შემთხვევით გავიგე ის, რის დამალვასაც ცდილობდა ჩემი მძახალი, სინდისთან გარიგებაზე წასვლა მომიწია.

3608

ძველმა რომაელმა პოეტმა ოვიდიუსმა ერთხელ თქვა: “სუფთა სინდისს არც სიცრუის ეშინია, არც ჭორების”. ალბათ, დაგვეთანხმებით, რაც უფრო ნამუსიანია ადამიანი, მით მეტად მშვიდად ცხოვრობს იგი. ის არ ჯავრობს, თუ რას იტყვიან მასზე გარშემომყოფები, რადგან არაფერში შეიძლება მისი გამოაშკარავება ან განსჯა.თუმცა ასე ყოველთვის არ ხდება, თითოეულ ჩვენგანს შეიძლება ჰქონდეს საიდუმლოებები. მოცემული ისტორიის გმირის კარადაში ერთი ჩონჩხი ინახება, წარსულში მან არაერთმნიშვნელოვანი საქციელი ჩაიდინა და საკუთარ სინდისს უღალატა.

სუფთა სინდისი

“ჩემს ვაჟს 17 წლის ასაკში მეზობლის გოგონა შეუყვარდა. ისინი სკოლაშ და უნივერსიტეტშიც ერთად სწავლობდნენ. მათი სიყვარულის ისტორია ყოველთვის ზღაპრული მეგონა. ნატო- წესიერი და კეთილი გოგონაა, მას შესანიშნავი მშობლები ჰყავს. კიდევ რა შეიძლება უსურვოს დედამ თავის ვაჟს? ზაფხულის სესიიდან სახლში დაბრუნების შემდეგ ახალგაზრდებმა სიახლე მახარეს: ნატო ორსულად იყო. პავლემ სწავლისთვის თავის დანებება და მუშაობის დაწყება მოისურვა. მე და ჩემს მეუღლეს ეს იდეა არ მოგვვეწონა, თუმცა შვილის გადაწყვეტილებას წინ არ აღვუდექით.ახალგაზრდებს მოკრძალებული ქორწილის გადახდა სურდათ, რაშიც მშობლების იმედი ჰქონდათ. დროდადრო მე და ჩმი მეუღლე მძახლებს ვსტუმრობდით ხოლმე გარკვეული საკითხების განსახილველად. იმ დღეს მათი წინასწარ გაფრთხილება დამაციწყდა მისვლასთან დაკავშირებით.როცა ნატოს სახლის ჭიშკარს მივუახლოვდი, მისი მშობლების შეშფოთებული საუბარი მომესმა. დედამისი თავის ქმარს ეკითხებოდა: “რა მოხდება, თუ პავლე ყველაფერს მიხვდება? რა გავაკეთოთ, თუ ბავშვი დედ-მამას არდაემსგავსება?” მძახალი კი ცოლს პასუხობდა: “ქეთი, ახალგაზრდებს ცხოვრებას ვერ დავუნგრევთ. რაც ნატოს დაემართა, უბრალოდ შეცდომაა. პავლეს იგი მთელი გულით უყვარ, ყველაფერი კარგად იქნება!”

ყველაფერი დაფარული ცხადი ხდება?  – მაშინვე სახლისკენ გავბრუნდი, მათ არ შევუმჩნევივარ. ქმრისთვის ამის მოყოლა არ მინდოდა, არ ვიცი, მას რა რეაქცია ექნებოდა. ამ საკითხზე პავლესთან დალაპარაკებაც არ იყო კარგი იდეა. გადავწყვიტე ღამით დავფიქრებულიყავი და დილით მიმეღო გადაწყვეტილება.მომდევნო დღეს ამაფორიაქებელი ფიქრები მაწუხებდა. საღამოს დედა მესტუმრა. როგორც გაირკვა, მას ჭიშკართან შემჩნეული ვყავი. მან მაგიდაზე ფულით სავსე კონვერდი დამიდო და თანხა დუმილის სანაცვლოდ შემომთავაზა.ქეთის გავხედე და კონვერტი ავიღე. დიახ, საკუთარ თავსა და სინდისზე გადავიჯება მომიწია. განა ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არაა? ბავშვი ხომ არაფერშია დამნაშავე? მძახლების ფულით ახალგაზრდებს კარგ ქორწილს გადავუხდით. თანხის ნაწილით მათ ბინა გავურემონტეთ.მას შემდეგ 5 წელი გავიდა. ნატოს მე-2 შვილი შეეძინა და ახლა უკვე ორ შვილიშვილს ვზრდით. ვცდილობ ის ავბედითი დღე აღარ გავიხსენო. პავლე და ნატო ჰარმონიაში ცხოვრობენ. გამოდის, რომ სწორად მოვიქეცი!”

რედაქციისგან: მთავარი გმირის საქციელი ბევრნაირად შეიძლება შეფასდეს. ვიღაც იტყვის, რომ რძლის ღალატი დამალა, რითაც საკუთარ შვილს უღალატა. ვიღაც დარწმუნებული იქნება, რომ ეს ტყუილი სასიკეთო მიზანს ემსახურება, რათა ახალგაზრდა ოჯახში ყველაფერი დალაგდეს.თქვენ როგორ მოიქცეოდით პავლეს დედის ადგილზე? გაგვიზიარეთ მოსაზრებები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს