ძველად სიძე ოჯახის საყრდენი იყო ხოლმე. პატარძალი ქმრის ოჯახში გადადიოდა საცხოვრებლად, სადაც ქმარი ოჯახის სრულუფლებიანი უფროსი იყო. გავიდა დრო და ყველაფერი შეიცვალა. ვეღარ გენება იმედი, რომ ქალიშვილის ქმარი უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელით. ბინის საკითხი სათუო საკითხია და ხშირად ყველაფერი პირიქით ხდება.ყველა მშობელი ვერ ახერხებს შეუძინოს შვილებს სახლი. ახალგაზრდა ოჯახს კი თავისი კუთხე სჭირდება. საკუთარი სახლი დიდი ფუფუნებაა ჩვენს დროში. ქალბატონ ვენერას სურდა თავისი ბინა ქალიშვილისთვის დაეტოვებინა, მაგრამ ეხლა უკვე ყოყმანობს – რამდენად ღირს ბინაში სიძის ჩაწერა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია:
მომავალი სიძე
“მე და ჩემი ქმარი სოფლიდან ვართ ჩამოსულები. ჩამოვედით სასწავლებლად და საბოლოოდ ნაქირავებ სახლში დავფუძნდით. დროთა განმავლობაში შევძელით კრედიტით ბინის ყიდვა. სოფლის სახლი მშობლებმა ჩემს დას დაუტოვეს, რადგან ის ბოლომდე მათ გვერდით იყო და უვლიდა.მე მომცეს მიწის პატარა ნაკვეთი, სადაც ქმართან ერთად უკვე 20 წელია სახლს ვაშენებთ. ყოველთვის ვოცნებობდით სოფლის სახლზე, დიდ სამზარეულოზე და გაშლილ ვერანდაზე, სადაც დილაობით ჩაის დავლევდით ხოლმე. კორპუსში ვიწროდ ვგრძნობდით თავს.მშენებლობის დასამთავრებლად ქმარს საზღვარგარეთ მოუწია სამუშაოდ წასვლა და წელიწადში ერთხელ ჩამოდის ხოლმე. ცოტა ხნის წინ ჩემს გოგოს ხელი სთხოვეს. დადგა საკითხი, თუ სად უნდა ეცხოვრათ ახალგაზრდებს.ნინო 25 წლის არის, დაამთავრა უნივერსიტეტი და მუშაობს, ისევე, როგორც მისი მომავალი ქმარი. სასიძოს ბინა არ აქვს, ამიტომ გადავწყვიტეთ, ქორწილამდე მშენებლობის დასრულება და ბინის ახალგაზრდებისთვის დატოვება.
შეხვედრა სიძის მშობლებთან – ერთი შეხედვით, სასიამოვნო ადამიანები ჩანდნენ, იღიმოდნენ და ქალიშვილს ეფერებოდნენ. ქორწილი მცირე ხნით გადავწიეთ, რომ ბინის გარემონტება მოგვესწრო. ამ დროს მძახალმა თქვა, რომ ისინი ახლგაზრდებს მანქანას ჩუქნიან, ჩვენ კი სახლს, რომელსაც ქალაქგარეთ ვაშენებდით.უცებ ელდა მეცა, რადგან არასოდეს მითქვამს ქალიშვილისთვის, რომ სახლის ჩუქებას ვაპირებდი, მითუმეტეს სიძისთვის. ჩვენ ვაპირებდით გვეჩუქებინა ბინა ქალაქში და საიდან მოიტანა სადედამთილომ ეს? ამან ძალიან გამანაწყენა. ამდენი წელი ვაშენეთ სახლი და ეხლა ვაჩუქოთ, არ ჯდება ეთიკის ფარგლებში. ვუთხარი, რომ ჩვენ ბინის ჩუქებას ვაპირებდით. მან კი ისევ გამიმეორა, ასეთია მოლაპარაკება: ჩვენ ვჩუქნით მანქანას, თქვენ კი სახლს. არ მესმის როგორ ველაპარაკო ასეთ ხალხს, ან რატომ ღებულობენ გადაწყვეტილებას ჩვენს მაგივრად?
რედაქციისგან: შეიძლება ძალიან კეთილი იყოს ადამიანი, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. გოგოს მშობლები ბინას რომ ჩუქნიან, დიდი გამართლებაა, ხოლო მძახლების ულტიმატუმს არანაირი ძალა არ აქვს და ყურადღება არ უნდა მიაქციონ. მთავარია, ახალგაზრდებს თავისი ბუდე ექნებათ და არ მოუწევთ ქირის ხარჯის გაღება. ალბათ, თავადაც მშვენივრად ხვდებიან, რამხელა საჩუქარია ეს. თქვენ როგორ მოიქცეოდით ქლბატონი ვენერას ადგილას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.