როდესაც იმპულსური ნაყიდი დანაშაულის შეგრძნებას იწვევს, ძალიან ცუდი. ადამიანი იწყებს საკუთარი ქცევის გამართლებას და თუ ვერ იპოვის, სინდისი ღრღნის. სამწუხაროდ, ამან შეიძლება უფრო სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანოს.პაპარაცის დღევანდელი სტატიის გმირი სწორედ ასეთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ ედის დახმარებით გააცნობიერა, რამდენად მნიშვნელოვანია იყო ბედნიერი დღეს და ახლა. რა მოხდა და რატომ შეცვალა ერთმა იმპულსურმა ქცევამ ერთხელ და სამუდამოდ ქალის ცხოვრება? ამის შესახებ წაიკითხავთ სტატიაში.
იმპულსური ყიდვა
“შემოდგომის დასაწყისში ვიყიდე ძვირფასი პალტო. ვიცი, რომ ეს იმპულსური ყიდვა იყო, მაგრამ სხვანაირად იმ წუთში არ შემეძლო მოქცევა. დიდი ხანია მინდოდა ხარისხიანი ჩასაცმელი, უკვე 5 წელია ძველი პალტოთი დავდივარ.რამდენჯერაც დავაპირებდი ყიდვას, ბავშვები და ქმარი მახსენდებოდა და ვერ ვიმეტებდი. ვფიქრობდი, რომ თუ ჩემთვის ფულს დავხარჯავდი, ოჯახს მოვაკლებდი. ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი პირველ რიგში მათზე მეზრუნა.მე და ჩემს ქმარს დაბალი ხელფასი გვაქვს, მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისთვის გვყოფნის. ფუფუნების საგნებზე საერთოდ ვერ ვფიქრობთ და მის გარეშე გავდივართ.იმ დღეს ყველაფერი სხვანაირად იყო. სამსახურიდან ბედნიერი ვბრუნდებოდი, რადგან ხელფასი და პატარა პრემია ავიღე. გზად იმ ვიტრინასთნ ჩავიარე, სადაც ჩემი საოცნებო პალტო ეკიდა. ვიფიქრე, მოვისინჯავ მაინც და შევედი ბუტიკში. კონსულტანტმა შესაფერისი ზომა შემირჩია და რომ ჩავიცვი, უამრავი კომპლიმენტიც მითხრა.და მე ეს გავაკეთე. ვიყიდე ძვირფასი პალტო და მთელი ფული რაც მქონდა გადავიხადე. გზაში სინდისის ქენჯნა დამეწყო: “ბავშვებზე არ უნდა მეფიქრა, ავად რომ გახდნენ, წამლის ფულიც აღარ მაქვს.” არ ვიცი, რატომ ვიწვალებდი თავს, მაგრამ ვერ ვჩერდებოდი.
დედის სიბრძნე – იმდენად ცუდად ვიყავი, რომ გადავწყვიტე დედასთან გამევლო და დავლაპარაკებოდი. ჩემდა მოულოდნელად, დედამ პალტოს ჩაცმა მთხოვა. როდესაც ჩავიცვი, სიხარულით მითხრა, რომ ძალიან მიხდებოდა.მეგონა, გამკიცხავდა და პალტოს დაბრუნებას მირჩევდა სანამ გვიანი არ იყო. “შვილო, ნუ იდანაშაულებ თავს, ეს უბრალოდ ტანსაცმელია, ფული კი – წყალი. თუ ის შენ ბედნიერს გაგხდის, ნურაფერზე იდარდებ. შენს შვილაებს არაფერი მიაკლდებათ ლამაზი და ბედნიერი დედა რომ ეყოლებათ.”ვერც კი წარმოიდგენ, რამდენ რამეს ვნანობ. მაგრამ რა აზრი აქვს? ეხლა მოვხუცდი და აღარაფერი მიხარია. ჩვენი ბედნიერება სხვაზეც ისახება, ჰოდა ასე განაგრძე!”დედა მალე გარდაიცვალა, მაგრამ მან შეძლო ერთი მთავარი სიბრძნის გადმოცემა: მთავარია, იყო ბედნიერი აქ და ახლა, ხვალ შეიძლება საერთოდ აღარ იყოს… ამ პალტოს ყიდვის შემდეგ თითოეული დღე მიხაროდა. ეხლა სხვა თვალით ვუყურებ ყველაფერ მატერიალურს და აღარ ვაძლევ იმხელა მნიშვნელობას, რამდენსაც ადრე.მადლობა, დედა!
რედაქციისგან: ერთი შეხედვით, იმპულსური ყიდვა შეიძლება ცხოვრების გაკვეთილად იქცეს. რა თქმა უნდა, რაც მოგვინდება, ყველაფერში ფული არ უნდა ვყაროთ, მაგრამ მთელი ცხოვრება გაატარო სინანულში და სინდისის ქენჯნაში – არ ღირს.საინტერესოა, რას ფიქრობ ამ საკითხზე? ყოფილხართ ჩვენი გმირის მსგავს მდგომარეობაში? გაგვიზიარეთ კომენტარებში.