თავის მოწესრიგების სურვილი ყველას აქვს მიუხედავად ასაკისა და სოციალური მდგომარეობისა. ინტერნეტში ხშირად ნახავთ უსახლკაროების გარდასახვით სალონში სტუმრობის შემდეგ. ბევრმა მათგანმა სხვა თვალით შეხედა საკუთარ თავს და ახალი ცხოვრება დაიწყო. სასიამოვნო ვიზუალი მხოლოდ სხვების დასანახად არ სჭირდება ადამიანს, ის თავდაჯერებულობას და საკუთარი თავის რწმენას მატებს მას.ბუნებრივია, ზედმეტი არაფერი ვარგა და ზომიერების დაცვაა საჭირო. ბოლო სტატისტიკით, სამხრეთ კორეასა და ეგვიპტეში მამაკაცები ბევრად მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე ქალები. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია:
ახალი გარეგნობა
ქალბატონი ელენე 10 წლის მერე თავისი პირველი პაემანისთვის ემზადებოდა. მან სასიამოვნო მამაკაცი გაიცნო ცოტა ხნის წინ. ეს იყო ენერგიული ქვრივი ადამიანი, მავნე ჩვევების გარეშე, სასიამოვნო სუნამოთი.ელენე 70 წელს იყო მიღწეული და სურდა განსაკუთრებულად გამოპრანჭულიყო. ძვირია სალონში მისვლის საშუალება არ ჰქონდა, არც შვილების შეწუხება სურდა ამ წვრილმანის გამო.კოსმეტიკა შვილს გამოართვა, ტანსაცმელიც მოინახა გარდერობში. დარჩა ერთი წვრილმანი – ვარცხნილობა. გადაწყვიტა სილამაზის სალონში მისვლა. სახლთან ახლოს პატარა სალონი იყო, სუფთა და მყუდრო. ძველ ჟურნალებში იპოვა სასურველი ვარცხნილობა და იქ გაეშურა.
თუმცა, ამ სალონში არ ელოდა სასიამოვნო გარემო. სტილისტები არც მიესალმნენ ჭაღარა კლიენტს, არა თუ ჩაი ან ყავა შეეთავაზებინათ. არადა, სხვა კლიენტებს ყოველთვის სთავაზობდნენ. ელენეს საკმაოდ დიდხანს მოუწია ლოდინი.შემდეგ, როდესაც სტილისტს უთხრა, თუ რა ვარცხნილობა სურდა, გოგონამ დაცინვა დაუწყო, დაუძახა სხვებსაც და ერთად იხალისეს. “უყურე ბებოს, ვიღაცის მოხიბვლა გადაუწყვეტია, ეს ვარცხნილობა არ მოუხდება, გაახალგაზრდავებს თუ რა?”დამცირებულმა ყოფილმა პედაგოგმა მაშინვე დატოვა სალონი: “რას ველოდი ნეტა? უკვე ისეთი ბებერი ვარ, ვარცხნილობასაც აღარ მიკეთებენ სალონში, რაღა დროს ჩემი პაემანია, უნდა დავეგდო სახლში და ვუყურო ტელევიზორს!” ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდიოდა, თავჩახრილი მიიწევდა სახლისკენ, ვეღარაფერს ამჩნევდა. ამ დროს, გადასასვლელამდეც მივიდა და მანქანის სიგნალის და მუხრუჭების ხმამ გამოაფხიზლა.
“ქალბატონო, ყურადღებით იყავით, კინაღამ დაგეჯახეთ! ქალბატონმა ელენემ მძღოლს შეხედა და მაშინვე იცნო საჭესთან მჯდომი ფუმფულა ქალბატონი. ეს იყო მისი ყოფილი მოსწავლე – ირინა, მთელი სკოლის რისხვა და ამრევი ცელქი გოგონა. ეხლა კი საკმაოდ წარმატებული ქალი. გამოელაპარაკნენ ერთმანეთს, ელენე იმდენად ნაწყენი იყო, რომ ვერ შეიკავა თავი და ყველაფერი უამბო.ირინამ გაიღიმა: “მივხვდი რომელ სალონშიც იყავით, მანდ რამ მიგიყვანათ, ყელაზე უგემოვნო და ხეპრე სტილისტები ჰყავთ. ჩაჯექით მანქანაში და გამომყევით”აღმოჩნდა, რომ ყოფილი ხულიგანი გოგონა ცოლად გაყვა მისნაირ “რთულ” ქმარს და გააჩინეს პედაგოგებისთვის “კოშმარი” ხულიგანი ბავშვები. ამასთან, ქონდათ წარმატებული ბიზნესი და ქონდათ თავისი კერძო სახლი.მომდევნო ნახევარ საათში იაფიან სილამაზის სალონში სრული კოშმარი ხდებოდა. ირინა, ამ სალონის მეპატრონე ორთქლში ატარებდა თავისი სალონის უტაქტო სტილისტებს. ბოლოს კი ორივეს სამსახურის დატოვება მოსთხოვა, რადგან კლიენტის დაცინვა უდიდესი დანაშაული იყო. ხოლო ელენეს თავად შეჭრა თმები და გაალამაზა სალონის ხარჯით. ქალბატონი ბედნიერი და კმაყოფილი იყო და მადლობა გადაუხადა ყოფილ მოსწავლეს.
ასეთ თბილ ნოტაზე დაშორდნენ მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთს, მაგრამ საკითხავია, ვინ ვის ასწავლა. ირინამ პრობლემა თავის ენაზე მოაგვარა, სკოლის სახელმძღვანელოებში ამაზე არაფერს წერენ. ქალბატონი ელენე კი ბედნიერი დაბრუნდა შინ და კიდევ ერთხელ დატრიალდა სარკესთან. ხვალ პაემანი აქვს, ბრწყინვალედ უნდა გამოიყურებოდეს…