როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა ბედისწერა? სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს უჭირთ დაეთანხმონ იმ მოსაზრებას, რომ ბევრი მოვლენა შემთხვევით არ ხდება. თუმცა როცა ისინი თავად აწყდებიან მსგავს მაგალითებს, მაშინ ირწმუნებენ ბედისწერის გავლენას. ასეთი იყო ჩვენი ისტორიის გმირიც. რა მოხდა მის ცხოვრებაში და როგორ განვითარდა მოვლენები, გაიგებთ მოცემულ სტატიაში.
არსებობს თუ არა ბედისწერა
“ცოტა ხნის წინ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. ცოლი საყვარელთან შევისწარი. სახლში ამაზრზენი სანახაობა დამხვდა, ისინი ჩემს პლედში იყვნენ გახვეულები, მეუღლე მუხლებზე დაჩოქილი მევედრებოდა, რომ მისი საყვარლისთვის თითი არ დამეკარებინა.ცოლს ვუთხარი, რომ ნივთები შეეგროვებინა და სახლიდან წათრეულიყო. მის წასვლას არ დავლოდებივარ, მანქანაში ჩავჯექი და აღარც კი მახსოვს, თუ საით გავქანდი. ბევრს ვფიქრობდი იმაზე, თუ რატომ მომექცა ნატო ამგვარად. არადა, მისთვის ყველაფერს ვაკეთებდი. ნუთუ მთელი ეს დრო მას მხოლოდ ჩემი სიმდიდრე აინტერესებდა? ამას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი ნატოსთან განქორწინება. მთელი ღამე ქალაქს წრეებს ვარტყამდი. დილით კაფეში შევიარე და პაკრში გასერნება გადავწყვიტე, რათა უძილო ღამის შემდეგ ცოტათი გამოვფხიზლებულიყავი.
როგორც კი გრძელ სკამზე ჩამოვჯექი, ჩემთან მოირბინა ატირებულმა გოგონამ და მითხრა: “ბიძია, დედაჩემი ცუდადაა, გთხოვთ, დამეხმარეთ!” თავიდან ვიფიქრე, რომ ეს თაღლითების მორიგი ხრიკი იყო, თუმცა გოგონა იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ გავყევი.დედამისი ერთ-ერთი ბილიკზე წაქცეული დამხვდა. მასთან მივირბინე, ზურგზე გადავაბრუნე და გავოგნდი. ეს თათია იყო, ქალი, რომელმაც 7 წლის მიმატოვა. როცა სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდა, ექიმმა მითხრა, რომ გოგონას თან ვერ წაიყვანდნენ. მათ ვუთხარი, რომ ბავშვს მე დავიტოვებდი. პატარას დიდხანს ვამშვიდებდი, დავპირდი, რომ პირველი შესაძლებლობისამებრ წავიყვანდი დედასთან.როცა სახლში დავბრუნდით, კლინიკაში დავრეკე. გაირკვა, რომ თათია რეანიმაციულ განყოფილებაში დააწვინეს, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილური იყო. ვიდრე იგი კლინიკაში იწვა, გოგონა ჩემთან ცხოვრობდა. ჩვენ დავახლოვდით კიდეც. აღმოჩნდა, რომ თათია მუხლჩაუხრელად შრომობდა, რათა ოჯახი გამოეკვება. როცა ბავშვს ვკითხე, თუ რატომ არ იხდიდა მამა ალიმენტს, ის მრავალმნიშვნელოვნად გაჩუმდა და არ მიპასუხა.
თათია შევთავაზე ჩემთან დარჩენა, ვიდრე იგი სრულად აღიდგენდა ძალებს. ჩემდა გასაოცრად, ისიც დამთანხმდა. იმ დღეებში მოვიდა ნატო მესტუმრა, იგი გაოცებული დარჩა თათიას ხილვით და მითხრა: “სერიოზულად, ყოფილთან დაბრუნება გადაწყვიტე? ქალიშვილის შესახებ როგორ გაიგე? მე ხომ ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რათა ეს არ მომხდარიყო!” მეც და თათიაც შოკირებულები დავრჩით. ნატოს ყველაფერი ბოლო სიტყვამდე ვათქმვინე. 7 წლის წინ მინდოდა თათიასთვის ცოლობა მეთხოვა. ნატოსთან ბავშვობიდანვე ვმეგობრობდი და ხშირად ვეკთხებოდი რჩევებს. მან მითხრა, რომ წინასწარ უნდა გაგვევარჯიშებინა და ჩავწერეთ ნიმუშად ვიდეო, სადაც ნატოს ვთხოვდი ხელს. მან ეს ჩანაწერი თათიას გადაუგზავნა, რის გამოც მან მიმატოვა.თათიამ დამიმალა, რომ ორსულად იყო და უბრალოდ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. მე კი ტკივილის ჩაცხრობის მიზნით ერთი წლის შემდეგ ნატო შევირთე ცოლად.მთელი ეს დრო ვერ ვხვდებოდი, თათია ასე რატომ მომექცა. ის კი იმავეს ფიქრობდა ჩემზე. როგორც ჩანს, ახლა მეორე შანსი მომეცა და საკუთარ შეცდომებს აუცილებლად გამოვასწორებ.”
რედაქციისგან: ასეთი ისტორიები ამტკიცებს, რომ როცა ადამიანები ერთმანეთისთვის არიან შექმნილები, ადრე თუ გვიან ისინი აუცილებლად შეხვდებიან ერთურთს. შეიძლება სხვადასხვაგვარი გარემოებები არსებობდეს, თუმცა შედეგი ერთია: სამართლიანობა იზეიმებს. როგორ ფიქრობთ, შეძლებენ თუ არა ლექსო და თათია ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებას?