არავინაა დაზღვეული იმისგან, რომ გარშემომყოფებთან ურთიერთობისას შეცდომებს დაუშვებს. ყველა დროულად ვერ ხვდება, რომ საჭიროა შექმნილი სიტუაციის გამოსწორება. ამის გამო შეიძლება გაჩნდეს უთანხმოება და კამათი. მოცემულ სტატიაში ვისაუბრებთ 3 მთავარ შეცდომაზე, რამაშ შეიძლება გააფუჭოს ადამიანებს შორის დამოკიდებულება.
შეცდომები ურთიერთობაში
ყველაფერს კარგს მალევე ეჩვევა ადამიანი. ეს ეხება გარშემომყოფებთან ურთიერთობასაც. თუ ვინმე გამოხატავს თქვენს მიმართ ერთხელ სიკეთეს, აუცილებლად გადაუხდით “მადლობას”. თუ სიქველეს რეგულარული ხასიათი ექნება, ადამიანმა შეიძლება აღიქვას, რომ სხვები ამგვარად უნდა ექცეოდნენ და ეს სავსებით ბუნებრივია. რეაქცია აღმოცენდება მხოლოდ სიკეთეზე უარის თქმის შემთხვევაში.ამ დროს ადამიან აღშფოთებულია. რატომ არ გამიწიეს დახმარება? ფატობრივად, არავინ არავის წინაშე არაა ვალდებული. რასაც ადამიანი იღებს, ეს “მჩუქებლების” ინიციატივაზეა დამოკიდებული. რახან ისინი სანაცვლოდ მადლიერებასაც ვერ ხედავენ, სურვილიც ქრება.
დანაშაულის აღიარების სურვილის არ ქონა – არავის უნდა ურთიერთობა ჰქონდეს ისეთ ადამიანთან, რომელიც არ აღიარებს საკუთარ დანაშაულს. წარუმატებლობის შემთხვევაში ასეთი ხალხი, როგორც წესი, პასუხისმგებლობას სხვას გადააბრალებს ხოლმე. გახსოვდეთ, რომ დანაშაულის აღიარება- არა სისუსტის ნიშანი, არამედ გარშემომყოფებისადმი პატივისცემის გამოხატულებაა.
სხვების დამსახურებების ან პრობლემების გაუფასურება – ხშირად გაიგონებთ ისტორიებს იმაზე, თუ როგორ აკნინებენ მშობლები თავიანთი შვილების დამსახურებებს ან მათ პრობლემებს. სამწუხაროდ, ეს საკმაოდ ხშირი მოვლენაა ადამიანურ ურთიერთობებში. ბევრს არ შეუძლია გულწრფელად გაიხაროს სხვისი ბედნიერებით ან ეშინია გრძნობების დემონსტრირების.მსგავსი ხანგრძლივი ზემოქმედება უარყოფითად აისახება საერთო ემოციურ მდგომარეობაზე. თუ ადამიანს ახლობლები აუფასურებენ, მისი თვითშეფასება მკვეთრად ეცემა და იგი სათანადოდ ვეღარ აღიქვამს თავს.
დასკვნა: თუ შენიშნეთ თქვენს მიმართ ასეთი დამოკიდებულება, უბრალოდ დაფიქრდით და გადახედეთ ადამიანებთან ურთიერთობის თქვენეულ მეთოდებს. დაგიშვიათ თუ არა ოდესმე ასეთი შეცდომები? თუ მსგავსი რამ ახლობლებში შეგიმჩნევიათ?