მშრალი ჰაერი შენობაში ბევრი საფრთხის შემცველია. მიუხედავად იმისა, თუ დისკომფორტს არ გრძნობთ, თქვენი ორგანიზმი პასიურად ზიანდება, ეს ეხება კანს, თვალებს, სასუნთქ გზებს. როგორ დავატენიანოთ ოთახი ძალიან სწრაფად? მოცემულ სტატიაში ამ საკითხს ჩავუღრმავდებით.ზოგიერთი ოთახის მცენარე დამოუკიდებლადაც უმკლავდება სახლში მშრალ ატმოსფეროს. ამისათვის მას მოვლა სჭირდება. დამატებით, ყვავილები ალამაზებენ ინტერიერს და უმაღლებენ განწყობას მოყვარულ მებაღეებს.
როგორ დავატენიანოთ ოთახი?
მშრალი ჰაერის სიმპტომები – თუ ადამიანი ატარებს კონტაქტურ ლინზებს, ჰაერის გამოშრობამ შეიძლება გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება და სიწითლე, მუდმივი დაღლილობა. გექნებათ შეგძნება, თითქოს თვალებში მტვერი შეგეყარათ. რთულ შემთხვევებში ჩნდება “მშრალი თვალის სინდრომი”.ასევე მშრალი ატმოსფერო იწვევს კანის სწრაფ დაბერებას, იგი კარგავს ელასტიურობას, იწყებს აქერცვლას, განსაკუთრებით, ცხვირის მიდამოში.ასევე არსებობს ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის გამოშრობის შანსიც, სუნთქვა მძიმდება, შესაძლოა განვითარდეს ქრონიკული სურდო და პერიოდული სისხლდენები ცხვირიდან, ქვეითდება იმუნიტეტი. არსებობს ბრონქული ასთმის ან ალერგიების აღმოცენების რისკიც.
ჰაერის დამატენიანებელი მცენარეები
- აგლაონემა – ჰაერის დატენიანებასთან ერთად ეს მცენარე ამცირებს მავნე ბენზოლის რაოდენობას, რომლიც გამოიყოფა სხვადასხვა სახის პლატსმასისგან და იაფიანი ავეჯსიგან გამოიყოფა. აგლაონემა უძლებს გვალვებსაც კი და საერთოდ არ საჭროებს მზის სხივების ხანგრძლივ ზემოქმედებას.
- სანსევიერია – ეს მარადმწვანე მრავალწლიანი მცენარე გამოყოფს ჟანგბადს ღამეშიც კი. მას უყვარს მზე და ხშირი მორწყვა, სჭირდება ზომიერზე მეტად მოვლა.
- დრაცენა მარგინატა – დრაცენა მარგინატა ლამაზი დეკორატიული მცენარეა. იგი მოგვაგონებს პატარა პალმის ხეს და ოთახში საოცარ მყუდროებას ქმნის, ასევე ატენიანებს და წმენდს ჰაერს. მას უყვარს გაფანტული მზის შუქი, ამიტომ სჯობს ქოთანი ფარდების უკან დადგათ.
- ბამბუკის პალმა – იდეალური ვარიანტია კერძო სახლისთვის. ბამბუკი პალმებს ძალიან უყვართ თბილი ამინდები და სიამოვნებთ დაბალი განათება. მცენარე ნელა იზრდება, ამიტომ ტოტების ხშირი შეჭრა არ მოგიწევთ. იმისათვის, რომ ბამბუკის პალმა სიმეტრიულად იზრდებოდეს, ქოთანი დროდადრო უნდა შემოაბრუნოთ თავისი ღერძის გარშემო.
- სპარმანია – ეს მცენარე მალევე შეიძლება გაიზარდოს 1,5მ სიმაღლეში. მასაც ძალიან უყვარს გაფანტული შუქი, დიდი ფოთლების წყალობით იგი ოთახს ჟანგბადით ავსებს. უჩვეულო ყვავილები კი გაახარებს თვალს ზამთრის პერიოდში. ეს ყველაზე მომთხოვნი მცენარეა ჩვენს სიაში, თუმცა ეს ამად ნამდვილად ღირს!
რედაქციისგან: დატენიანებული ჰაერი, განსაკუთრებით კი იქ, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებთ, ძალიან მშნივნელოვანია. ის პასუხისმგებელია თქვენს ჯანრთელობასა და თვითგანწყობაზე. მაშ, რატომ არ უნდა დახარჯოთ ცოტაოდენი დრო და ენერგია სახლის ატმოსფერო გაუმჯობესებაში? დარგეთ სასარგებლო მცენარე და მოუარეთ მას.