BB კრემმა უკვე შეძლო ბევრი ქალის დახმარება. ეს საშუალება განკუთვნილია გამონაყარის საწინააღმდეგოდ, ატენიანებს კანს და აუმჯობესებს სახის ფერს. პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით როგორ შეარჩიოთ საუკეთესო BB კრემი და როგორ მოიხმაროთ ის სწორად.
საუკეთესო BB კრემი
- BB კრემი თავდაპირველად გამოიგონეს გერმანელმა დერმატოლოგებმა როგორც საშუალება, კანის აღსადგენად ღრმა პილინგის და სხვა კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ. თავიდან ევროპელებმა სათანადოდ არ დააფასეს ის, სამაგიეროდ აზიელი ქალბატონების საყვარელი ნივთი გახდა. სწორედ, კორეელი მწარმოებლების წყალობით ჩაეშვა BB კრემი მასობრივ წარმოებაში.თავად სახელწოდება BB იშიფრება როგორც “blemish balm”- აღმდგენი ბალზამი. ის იდეალური ბაზაა მაკიაჟისთვის, რადგან კარგად ფარავს დეფექტებს და იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან. BB კრემი უზრუნველყოფს კანის დატენიანებას, აცხრობს ანთებით კერებს და კანი ერთ ფერში მოყავს.ბოლო ხანებში დახლებზე გამოჩნდა სხვა საშუალებები უცნაური სახელწოდებებით: СС-, DD-, EE- და PP – კრემები. თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება აქვს.
- СС-კრემი – ეს პროდუქტი აერთიანებს ტონალურ კრემს და სახის მოვლის საშუალებას. სახელწოდება იშიფრება როგორს “color control” – ფერის კონტროლი. მაგრამ СС-კრემში ნაკლები ტონალური პიგმენტია, ვიდრე BB კრემში. სამაგიეროდ შეიცავს უფრო მეტ მოვლის კომპოენტებს. მაგალითად, ვიტამინებს, მინერალებს, ჰიალურონის მჟავას.СС-კრემი ათანაბრებს კაის ფერს, უნარჩუნებს ბუნებრივ იერსახეს, მაგრამ არ ფარავს სერიოზულ ნაკლოვანებებს. СС-კრემი კარგი საშუალებაა ზაფხულისთვის.
- DD კრემი – DD კრემი ანუ “daily defense” – ყოველდღიური მოვლა – ეს არის უნივერსალური მაკორექტირებელი საშუალება სახისთვის. მწარმოებლები გვარწმუნებენ, რომ პროდუქტი აერთიანებს BB და CC კრემების დადებით თვისებებს. თავიდან ის განკუთვნილი იყო კანის განსაკუთრებულად მშრალი უბნების დასატენიანებლად – მუხლების, ქუსლების, იდაყვების. თუმცა სხეულის ამ ნაწილების მოსავლელად ამ კრემის შეძენა ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ მწარმოებლებმა ვექტორის შეცვლა გადაწყვიტეს.ასე გაჩნდა DD კრემი სახისთვის, რომელიც უნივერსალური საშუალებაა ყოველდღიური გამოყენებისთვის. DD კრემს აქვს მაღალი SPF ფატორი, ამიტომ ხელს უშლის დაბერებას.
- EE-კრემი – EE-კრემი – Extra exfoliation – ექსტრა ამქერცლავი საშუალება შემუშავებულია კანის ზედა ფენის ასაქერცლად, ულტრაიისფერი სხივებისგან თავის დასაცავად, ატენიანებს კას, ანიჭებს მას მბზინვარებას. EE – კრემის გამოყენება ხშირად არ არის რეკომენდებული, ხოლო მათ, ვისაც თხელი და მგრძნობიარე კანი აქვს, საერთოდ არ ურჩევენ.ხოლო სახეზე მუქი კანის და შავი წერტილების მქონე ქალბატონები ნამდვილად დააფასებენ EE-კრემს. მწარმოებლები გვარწმუნებენ, რომ მას შეუძლია პიგმენტური ლაქების და აკნეს შემდგომი ნაწიბურების მოშორებაც.
- PP-კრემი – PP-კრემს მშვენიერი სახელწოდება აქვს – pink perfect – ანუ ვარდისფერი სრულყოფილება. ის განკუთვნილია მაკიაჟის ბაზად, რადგან ათანაბრებს კანის რელიეფს, ფარავს წვრილ ნაოჭებს, ფორებს.PP-კრემის ეფექტი შესამჩნევი იქება, თუ წაისმევთ წინასწარ გასუფთავებულ და კარგად დატენიანებულ სახეზე. მწარმოებლები გვარწმუნებენ, რომ PP-კრემის წასმის შემდეგ პუდრა და ტონალური კრემი ბევრად უკეთ ნაწილდება სახეზე.
როგორ შევარჩიოთ კრემი – იმისათვის, რომ სწორად შევარჩიოთ კრემი კანის ტიპის მიხედვით, ყურადღებით გაეცანით მის შემადგენლობას. კრემი შეიძლება იყოს დამატენიანებელი, მატ-ეფექტის, ასაკობრივი, მზისგან დამცავი, მათეთრებელი, მგრძნობიარე კანის.თუ თქვენი პრიორიტეტი დატენიანებაა, უპირატესობა მიანიჭეთ ჰიალურონის მჟავას. ასაკობრივი კრემები ხშირად შეიცავენ C ვიტამინს, რომელიც კანის განახლებას უწყობს ხელს, მაგრამ თუ გაქვთ მგრძნობიარე კანი, მაშინ C ვიტამინტან ფრთხილად უნდა იყოთ.თუ გაქვთ ზედმეტი ცხიმიანობა, გაფართოებული ფორები და გამონაყარი, ეძებეთ წარწერა” ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის. ასეთ კრემებში შედის სალიცილის მჟავა, ვიტამინი A, B და E. ასევე გაითვალისწინეთ წარწერა oil free, რადგან ცხიმიანი კანის მოვლის პროდუქტებში არ უნდა იყოს ზეთები. არის მატირების ეფექტის BB კრემები, რომელიც ფარავს კანის სიპრიალეს.
რითი წავისვათ კრემი – BB-კრემი და სხვა მისი მომდევნო კრემები, ტონალურისგან განსხვავებით, ხელითაც თანაბრად ნაწილდება, მაგრამ ეფექტის გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია სპონჟის გამოყენება, რომელსაც წინასწარ დაასველებთ წყალში.მსუბუქად გადაინაწილეთ კრემი სახეზე. არ შეიზილოთ ის ღრმად კანში. ამ ხერხით მიიღებთ მაქსიმალურად ნატურალურ დაფარვას.
ვიმედოვნებთ, ეს სტატია გაგიადვილებთ არჩევანს. თქვენ რომელ კრემს ანიჭებთ უპირატესობას? გაგვიზიარეთ კომეტარებში.