ღვიძლმა დამ შავ სიაში დამამატა. როცა ვსტუმრობ, კარს არც კი მიღებს იმის გამო, რომ მშობლებმა ბინა მიყიდეს!

971

“მამწუხრებს ის ფაქტი, რომ ნახევარ წელზე მეტია, რაც დასთან აღარ მაქვს ურთიერთობა. ყველაფერი კი რაღაც წვრილმანის გამო მოხდა”- ამბობს ნელი. აქამდე დედმამიშვილები მეგობრობდნენ, ვიდრე მშობლებმა უმცროს ქალიშვილს ბინა არ აჩუქეს.

დასთან აღარ მაქვს ურთერთობა

“ანა ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო. ის ჩემზე მხოლოდ 3 წლით უფროსია. ბავშვობაში ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით, ახლა კი მასთან ურთიერთობა აღარ მაქვს. მიჭირს ამასთან შეგუება, რადგან დაიკოს მუდამ ვუზიარებდი საიდუმლოებებს.ახლა ანა სატელეფონო ზარებზეც კი აღარ მპასუხობს. იგი სხვა ქალაქში ცალკე ცხოვრობს, მე კი მშობლებთან ერთად ვარ. ანა მუდამ ურეკავდა დედას მოსაკითხად.4 წლის წინ გავთხოვდი. მაშინ ანა ჩამოვიდა ჩემთან მოსალოცად. მან დიდ წარმატებებს მიაღწია სამსახურში, ახლა იპოთეკას იხდის და საკუთარ სახლში ცხოვრობს. როცა ვუთხარი, რომ მშობლები ბინას მყიდულობდნენ, მან შეწყვიტა ჩემთან ურთიერთობა.

რთული სიტუაცია – ახლა მეორე ბავშვზე ვარ ორსულად. არც კი ვიცი, დედ-მამის დახმარების გარეშე რა გვეშველებოდა. მეგონა, ანას გაეხარდებოდა ახალი ამბავი, თუმცა მას მთელ ოჯახზე მოუვიდა გული. მას შემდეგ ანას მშობლებისთვის ერთხელაც კი არ დაურეკავს.ვცდილობთ, რომ დღესასწაულები მთელი ოჯახით აღვნიშნოთ ხოლმე. ალბათ, ანა ხვდება, რომ ორი ბავშვის გამო მუშაობას ვეღარ ვახერხებ და თავის გატანა ძალიან გვიჭირს. არ ვიცი, ის ასე რატომ გვექცევა. ანას თანადგომა და მასთან სიახლოვე ჟანგბადივით მჭირდება, თუმცა მშობლების ნაჩუქარ ბინაზეც ვერ ვამბობ უარს”.

რედაქციისგან: ზოგიერთი შვილი ეჭვიანობს, თითქოს მშობლები უმცროს და-ძმას განსაკუთრებული სიყვარულითა და სითბოთი ეპყრობიან. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ დედ-მამა გაუცნობიერებლად უთმობს მეტ ყურადღებას უმცროს შვილებს და ნაკლებად ზრუნავს უფროსებზე.ანა დამოუკიდებელი გახდა, როცა სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. ის სხვების  დაუხმარებლად დადგა ფეხზე და როცა დაინახა, რომ უმცროს დას მშობლებისგან ბინა ხვდა წილად, რასაკვირველია, ნაწყენი დარჩა. ანას არ ახსოვს დედ-მამისგან ასეთი ყურადღება და გულუხვობა, სწორედ ამიტომ ბრაზობს მათზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს