სიღარიბის დონის შემცირება ყველა იმ ადამიანის საზრუნავია, ვისაც უკეთესი ცხოვრება უნდა. სამწუხაროდ, “წარმატების გზები”, რომლებსაც ექსპერტები პროპაგანდირებენ, ნაკლებად ეფექტურია. შემთხვევათა უმრავლესობაში მამოძრავებელ ძალად იღბალი რჩება და არა მოთმინება თუ დაუღალავი შრომა.
სიღარიბის დონის შემცირება
მღვდელმსახური დარწმუნებულია, რომ სიღარიბე იმ ადამიანების თანმდევია, რომლებიც უღირსად იქცევიან. პირველ შემთხვევაში ეს მაშინ ხდება, როცა ხალხი ფულს სესხულობს, ხშირად კი მსესხებელს თანხას უკან აღარ უბრუნებს.მოდით, ცოტა განვავრცოთ ეს მომენტი. ფულს უმეტესად ისეთი ადამიანები იცავენ, რომლებიც თანხას ვერ ზოგავენ, საკუთარ ფინანსურ დინებას არ აკვირდებიან. მოვალეების შემოსავლები და ხარჯები ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ ისინი იძულებულნი ხდებიან გააფორმონ კრედიტები ან აიღონ ვალები.ასეთ ადამიანებს ვურჩევდით, რომ ყურადღებით გააკონტროლონ თითოეული დახარჯული ლარი. ჩეიწერეთ უბის წიგნაკში ან ტელეფონში შემოსავლები და გასავლები. ამ შემთხვევაში ზუსტად გეცოდინებათ, თუ სად მიდის თქვენი ფული.მეორე რიგში, მღვდელი ასახელებს მათ, ვინც სხვის კუთვნილებას ისაკუთრებს. არაკეთილსინდისიერად ნაშოვნი ფული ჯიბეს წვავს. საქმე არ ეხება ეზოთერიკულ ან რელიგიურ დადგენილებებს. ადამიანმა, რომელმაც დაუკითხავად აიღო სხვისი ფული, ჩვეულებრივ, მშვიდად ვეღარ აგრძელებს ცხოვრებას. ის ნერვიულობს და თანხას ზედმეტი ფიქრების გარეშე ვერც კი ხარჯავს. ყველაფერ ამას იგი სავალალო შედეგებამდე მიჰყავს ფსიკიქური პრობლემების სახით. მოპარულ ფულს ბედნიერება არ მოაქვს.
მუშაობა და დასვენება – მამაო გმობს კვირა დღეს მუშაობას. – ყოველთვის დაიცავით ბალანსი შრომასა და დასვენებას შორის. ადამიანები საყვარელი საქმის კეთებისას ზოგჯერ გადაიწვებიან ხოლმე, შინაგანი რესურსის მარაგი ეწურებათ. გონივრული იქნება, თუ მუშაობისა და დასვენების დღეებს გადაანაწილებთ.არ დაგავიწყდეთ, რომ საკუთარ სხეულზე ზრუნვა მაღალი შრომისუნარიანობას განაპირობებს. სხვა სიტყვებით, თუ ყურადღებას აქცევთ კვებას და ფიზიკურ აქტივობებს, მაშინ ორგანიზმი თქვენი მადლიერი იქნება.
ჯანმრთელობა ყველაფერზე მნიშვნელოვანია – ბევრი ადამიანი მსხვერპლად იღებს საკუთარ ჯანმრთელობას ფულის გულისთვის. ისინი შორს არ იხედებიან. გვერწმუნეთ, სპეციალისტები ტყუილად არ გვირჩევენ ვარჯიშს ან საღამოს დასვენებას. ყველაფერი იმისთვისაა საჭირო, რომ თქვენი ორგანიზმი გადაიტვირთოს და მომდევნო დღისთვის მოემზადოს.ახლა ვისაუბროთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტზე, რომელსაც ადამიანები ხშირად უგულებელყოფენ. შეგიძლიათ თქვენი ცხოვრებიდან ყველაფერი გამორიცხოთ, გარდა ძილისა. ხანმოკლე და უხარისხო ძილი შესაძლოა სიღარიბის მიზეზიც გახდეს. მაგალითად, ვეღარ შეძლებთ საქმიან დავალებაზე კონცენტრირებას და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება გაგიჭირდებათ.
არ დაგავიწყდეთ ეს მარტივი რჩევები და გახსოვდეთ, რომ სიღარიბეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაამარცხებთ, თუ ფინანსურ კეთილგონიერებას გამოიჩენთ და პრიორიტეტებს სწორად გადაანაწილებთ.