ორქიდეები მრავალი წელი იქნებიან, თუ კვებავთ ნივრით და სწორად გაამრავლებთ.

203

ორქიდეა პრეტენზიული მცენარეა, მაგრამ ჭეშმარიტად ლამაზი. ის იმდენად მშვენიერია, რომ ადამიანები მთელ აივანს უთმობენ ამ ყვავილის ნერგებს. დღეს პაპარაცის რედაქცია გასწავლით ორქიდეების გამრავლების წესებს.

როგორ გავამრავლოთ ორქიდეა

ეს ტროპიკული ლამაზმანი საკმაოდ სიცოცხლისუნარიანია ძლიერი ფესვთა სისტემის დახმარებით, მაგრამ ზამთარში მისი გადარგვა არ შეიძლება. ამისთვის კარგი დროა გაზაფხული. ორქიდეას გამრავლება ხდება 29 გრადუს სითბოში, ჰაერის ტენიანობით 70%-მდე.გასამრავლებლად არჩევენ ორქიდეას, რომლის ასაკი მინიმუმ 2 წელია. თუ მცენარე ჯანსაღია, ძლიერი და არ არის დაზიანებული მავნებლებისგან, შეგიძლიათ გაამრავლოთ, კარგად დაათვალიერეთ მცენარის ფესვები – არ უნდა იყოს მწერები, ლორწოვანი, ფოთლები უნდა იყოს ხასხასა მწვანე.არსებობს გამრავლების 5 კლასიკური მეთოდი. ვეგეტატიური – უნდა გამოირჩეს ფესვები ისე, რომ თითოეულ ნაწილზე დარჩეს 3 ბოლქვი. მოაყარეთ დაფხვნილი ნახშირი და ჩარგეთ მიწაში. პირველი სამი დღე აუცილებელია ფოთლების დანამვა, მაგრამ არ შეიძლება მორწყვა.

კალმით გამრავლება ყველა სახეობისთვის არ გამოდგება. ნერგებისთვის იყენებენ მცენარის გვერდითა წანაზარდებს, რომელსაც რამდენიმე ნაწილად ჭრიან. შემდეგ კალმებს ათავსებენ ტენიან ნიადაგში და ასათბურებენ პოლიეთილენის პარკით ან პლასტმასის თავსახურით. ყოველ მეორე დღეს რწყავენ. გადარგვა შეიძლება როცა ნერგები 4 სმ. მიაღწევენ.შესაძლებელია ყვავილით გამრავლებაც. მას ანაწევრებენ ისე, რომ თითოეულ ნაწილზე თითო თესლი მოხვდეს. აფესვიანებენ წყლიან ჭურჭელში. თესლით გამრავლება დიდ მოთმინებას მოითხოვს, რადგან ყველაზე ხანგრძლივი და შრომატევადი საქმეა.

ორქიდეის დაფესვიანების უცნაური ხერხები

  • კარტოფილი – შეგიძლიათ მოწყვიტოთ ფოთოლი ორქიდეას და ჩარგოთ კარტოფილში. მასში არის ენი და სახამებელი, რაც ასტიმულირებს ფესვებს. თუ კარტოფილს შემოახვევთ ხავსს, ფესვები უკვე 2 კვირაში გამოჩნდება. ასევე შეგიძლიათ ჩარგოთ ღრუბელზე, რომელიც ნახევრად წყალში იქნება. მცენარე მიიღებს საჭირო სითხეს და მალე გამოიღებს ფესვს.
  • ბანანი – იდეალური საკვები და დასაფესვინებელი საშუალებაა. მისგან ამზადებენ სასუქს ქოთნის ყვავილებისთვის. ბანანის რბილობში ჩაარჭეთ ორქიდეას ტოტი, შემოახვიეთ ხავსი სფაგნუმით 14-20 დღე. შემდეგ გადარგეთ მიწაში.
  • ცვილი – ნერგი შეგიძლიათ დაამუშავოთ გამდნარი ცვილით. უმჯობესია, ნატურალური, თაფლის სანთელი. შემდეგ მოათავსეთ პატარა, ხავსიან  ჭურჭელში, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი. დრო და დრო მიასხურეთ წყალი და გაანიავეთ.
  • ხის მორი – საუკეთესო იდეაა ორქიდეის გასამრავლებლად და დეკორისთვის. ამისთვის დაგჭირდებათ ხის ლამაზი პატარა მორი, ყვავილი, ძაფი და ხავსი. ამოავლეთ ყვავილი ნახშირში და მიამაგრეთ მორზე. ყველა მხრიდან შეფუთეთ ორქიდეა ხავსით და ქოქოსის ქერქით. პერიოდულად მიასხურეთ წყალი.

ორქიდეას გამრავლების პროცესი დიდ ყურადღებას მოითხოვს. როდესაც  შენი ნაშრომი შედეგს გამოიღებს და ნერგები გაიხარებს, უდიდესი სიამოვნება იქნება. თქვენ როგორ ამრავლებთ ორქიდეას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს