყალში დატენიანებული სპინჯით ან ბამბის დისკით.

საკვები ცილოვანი ნიღაბი მშრალი კანისთვის – კვერცხის ცილისა და ალეოს წვენისგან დამზადებული ნიღაბი ტენით და ვიტამინებით აჯერებს სახის კანს. შედეგად, უმჯობესდება მისი რელიეფი და შეფერილობა.

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხის ცილა
  • 1 ჩ.კ ნუშის ზეთი (ქოქოსის ან ყურძნის)
  • 1ს.კ ალოეს წვენი

მომზადების წესი:

  1. პატარა თასში ათქვიფეთ კვერცხის ცილა, დაუმატეთ ზეთი და ალოეს წვენი.
  2. შეურიეთ ერთმანეთში ინგრედიენტები და დაიტანეთ სახის კანზე.
  3. გაიჩერეთ იგი დაახლოებით 10-15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

დამჭიმავი ნიღაბი კომბინირებული კანისთვის – თუ კომბინირებული ტიპის კანი გაქვთ, ეს ნიღაბი თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. იგი ჭიმავს კანს, აახალგაზრდავებს და აახლებს სახეს.

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხის ცილა
  • 1ჩ.კ ყურძნის ზეთი
  • 20გ სიმინდის ფქვილი

მომზადების წესი:

  1. ათქვიფეთ ცილა მის შესქელებამდე, დაუმატეთ ყურძნის წვენი და სიმინდის ფქვილი.
  2. კარგად შეურიეთ ერთმანეთს კომპონენტები და მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე. ერიდეთ თვალების გარშემო არსებულ მიდამოს.
  3. ნიღაბი გაიჩერეთ 10-15 წუთი, შემდეგ მოიშორეთ წყლით დატენიანებული ბამბის დისკით ან სპონჯით.

ცილოვანი ნიღაბი ბანანით ყველა ტიპის კანისთვის

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხის ცილა
  • ნახევარი ბანანი
  • 1ს.კ თაფლი

მომზადების წესი:

  1. ბანანის ნახევარი გასრისეთ ფაფისებრი კონსისტენციის მიღებამდე. დაუმატეთ მას ცილა და თაფლი.
  2. მიღებული ერთგვაროვანი მასა დაიტანეთ სახეზე და 10-15 წუთის შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს