40 წლის ასაკში ჯერ სიბერეზე არ ვფიქრობდით, ავაშენეთ მოხუცისთვის მოუხერხებელი სახლი.

388

თუ არის სახლის აშენების საშუალება, ააშენე. საკუთარ სახლში ცხოვრება, რომელიც შენი საჭიროების მიხედვით არის დაპროექტებული, ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ ამის გაკეთება საკმაოდ ძვირია. საკუთარი სახლი – ეს არ არის უბრალოდ ჭიშკარი, კარი და განათებული ქოხი. სიბერეში მეტი კომფორტი გჭირდება ადამიანს.თუ გადაწყვეტ ერთდღიანი ტრენდების გამოყენებას და მხოლოდ პოპულარულ მასალას მიანიჭებ უპირატესობას, იმედი გაგიცრუვდება. ასეთ მნიშვნელოვან საკითხს უფრო ყურადღებით უნდა მიუდგე და გათვალო მისი ფუნქციები მომავალში. ფართობი, სართულების რაოდენობა, ნაკვეთის ზომა – საკმაოდ მნიშვნელოვანია.

კარიბჭე კარით

ჩვეულებრივ, როდესაც საკუთარ სახლზე საუბრობენ, იხსენებენ იმას, თუ როგორ იღლება ადამიანი ქაოსისგან და ქალაქის ხმაურისგან, მტვრისგან, უჰაერობისგან. სახლი ქალაქიდან მოშორებით საუკეთესო გამოსავალია – სოფელში, რაიონში, ან თუნდაც ტყეში.კარგით, ეს გავარკვიეთ, მაგრამ საუბარი არ არის ახალგაზრდა ასაკზე. როდესაც 60 წელს გასცდები და ადამიანების გარემოცვა ისე აღარ გაგაღიზიანებს, უფრო მეტად დაგჭირდება ქალაქის ინფრასტრუქტურა, მაღაზიები, კლინიკები, საავადმყოფო, სანტექნიკა, სხვადასხვა მომსახურება, რა უნდა ქნა ამ დროს?ან კიდევ: გვინდა დიდი ნაკვეთი, რათა მოვიყვანოთ ჩენი ბოსტნეული, მერე დავხუფოთ, შევინახოთ ზამთრისთვის და ზამთარში ეს ყველაფერი მივირთვათ… ოცნებაა!ყველამ იცის, რომ მიწაზე მუშაობა – დასვენება და სიამოვნება – ერთად არ გამოდის და მითია. იმისათვის, რომ ნაკვეთი იყოს ლამაზი, მოვლილი, დარგოთ მცენარეები, ამისთვის უამრავი დრო და ენერგია დაგჭირდება. თ მიწას გამოიყენებ, კიდევ მეტი შრომის გაწევა მოგიწევს. იდეა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ არა ჯანმრთელობის ხარჯზე.რისთვის უნდა ააშენოთ დიდი სახლი? ცოლ-ქმარს ამხელა შენობა არ სჭირდება, ხოლო შვილები მაინც წავლენ რომ გაიზრდებიან. ასაკში შესულ მეპატრონეებს კი დიდი ფართის მოვლა გაუჭირდებათ. საჭირო იქნება შეკეთება, დალაგება, გადასახადების გადახდა. თუ სახლი ორ სართულიანია, კიდევ უარესი. ხანში შესული ადამიანისთვის კიბეზე სიარული თანდათან უფრო რთული გახდება.მშენებლობა ჯობია დაიწყო საბაზისო, ყველაზე ხარჯიანი ნაწილით. თანხა მაქსიმალურად სწორად უნდა გადაანაწილო.მაგალითად, ბუნებრივი აირი. ის აუცილებლად გასაკეთებელი ნაწილია. გარეუბნის სახლში გასათბობად მოხუცებისთვის ის უფრო კომფორტულია, ვიდრე შეშის ან ნახშირის ზიდვა.არ არის სასურველი, რომ სახლში იყოს რამე თანამედროვე სმარტ მექანიზმი. ის მუდმივ განახლებას და შეკეთებას საჭიროებს. ამიტომ არ უნდა დაუშვათ, რომ მცირე ნაწილის დაზიანების გამო რაღაც მნიშვნელოვანმა ნაწილმა ფუნქციონირება შეწყვიტოს.

საჭიროა პატარა სათავსო სათადარიგო ნივთებისთვის, რათა დაზიანების შემთხვევაში, არ დაგჭირდეს ქალაქში სირბილი და მაშინვე შეცვალო ის. რაც შეეხება კარიბჭეს და კარს. ის აუცილებლად შიგნით უნდა იღებოდეს. მაგალითად, თუ ღამით მოთოვს, მის გაღებას ვერ შეძლებ, თუ არ მოასუფთავებ.თუ სახლი იქნება საიმედოდ მოწყობილი და პრაქტიკული, მის გაყიდვას უპრობლემოდ შეძლებ. თქვენ როგორ სახლს ანიჭებთ უპირატესობას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს