გამყიდველმა ნახევარი ბუტიკი ტანსაცმელი მომასინჯა, შევიძინე ქურთუკი ტინსულეიტით, დღემდე მადლიერი ვარ მისი.

166

ზამთრისთვის ქურთუკის შერჩევა სერიოზული საქმეა. მასზეა დამოკიდებული ჩვენი კომფორტი და სითბო ცივ დღეებში. იმისათვის, რომ ქურთუკმა გაგვათბოს და ქარისგან დაგვიცვას, საჭიროა მისი სწორად შერჩევა.

როგორი ქურთუკი შევარჩიოთ

ადრე ქურთუკის შემავსებელ შიგთავსად გამოიყენებოდა ორი სახის შემავსებელი: ნატურალური ბუმბული და სინტეპონი. ეს მასალა ა იყო პრაქტიკული და ხანგრძლივი რესურსის. გარეცხვის შემდეგ სინტეპონი ფუჭდებოდა, ამასთან ჰაერს არ ატარებდა და დისკომფორტს ქმნიდა.ეხლა გამოიყენება ახალი მასალები, რომლებიც უკეთესი ხარისხის არის. თანამედროვე შიგთავსი თბილი და თხელია, კარგად ატარებს ჰაერს, კომფორტული და თბილია ყველაზე ცივ ამინდშიც, ათბობს უკეთ, ვიდრე მასიური ბუმბულის ან სინტეპონის ქურთუკი.პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ქურთუკის შიგთავსების დეტალურად განხილვას. თითოეულ მათგანს აქვს თავისი უპირატესობა და ნაკლი.

  • იზოსოფტი (Isosoft) – ეს ყველაზე პოპულარული მასალაა. ის ძალიან მსუბუქი და თბილია. ათბობს სინტიფონზე ორჯერ მეტად, არ კარგავს ფორმას რეცხვის და წურვის დროს. ამასთან კარგად ნიავდება და სუნთქავს.
  • ტინსულეიტი (Thinsulate) – ეს სახეობაც პოპულარობით სარგებლობს. მისი ბოჭკოები ათჯერ უფრო მკვრივია ადამიანის თმაზე. მისი უპირატესობა ის არის, რომ შეუძლია სითბოს შენარჩუნება ნაკლებ სისქეში. სითბოსთვის და კომფორტისთვის მისი თხელი ფენაც საკმარისია.
  • თერმოლაითი (Thermolite) – ეს სინთეტიკური ბოჭკო იდეალურად უმკლავდება ტენიანობას ტანსაცმელზე და არ იწოვს მას. მალე შრება დასველების შემთხვევაში და ინარჩუნებს სითბოს. არ ითელება რეცხვის დროს და მალე უბრუნდება თავის ფორმას.
  • პრიმალოფტი (PrimaLoft) – პრიმალოფტი – არის დამათბობელი პოლიეთერული ბოჭკოსგან. აქვს კარგი თერმოიზოლაციური თვისება. ქმნის ჰაერის თბილ ფენას. ის იმდენად მკვრივია, რომ ხელს უშლის ტენის შეღწევას, იცავს ქარისგან და ამასთან “სუნთქავს.
  • ჰოლოფიბერი – ეს არის სინტეფონის დახვეული ბოჭკო, სილიკონის მაღალი შემცველობით. გვხვდება სხვადასხვა დასახელებით – თერმოფაიბერი, ბიობუმბული, ჰოლოფანი, ფაიბერტეკი. ყველა შემთხვევაში გამოიყენება დამზადების ერთი ტექნოლოგია. მიმსგავსებულია ცხოველის ბეწვთან, ამიტომ მასალა არის მსუბუქი და თბილი.
  • ტოპსფილი (Topsfil) – ტექნოლოგიურად მოსახერხებელი დამათბობელია, რომელიც თავისი სტრუქტურის დამსახურებით, მარტივად უმკლავდება დაბალ ტემპერატურას. ატარებს ჰაერს და არ ხუთავს სხეულს. არის მსუბუქი და ჰაეროვანი. ამიტომ გამოიყენება ბავშვების ტანსაცმლისთვის. რეცხვის შემდეგ მალე უბრუნდება თავის ფორმას.
  • სინტეპონი – ეს არის სინთეტიკური ბოჭკო დიდი მოცულობით. მისი ნაკლი ის არის, რომ ფუჭდება რეცხვის დროს, ითელება და კარგავს ფორმას. ბოლო პერიოდში სინტეფონს დაუმატეს სხვა მასალები, რამაც გააუმჯობესა მისი ხარისხი.
  • მემბრანა – მემბრანა – მრავალშრიანი მასალა, რომელიც მიკრულია ზედა ქსოვილზე სპეციალური ტექნოლოგიით. არ ატარებს წყალს და გამოიყენება სპორტულ ტანსაცმელებში, განკუთვნილია აქტიური დასვენებისთვის. თუმცა, ყინვაში ვერ უზრუნველყოფს სრულ სითბოს. ათბობს სხეულიდან გამოყოფილი ჰაერის ხარჯზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს