თითოეული ადამიანი ვარაუდობს, რომ ოროვანდის შესახებ ყველაფერი იცის. ოროვანდი ნამდვილად გავრცელებული მცენარეა, მაგრამ მისი სამკურნალო თვისებების შესახებ ყველამ არ იცის. უფრო ზუსტად, იციან, მაგრამ ნაკლებად იყენებენ. ოროვანდი საკვები მცენარეა და თავისი თვისებებით ბევრ ბოსტნეულის კულტურას აჭარბებს, მაგრამ სუფრაზე არ გააქვთ…
ოროვანდი(Arctium lappa) ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ინულინს, პროტეინს, ეთერის ზეთს, ლორწოვანს, მთრიმლავ ნივთიერებებს, სხვადასხვა ცხიმოვან მჟავებს, ასკორბინის მჟავას, გლიკოზიდ არქტინს და…
მას ცალ-ცალკე ფესვებისა და ფოთლებისგან ამზადებენ, შემდეგ ურევენ. შესანიშნავი სამკურნალო საშუალება გამოდის. მომზადების მეთოდი ჩვეულებრივია: ნედლი მასალა ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ და წვენი გაწურეთ. დარჩენილ მასას 1,5-2 საათით წყალი დაასხით და კვლავ გაწურეთ. ორივე პორცია წვენი აურიეთ, თანაბარი პროპორციით ანადუღარი, გაგრილებული წყალი დაუმატეთ, სტერილურ ჭურჭელში ჩაასხით და 1 წელი 0-დან +40 გრადუსამდე ტემპერატურაზე შეინახეთ. თავსახური მჭიდროდ არ დაახუროთ.
ოროვანდის წვენს ნაღვლმდენი, შარდმდენი, ანტიბაქტერიული, ოფლმდენი, ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატოიდული მოქმედება აქვს. ის ცილების ათვისებაზე პასუხისმგებელი ფერმენტების წარმოებას, ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს, ღვიძლში გლიკოგენის შემცველობას ზრდის, ალერგიის საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ახალწარმონაქმნის გაჩენას და კისტის ზრდას აფერხებს.
ოროვანდის გამოყენების რამდენიმე რეცეპტი:
- სხვადასხვა წარმოშობის ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი. 1 ს/კ ოროვანდის წვენი დღეში 3-5-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე დალიეთ. კურსი – 1 თვე. კურსი 1 თვიანი შესვენების შემდეგ გაიმეორეთ. სულ 3-5 კურსი ჩაიტარეთ. შეგიძლიათ თანაბარი პროპორციით ოროვანდი, ბირკავა, პიტნა და კრაზანა აურიეთ და 2 ჩ/კ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე დალიოთ. კურსი – 1,5-2 თვე.
- ღვიძლის ციროზი. ციროზის სამკურნალოდ ბალახების ნარევის ნაყენი გამოიყენეთ, რომელიც თანაბარი პროპორციით აღებულ ოროვანდის, სტაფილოს, ძიძოს, ჭინჭრის, ფარსმანდუკის და შვრიის წვენს შეიცავს. 1 ჭიქა ნაყენს 1-2 ს/კ ციროზის მიქსტურა დაუმატეთ და დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. ასევე 1 ჩ/კ ყვავილების და ფიჭვის მტვერი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე მიიღეთ. კურსი -1,5-2 თვე. სულ 4-6 კურსი ჩაიტარეთ.
- გასუქება. თუ ეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემცირებასთან არის დაკავშირებული, ასეთი რეცეპტი გამოიყენეთ. 2 ნაწილი ოროვანდის წვენი, 2 წვენი შვრიის წვენი და 1 ნაწილი ცეცხლეკალა აურიეთ. 1 ს/კ ნარევი 100 მლ წყალში გახსენით და ჭამამდე 1 საათით ადრე დალიეთ. თუ გასუქება ყაბზობით არის გამოწვეული შემდეგი რეცეპტი გამოიყენეთ: 3 ნაწილ ოროვანდის წვენს, 1 ნაწილი ხეშავი, 2 ნაწილი შავი ანწლი და 0,5 ნაწილი აბზინდა აურიეთ. 1 ს/კ ნარევი 150 მლ წყალში გახსენით. ერთი პორცია დილით, უზმოზე, ჭამამდე 1 საათით ადრე დალიეთ, ხოლო მეორე – საღამოს, ძილის წინ. კურსი – 1 თვე.
- გასტრიტი და წყლულოვანი დაავადება. 2 ნაწილი ოროვანდის წვენი და 2 ნაწილი კრაზანა, ასევე 1 ნაწილი პიტნის, კარტოფილის, სტაფილოს და კომბოსტოს წვენი აურიეთ. 2 ს/კ ნარევი თბილი სახით დღეში 4-5-ჯერ, 1 თვის განმავლობაში დალიეთ. რეკომენდებულია გაზრდილი მჟავიანობის გასტრიტის დროს ბალახების ნაკრების დალევა. 2 ნაწილი კოთხუკის ფესვს, 1 ნაწილი პიტნა, 2 ნაწილი ცერეცო, 2 ნაწილი სელის თესლი და 1 ნაწილი ასისთავა დაუმატეთ. 1 ს/კ დაქუცმაცებულ ნარევს 1,5 ჭიქა წყალი დაასხით, 5 წუთით ხარშეთ და 1 საათით დააყენეთ. დღის განმავლობაში დალიეთ. კურსი – 1 თვე. წყლულოვანი დაავადების დროს წვენების ნარევთან ერთად ბალახების ნახარში დალიეთ. 2,5 ნაწილი კრაზანა, 1 ნაწილი სელის თესლი, 1 ნაწილი პიტნა, 1,5 ნაწილი შავბალახა, 1 ნაწილი გვირილა, 1,5 ნაწილი კალენდულას ყვავილი და 1 ნაწილი კვლიავი აურიეთ. 1,5 ს/კ დაქუცმაცებულ ნარევს 400 მლ წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, 5 წუთით ხარშეთ და 1 საათით დააყენეთ. გადაწურეთ და 100 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, ზემოთ მოცემული წვენების ნარევთან ერთად დალიეთ.
- გაციების დროს. 3 ს/კ (50 გრ) ოროვანდის წვენი თაფლთან ერთად დღეში 4-6-ჯერ, 3-5 დღის განმავლობაში დალიეთ. ქუჩაში არ გახვიდეთ. საუკეთესო ეფექტს მიიღებთ, თუ ოროვანდის წვენს თანაბარი პროპორციით შავი ანწლის, მრავალძარღვას და ორკბილას წვენებს დაუმატებთ.
- შაქრიანი დიაბეტი. 1 ს/კ ოროვანდის წვენი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. კურსი – 1,5 თვე. ორკვირიანი შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ. ასე ყოველ ჯერზე გაიმეორეთ, როცა სისხლში შაქრის მაჩვენებელი გაიზრდება. დიაბეტის დროს შაქრის დონის დარეგულირებას დიაბეტური წვენებით შეძლებთ. თანაბარი პროპორციით ოროვანდის, ხბოშუბლას, ბაბუაწვერას, ჭინჭარის და ნიგვზის წვენი აურიეთ. 1 ს/კ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე დალიეთ. შეგიძლიათ ხანგრძლივად მიიღოთ. განსაკუთრებით სასარგებლოა წვენების ნარევი ფარული დიაბეტის და წინა დიაბეტურ პერიოდში.
- შარდკენჭოვანი დაავადება. 1 ს/კ ოროვანდის წვენი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. შეგიძლიათ სამკურნალო მცენარის ნაყენი დალიოთ. ოქსალატური კენჭის დროს 1 ნაწილი ფარსმანდუკი, კამა და ქაფუნა, 2 ნაწილი ბირკავა, ვერონიკა და სიმინდის ფუჩეჩი, ასევე 3 ნაწილი მატიტელა აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 0,5 ლ წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და კიდევ 5 წუთით ხარშეთ. 1 საათით დააყენეთ, გადაწურეთ, 3-4 ს/კ ოროვანდის წვენი დაუმატეთ და 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. ურატული კენჭის დროს შავი ანწლის ყვავილები, ცერეცო, ველური სტაფილოს თესლი, ძიძო, კრაზანა და ცეცხლეკალა თანაბარი პროპორციებით აიღეთ და აურიეთ. მოამზადეთ და გამოიყენეთ ისე, როგორც წინა რეცეპტში.
- პოდაგრა. თანაბარი პროპორციით ოროვანდის წვენი, წყლის პერი და ვარდკაჭაჭა აურიეთ. 1-2 ს/კ ნარევი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე მიიღეთ. კურსი – 1 თვე. თუ ყველა წვენი არ გაქვთ, იმავე დოზით ოროვანდის წვენი დალიეთ. კურის წელიწადში 2-3-ჯერ ჩაიტარეთ.
- ოროვანდის წვენი ეგზემას, ნეიროდერმიტის, ძირმაგარას, აკნეს და კანის ქავილის დროსაც დაგეხმარებათ. 2 ს/კ ოროვანდის წვენი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. კურსი – 1-1,5 თვე.
- ოროვანდის წვენი ქალური უნაყოფობის, თვიურის შეკავების და მასტოპათიის დროსაც სასარგებლოა. 1-2 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1,5-2 თვით ადრე დალიეთ. მასტოპათიის დროს მტკივნეულ მკერდზე ღამით ოროვანდის ფოთოლი დაიდეთ.
- თმის ცვენის დროს ოროვანდის წვენი გამელოტებულ ადგილას დღეში რამდენჯერმე, რამდენიმე თვის განმავლობაში წაისვით. დამატებით დღეში 2-3-ჯერ, 1 ს/კ წვენი დალიეთ.
- ტროფიკული წყლულების, ეგზემას და კანის სიმსივნის სამკურნალოდ ოროვანდის წვენში გაჟღენთილი სალფეთქი გამოიყენეთ. ოროვანდი მტკივნეულ სახსრებს შესანიშნავად კურნავს. ანთებით უბანზე დაქუცმაცებული ოროვანდის ფოთლები დაიდეთ, ზემოდან მთელი ფოთოლი დააფარეთ და ბინტით შეახვიეთ. მცენარეული კომპრესი გამოვა. მისი რეგულარული მიღებით მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებთ.