ჩვენი მშობლები ოქროს ქორწილს აღნიშნავენ, ჩვენი თაობა კი მაქამდე ვერ მიდის, რატომ ხდება ასე?

121

დრო იცვლება და ტექნოლოგიები ვითარდება, ბევრ სფეროშია პროგრესი, მაგრამ თაობებს შორის დამოკიდებულება ისევ რთულია. უფროს და უმცროს თაობებს მუდამ აქვთ გაუგებრობები, რაც ნეგატიურად აისახება მათ ურთიერთობაზე. ხშირად ახალგაზრდა თაობა მშობლების თაობას ნაკლებად წარმატებულად თვლის, ან პირიქით. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია:

უმცროსი თაობა

განქორწინება – მარი მეგობართან იყო სტუმრად და დამძიმებული წამოვიდა იქიდან. ეს იყო უკვე მეორე დაქალი, რომელსაც ოჯახი დაენგრა. “რა ცოტაა 2 წელი, არადა ეხლა სადაც არ უდა გაიხედო, ყველა შორდება ერთმანეთს.”ყველაზე მეტად გულს წყვეტდა წყვილები, რომლებიც 5 ან მეტი წელი იყვნენ ერთად და მერე შორდებოდნენ. გამოდის, რომ ტყუილად დაკარგეს დრო? მისი მშობლები სტუდენტობის დროს დაქორწინდნენ და დღემდე ერთად არიან. ბებია და ბაბუაც ასე არიან. რა თქმა უნდა, ჰქონდათ რთული პერიოდებიც, მაგრამ გადალახეს განქორწინებამდე საქმე არ მისულა.ეხლა პატარა მიზეზი და მაშინვე შორდებიან. ადრე ასე არ იყო. თავად მარი არ ჩქარობს გათხოვებას. თვლის, რომ ჯერ არ უნდა იჩქაროს. მშვიდად უნდა დაელოდოს მისთვის საინტერესო და საჭირო მამაკაცს, კარგად გაიცნოს და მერე იფიქროს ოჯახზე.ასეთ შემთხვევაში ფიქრობს, რომ ოჯახის დანგრევის საფრთხე ნაკლები იქნება, თუმცა გარანტიას არც ეს მისცემს.

ოჯახის შენარჩუნება – რატომ იყო უფროს თაობაში ოჯახები უფრო მყარი? იქნებ იმიტომ, რომ მაშინ განქორწინება უდიდესი სირცხვილი იყო? ან უბრალოდ, განქორწინების შემდეგ ქალს არ შეეძლო დამოუკიდებლად არსებობა? ალბათ იყო მიზეზები, რომელიც ხელს უშლიდა ადამიანებს რაღაც შეეცვალათ.რა თქმა უნდა, ყველა ქორწინება არ არის ბედნიერი და ხშირია წყვილი, რომელიც ათეულობით წლები იძულებით არიან ერთად.ცოლ-ქმრობა ძალია პირადული ურთიერთობაა. განქორწინებები ყოველთვის იყო და იქნება. აქ საქმე ეხება მისი რაოდენობის კატასტროფულ ზრდას. ეხლა აღარ არის სირცხვილი ოჯახის დანგრევა, არასწორი არჩევანის გაკეთება. წარუმატებელი ურთიერთობა უკვე ითვლება გამოცდილებად, რათა არ დაუშვა შეცდომა მომავალში.განქორწინებას ყოველთვის აქვს თავისი მიზეზები. ამიტომ ჯობია თავიდანვე დაამთავრო არაჯანსაღი ურთიერთობა, ვიდრე მთელი ცხოვრება ითმინო და საბოლოოდ განადგურდე.

დასკვნა: თქვე როგორ ფიქრობთ, მართლა მომატებულია განქორწინებების რიცხვი? რით განსხვავდება უფროსი თაობა თანამედროვე ახალგაზრდებისგან ოჯახთან მიმართებაში? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს